კაქტუსების გადარგვა
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მათთვის საჭირო მიწის მონაცემები: იგი უნდა იყოს ფხვიერი, ატარებდეს ჰაერს და წყალს. აუცილებლად ემატება ქვიშა, რომელიც უნდა იყოს მდინარის, კარგად გარეცხილი, მაგრამ ამას რატომღაც არ ექცევა ყურადღება და მერე ეს ქვიშა გაფხვიერების ნაცვლად აცემენტებს მიწას. ფოტოზე კარგად ჩანს სხვაობა მშენებლობიდან დარჩენილ ქვიშასა და მდინარის ქვიშას შორის, სხვაობაა ფერშიც, დასველებისას პირველი წებდება კოშტად, მეორე კი მაინც ფხვიერი რჩება. სწორედ ასეთი სჭირდება კაქტუსებს.
კიდევ ცეოლიტის გრანულებს ამატებენ, - კატის ტუალეტის შემავსებელს („ბარსიკ-სტანდარტს“) და კერმზიტს, მათ კარგად რეცხავენ, ცრიან, რომ მიწას მხოლოდ მსხვილი ფრაქცია დაამატონ.მიწა კი უნივერსალური, მაღაზიის უნდა იყოს, ან მიწის ნაცვლად ქოქოსის სუბსტრატი უნდა გამოიყენონ, რომელიც არ წებდება ერთიან მასად, ფხვიერი რჩება, ფესვები მასში კარგად სუნთქავენ, მჟავეობის მაჩვენებელი ნეიტრალურია, გასათვალისწინებელია, რომ ქოქოსის ბოჭკოები პირველი დასველებისას ზომაში 3 ჯერ იმატებს, ამიტომ გამოყენებამდე სჯობს დასველება და გაშრობა, მერე კი გრუნტში მიმატება,რომ პირველად მორწყვის მერე მიწა არ გადმოიყაროს ქოთნიდან მისი მოცულობაში მატების გამო.
დრენაჟი: ესეც აუცილებელია კაქტუსებისთვის. მით უფრო თუ არ იცით, ქოთნის ზომის სწორი შერჩევა, როდესაც ერთად რგავთ რამდენიმე კაქტუსს ან რგავთ ქოთანში წვრილი ნახვრეტებით ძირზე, ეს ნახვრეტებიც კი არაა საკმარისი წყლის ჩადგომის თავიდან ასაცილებლად, წყალი გამოდის, მაგრამ რჩება სადგამზე, საიდანაც ხშირად ვერ ასწრებენ ან ავიწყდებათ გადაქცევა.
დრენაჟი იყრება ქოთნის მოცულობის 1/6ზე - მაქსიმუმ, ან 1/3 ზე - მინიმუმ .დრენაჟისთვის გამოდგება კერამზიტი, აგურის წვრილი ნატეხები, ხრეშის კენჭები, პენოპლასტის ნატეხები, კვერცხის ნაჭუჭები. გადარგვისას ძველ დრენაჟს ყრიან, რადგან მასზე გროვდება მარილები. იმისთვის, რომ ფესვებს ადვილად მოცილდეს, გადარგვამდე კარგად რწყვენ, მერე ამოღებულ მცენარეს ფრთხილად ფერთხავენ და ასე აშორებენ მიწას. ცოტა ხნით ასე დებენ ჰაერზე ჩრდილში, მერე კი რგავენ.
კაქტუსის მომზადება გადასარგავად: საუკეთესო დრო მარტის ბოლო-აპრილი-მაისის დასაწყისია, ამ დროს იწყებს იგი ზრდას, თუმცა საჭიროებისას რგავენ მთელი ვეგეტაციის პერიოდშიც. ჯანმრთელი, კარგფესვებიანი კაქტუსისთვის ახალი ქოთანი 2 სმ ით დიდი უნდა იყოს წინაზე, ძველი ქოთანი თავისუფლდ უნდა ეტეფდეს ახალში., მომპალ ფესვებს ფრთხილად აჭრიან და მაშინ ახალი ჭურჭელი პირიქით, უფრო პატარაა საჭირო, მიწაში კი მეტ ხის ნახშირს ყრიან. ნელა მზარდი მცენარეები პატარა ფესვებით შეიძლება დატოვოთ ისევ ძველ ქოთანში და მხოლოდ მიწა შეუცვალოთ. გადარგვის წინ საჭიროა მიწის და ქოთნის დეზინფიცირება - ქოთანს მდუღრავვენ, მიწა კი გაზქურის ღუმელში ცხელდება ნახევარი საათით. გადარგვამდე 2-3 დღე არ რწყავენ კაქტუსს, რადგან მორწყული მიწა ეწებება ფესვებს, მათ ვრ აშორებენ ფესვების დაუზიანებლდ, ეს კი სწრაფად ლპობას იწვევს მერე. გადასარგავი მიწა უნდა იყოს მშრალი ან ოდნავ ტენიანი, ოთახის ტემპერტურის. ოდნავ ტენოანი მიწა მუჭში ადვილად იტკეპნება, მაგრამ მერე სწრაფად იშლება ისევ
როგო ირგვება კაქტუსი: იმისთვის, რომ ხელების დაუზიანებლად ამოიღოთ კაქტუსი ძველი ქოთნიდან, უნდა გამოიყენოთ პლასმასის პინცეტი, ან მცენარეს შემოახვიოთ წვრილად რამდენიმე ფენად დაკეცილი ქაღალდის ზოლი, მერე ქოთანს გადმოატრიალებთ და მცირე დაკაკუნებით მის ძირზე, ამოგაქვთ მცენარე.საღ კაქტუსს უნდა ჰქონდეს ძლიერი ფესვები, ეს ასე მოწმდება: მცენარეს ღეროთი სწევენ მაღლა, იგი ქოთნიანად უნდა აიწიოს ან ქოთნიდან მიწიანად უნდა ამოვიდეს. თუ ფესვები დაწყდა და მიწაში ქოთანში დარჩა ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ იგი ავადმყოფობდა, ან დარღვეული იყო მისი სწორი მოვლის პირობები.
თუ კაქტუსს უჭირს ქოთნიდან ამოსვლა, პლასმასის ქოთანს ხელს უჭერენ, რომ კედლებს მიწებებული მიწა ადვილად მოცილდეს და ასე ამოაქვთ მცენარე.თუ პირიქით, ადვილად ამოძვრა და დაწყვეტილი ფესვები ჩარჩა ძირში, მას აცილებენ გაფუჭებულ ფესვებს, გადანაჭერს აყრიან ნახშირს, თუ ბევრი ფესვი გახდა მოსაშორებელი, მიწა, სადაც მას თავიდან რგავენ, უნდა შეიცავდეს მეტ ქვიშას, ქოთანი კი უფრო პატარა სჭირდება.
ახალ ქოთანში საჭიროა დრენაჟის კარგი ფენა, მერე სუბსტრატი, რომელშიც რგავენ კაქტუსს.მას უსწორებენ ფესვებს, აყრიან მიწას ზემოდან, უტკეპნიან, მაგრამ არა ძლიერად, მთავარია ღერო არ ჩაფლათ ღრმად მიწაში, მიწა მხოლოდ ფესვების ყელამდე უნდა იყოს, თუ ღერო ღრმად ჩაიფლობა, მორწყვისას ლპობას დაიწყებს, მცენარე მოკვდება, ან კიდევ სველ მიწასთან შეხების ადგილი გაქერქდება და გაყავისფერდება. კაქტუსის ფესვის ყელი ხშირად უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, ანუ ღერო, მცენარე ამის გამო შეიძლება არ იჯდეს ქოთანში მყარად, ამიტომ მას გარშემო უწყობენ ხრეშის კენჭებს, ეს ერთგვარი მიწისზედა დრენაჟიცაა. კენჭები ძალიან წვრილიც არ უნდა იყოს, რომ მიწამ მოასწროს გაშრობა მომდევნო მორწყვამდე, მაგრამ მაღალ კაქტუსებს ვერც კენჭები შველის, ამიტომ მათ საყრდენს უმაგრებენ და აბამენ. ქოთანი არც მათ სჭირდებათ ძალიან დიდი, რომ მიწა მასში არ ამჟავდეს. იმისთვის, რომ მცენარის სიმძიმის გამო ასე პატარა ქოთანი არ გადაყირავდეს, ძირში დებენ საკმაოდ მოზრდილ ქვას.
გადარგვისას მცენარეს კარგად, მაგრამ ფრთხილად უფერთხავენ ფესვებს, რომ ძველი მიწა მოაცილონ, მაგრამ ფესვებიდან მიწის ამოჩიჩქნა არ შეიძლება, ახალნაყიდი კაქტუსები კი ხშირად მხოლოდ ტორფში დევს, მათ აუცილებლად უთავისუფლებენ ფესვებს მთლიანად, ვინაიდან შემდეგ წლებში კაქტუსს არ ეყოფა საკვები ნივთიერებები, მისი მოცილება კი სჯობს, თუ დაალბობთ ფესვებით სავსე სუბსტრატს თბილ წყალში, მერე კი ფრთხილად გამოაცლით ტორფს ფესვებიდან. გადარგვის მერე მცენარე არ ირწყვება მინიმუმ 3 დღე, თუ ფესვები დაზიანებული იყო - ერთი კვირაც კი. თუ სახლში ტემპერატურა დაახლოებით 20გრ ია, მას ნამავენ წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორით, რომ არ მოხდეს მსხვილი წვეთების ჩამოდინება კაქტუსის ღერზე და მიწასი ჩასვლა. ახალგადარგულ მცენარეს არც პირდაპირ მზეზე დებენ 4-6 დღე. ახალგაზრდა კაქტუსებს რგავენ 3-5 წლამდე ყოველ წელს, მოზრდილებს - ყოველწლიურად, ეპიფიტებს - ყვავილობის შემდეგ ასევე ყოველ წელს და მათაც, რომლებიც ადრე გაზაფხულზე ან ზამთრის ბოლოს იყვავილებენ.
სამკურნალო აბაზანა კაქტუსების ფესვებისთვის: დაზიანებულ ფესვებს გადარგვის წინ უწყობენ გამაჯანსაღებელ აბაზანას. მას საკმაოდ კარგ ეფექტი აქვს თითქმის ყველა კაქტუსისთვის, გარდა ეპიფილუმებისა და დეკემბერასი. ზოგჯერ მცენარე ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ ცუდად ვითარდება, გადარგვისას აღმოჩნდება, რომ ფესვები სუსტად აქვს გავითარებული. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ამ მეთოდს: მიწადაფერთხილ მცენარეს ურეცხავენ ფესვებს თბილ წყალში, მერე ჭურჭელში ასხამენ 50-55გრ იან ცხელ წყალს, სქელ ნაჭერს აფარებენ ზემოდან ჭურჭელს და ამაგრებენ, შუაში უკეთებენ ნახვრეტს და შიგ დებენ კაქტუსს ისე, რომ მხოლოდ ფესვები იყოს წყალში და არც ფესვების ყელი და არც ღერო არ ეხებოდეს მას, ასე დევს იგი დაახლოებით 15 წთ, წყალი არ უნდა გაცივდეს.ამიტომ თერმომეტრი უნდა ჩადოთ წყალში და ამატოთ ცხელი წყალი საჭიროებისამებრ. ეს ასტიმულირებს ახალი ფესვების წარმოქმნას, ამის მერე მცენარეს დებენ 10-12 სთ გასაშრობად, მერე კი ჩვეული წესით რგავენ ახალ ქოთანში.
თარგმანი თ. სუპატაშვილის