დიფენბახიას გამრავლება ტოტებით

ზოგს ალბათ უნახავს სადმე სტუმრად ყოფნისას უზარმაზარი დიფენბახიები გაშიშვლებული ღერებით ძირში, რომლებსაც ფოთლები წვერში-ღა ჰქონდათ შერჩენილი, ხშირად ტოტები დაბრეცილია, გადახრილი ერთ მხარეს, ეს კი არც ისე ლამაზ სანახაობას წარმოადგენს. ასეთის ნახვის მერე ხშირად ეკარგებათ სურვილი სახლში იქონიონ ეს ლამაზი მცენარე. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს დეკორატიული მცენარე, თუ არ იცით მისი მოთხოვნილებები და ვერ აკმაყოფილებთ მისთვის აუცოლებელ პირობებს, თუმცა კარგად მოვლის პირობებშიც კი ზრდისას იგი ღეროს ქვედა ნაწილს იშიშვლებს. საშუალოდ, ერთი ფოთლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 წელია, მერე ყვითლდება და ცვივა, რაც ნორმას წარმოადგენს, მასთან ბრძოლა მხოლოდ მცენარის გაახალგაზრდავებით შეიძლება, ანუ მისი ტოტების  წვეროს ნაწილის ხელახალი დაფესვიანებით.იგივე მეთოდით ხდება დიფენბახიას გამრავლებაც.
როდის შეიძლება მისი გამრავლება: 

 ყველაზე კარგი დრო გაზაფხულია, როცა მცენარე ზრდას იწყებს. თუმცა დიფენბახია არაა პრეტენზიული და მისი დაფესვიანება წლის სხვა დროსაც შეიძლება, მით უფრო, სტმულატორების დახმარებით. ტოტებს აწყობენ საკვებ გარემოში, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ფესვიანდება კიდეც. საკვებ გარემოს წარმოადგენს ან წყალი, ან გრუნტი. წყალში უკეთ ფესვიანდება, სადაც  წინასწარ ხსნიან 1-2 აბ გააქტივებულ ნახშირს. ტოტებიან ქილას წყლით დებენ ნათელ თბილ ადგილას (21-24გრ).პერიოდულად წყალს ცვლიან, რომ დაიცვან ტოტები ლპობისგან. 1-2 კვირაში ფესვებიც გამოუვა. როცა ისინი 2-3 სმ გახდება, შეიძლება დარგვა მიწაში. 
პროცესის დასაჩქარებლად წყალში ამატებენ ალოეს წვენის  რამდენიმე წვეთს, რაც ააქტიურებს მცენარის ძალებს, მძინარე კვირტები იღვიძებენ  და ფესვწარმოქმნაც ჩქარდება.
ახალი ფესვები ტოტებზე შეიძლება გაიზარდოს მიწაშიც, ჯერ უნდა მომზადდეს გრუნტი. -  იგი უნდა იყოს მსუბუქი, გამოდგება ტორფიანი მიწა გამაფხვიერებელთან ერთად  - (პერლიტი ან ვერმიკულიტი) 50/50 პროპორციით. ან გამოიყენება კიდევ - ტორფიანი მიწა 25 %, სფაგნუმი - 50 %, პერლიტი ან ვერმიკულიტი - 25 %. მასში ფესვები ადვილად იზრდება. ლპობის ასაცილებლად მიწასაც ამატებენ გააქტივებულ ნახშირს.
მოჭრილ ტოტს აშრობენ 4 სთ დან ერთ დღემდე, მერე არჭობენ მიწაში 2-3 მუხლზე. ზამთარში ფესვწარმოქმნა იწელება თვეები ან საბოლოოდ შეიძლება კიდეც დალპეს, ამიტომ დარგვამდე 10 სთ ით დებენ კორნევინის ხსნარში, მერე კი კარგად დანამულ მიწაში რგავენ. თუ ტოტები პატარაა, - 10-15სმ, მათ სათბურში ათავსებენ, ანუ - ზემოდან აფარებენ ქილას, მასში მუდმივი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა ნარჩუნდება, რაც ქმნის საუკეთესო პირობებს მცენარის დაფესვიანებისთვის. ასე სჯობს ზამთარში, როცა მცენარე არ ჩქარობს ფესვებს გამოშვებას, გაზაფხულსა და ზაფხულში კი სრულიად შესაძლებელია დაფესვიანება სათბურის  გარეშეც მოხერხდეს.

გრუნტში დაფესვიანებას თავისი ნიუანსები აქვს: 1. სწორი მორწყვა - სანამ ფესვებს გამოიტანს, ფრთხილად რწყავენ, რომ დალპობა აიცილონ თავიდან, ანუ ირწყვება მხოლოდ მიწის გაშრობის შემდეგ  ღეროს გარშემო. 2. შესხურება - უფესვო ტოტები ცუდად იწოვს წყალს მიწიდან, ფოთლები კი ამას მშვენივრად ახერხებენ. ამიტომ დღეში ერთხელ კარგია მცენარის  დანამვა. ასე დაეხმარებით მცენარეს სტრესული სიტუაციის გადატანაში და ფესვების ზრდაში.
რომელი ტოტები გამოდგება დასაფესვიანებლად: -1.  ტოტის ზედა ნაწილი ფოთლებით, იგი საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს 20-24 სმ, - 2. ღეროს ნაწილი, 5-10სმ სიგრძეში. მათ იღებენ გაშიშვლებული ღერების ნაწილებად დაყოფით, -3. გვერდითა ტოტებით. ზოგჯერ ღერზე მძინარე კვირტები იღვიძებენ და გვერდითა ტოტების ზრდა იწყება, მათ ფრთხილად აჭრიან და აფესვიანებენ, როგორც ზედა ტოტებს.
ზედა ტოტებით გამრავლება: ასე ხდება მცენარის გაახალგაზრდავება, როცა ღეროს ქვედა ნაწილი შიშვლდება, ფოთლებიან  თავს აჭრიან და აფესვიანებენ თავიდან. გასტერილებული ბასრი დანით გადაჭრიან ტოტს გარკვეულ სიგრძეზე ისე, რომ ქვედა მუხლი, საიდანაც ფოთოლი იზრდება, 2სმ ით ზემოთ იყოს გადანაჭერიდან.
წყალში დაფესვიანება -  ყველაზე ადვილია. ტოტს დებენ წყლიან ქილაში და ელოდებიან. დაახლოებით  2 კვირაში მცენარე ფესვიანდება. 

 
გრუნტში - ამ პროცესს მეტი დრო სჭირდება, ჭურჭელი  უნდა იყოს  შედარებით პატარა, გრუნტი კი ჰაერ- და წყალგამტარი. დიდ ქოთანში რთულია მიწის გაკონტროლება, იგი მეტ ხანს რჩება სველი, ცუდად  შრება, ბოლოს კი ფესვები ლპება. ტოტს აშრობენ რამდენიმე სთ, ან დებენ ცოტა  ხნით კორნევინში და მერე დებენ გრუნტში 2-3 მუხლზე. დაფესვიანების პროცესში ფოთლები შეიძლება გაყვითლდეს, გახმეს და დასცვივდეს. მცენარე ასე იშორებს თავიდან იმ ნაწილებს, რომლებიც უსარგებლოა მისთვის, მაგრამ საკვები მაინც სჭირდება, ამიტომ ძალები რომ ზედმეტად არ დახარჯოს მცენარემ, ასეთ ფოთლებს აჭრიან. დაფესვიანება გრძელდება 2-3 კვირა.
მრავლება ღეროს ნაწილებითზედა ნაწილის გარდა კიდევ რჩება ცარიელი ღერი, მას მჭრელი დანით ჭრიან რადენიმე ნაწილად 5-10 სმ ზე, ისე, რომ თითოეულს 3-4 მუხლი ჰქონდეს. მერე კი მათაც აფესვიანებენ
წყალში - ტოტებს დებენ წყლინ ქილაში ისე, რომ წყალში 1-2 მუხლი მოხვდეს. ოღონდ არ უნდა აგერიოთ ტოტის ზედა  და ქვედა ბოლოები.

მიწაში - ჯერ აშრობენ ტოტებს ერთი დღით, მერე დებენ მიწაში 2-3 მუხლით შიგნით, უწყობენ სათბურსაც. ვერტიკალურად ჩარგულ ღერებს შემდგომში ტოტები გვერდულად ამოსდის - ხშირად 1-3 ცალი, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ასეთი  ძირი კი არაესთეტიკურად გამოიყურება. ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც კი გვერდითა ტოტები მიაღწევენ 10-15 სმ ს, აჭრიან და თავიდან  აფესვიანებენ ტოტის წვეროების მსგავსად .ასეთი  შეუხედავი  ძირის  დასამალად ქოთანში რგავენ რომელიმე  ამპელურ მცენარეს - ქლორიფიტუმს, ჭორტანას ან სოლეიროლიას.
კიდევ ერთი ვარიანტიც არსებობს, რომ დაბრეცილი  ტოტები არ გაიზარდოს ღეროდან. ამისთვის მათ გრუნტში დებენ არა ვერტიკალურად, არამედ ჰორინტალურად, ტოტს დებენ მიწაზე და აღრმავებენ დიამეტრის ნახევრამდე, ტოტი ისე უნდა იყოს მიწაზე, რომ კვირტები ზემოთ იყურებოდეს, ასე ახალი ტოტები ვერტიკალურად გაეზრდება, მერე ღეროს მიწას მოაყრიან და საერთოდ აღარც გამოჩნდება.
გამრავლება გვერდითი ტოტებით: გვერდითა ტოტებს აჭრიან ღეროს და აფესვიანებენ  ისე, როგორც ზედა ნაწილს.
დიფენბახიას გამრავლება ალტერნატიული მეთოდით - საჰაერო გადაწვენით: ეს მეთოდი ნაკლებად გავრცელებულია, რადგან შედარებით რთულია. ფესვები მიიღება მცენარის ძირითად ტოტზე, გადაჭრის გარეშე. ამისთვის უფოთლო ღერზე ბასრი დანით აკეთებენ 2 ჰორიზონტალურ ჭრილობას წრიულად ღეროს გარშემო 2 სმ დაცილებით ერთმანეთისგან, შუაში აციან ქერქს კამბიუმამდე, გარედან ამ ადგილზე ახვევენ სველ სფაგნუმს, მერე პოლიეთილენის პარკს და კრავენ მავთულით. 1-2 თვეში პარკიდან გამოჩნდება გაზრდილი ფესვები. ამის მერე ხსნიან პარკს, სფაგნუმს, ტოტს ჭრიან ახალამოსული  ფესვების ქვევით, გადანაჭერს აშრობენ, აყრიან ნახშირს ან  დარიჩინს  და რგავენ გრუნტში.
ასე რომ, ძველი მცენარე ყოველთვის შესაძლებელია გააახალგაზრდავოთ, ან  ტოტების დაჭრით და დაფესვიანებით ახალი ბევრი მცენარეც მიიღოთ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

04 April 0 29

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно