ქოთანი კაქტუსებისთვის

კაქტუსები საკმაოდ მომთხოვნნი არიამ ქოთნების მიმართ. მათი ზომა უნდა შეესაბამებოდეს კაქტუსის ფესვების ზომებს. იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ ქოთანი, მცენარე უნდა ამოიღოთ ძველი ქოთნიდან, ფრთხილად გაასწოროთ მისი ფესვები და დაათვალიეროთ, ზოგ სახეობას არც ისე გრძელი და ზედა ნაწილში მეტად გავითარებული ფესვები აქვს, მათ ესაჭიროებათ შედარებით განიერი დაბალი ქოთანი. სხვების ფესვები გრძელია, ზოგს გამოხატული მთავარი ფესვიც აქვს, მაშინ ასეთ მცენარეს რგავენ უფრო ღრმა და ვიწრო ქოთანში. ორივე შემთხვევაში ქოთნის ზომა დიდად არ უნდა აღემატებოდეს მცენარის ფესვებს გაშლილ და გასწორებულ მდგომარეობაში. კიდევ გასათვალისწინებელია ადგილი დრენაჟისთვისაც.
თუ მცენარე დაავადებული ან დაზიანებულია, მას უფრო მცირე ზომის ქოთანში რგავენ, მნიშვნელოვანია მისი ზრდის გათვალისწინებაც - მაგ. მამილარია ბევრ შვილეულ ნაწილებს ივითარებს და ერთად ბევრი მცენარე გროვდება მერე, ამიტომ იგი უფრო ფართო ქოთანს საჭიროებს ვიდრე, მაგ. არიოკარპუსი, რომელსაც შედარებით ღრმა ქოთანი უნდა.
ქოთნის მასალა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, უმეტესად მათ რგავენ პლასმასის ქოთნებში, იოგურტის ჭურჭელში, კერამიკულ ჭიქებში ან ქოქისის ნაჭუჭშიც კი.  მათთვის არ ვარგა მხოლოდ ლითონის ჭურჭელი, რომელიც იჟანგება, რაც ცუდად აისახება კაქტუსზე. როცა კოლექცია იზრდება, ჯობს მოიძიოთ ოთხკუთხა ჭურჭლები, რომლებიც მჭიდროდ დგანან და ნაკლებ ადგილს იკავებენ. მათ ერთ სადგამზე დებენ , ასე მოსახერხებელია გადატანაც, ჭურჭლის მასალა მნიშვნელოვანია მორწყვის სიხშირისთვის. - პლასმასის ქოთანში მიწა მეტ ხანს ინარჩუნებს ტენს, ვიდრე თიხისა.
კიდევ მნიშვნელობა აქვს სადრენაჟე ხვრელს. იგი აუცილებელია, რადგან კაქტუსებს არ უყვართ ჩამდგარი წყალი ქოთანში, განსაკუთრებით ეს ეხება ეპიფიტებს. ასე მათი ფესვები მალე ლპება და მცენარეც კვდება.
მიწა კაქტუსებისთვვის: მისი შემადგენლობა ბევრი ფაქტორით განისაზღვრება. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რეცეპტს გვთავაზობს, უმეტესობა ეყრდნობა საკუთარ გამოცდილებას, რასაც დადებითი შედეგი ჰქონია. ტრადიციული კაქტუსის ნიადაგების შემადგენლობა ასევე განსხვავებულია, თუმცა ძირითადი მომენტები უცვლელი რჩება:

ინგრედიენტები

თვისებები

სად ვნახოთ

ფოთლოვანი მიწა

მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ფხვიერი, მსუბუქი, კარგად იწოვს წყალს

აპრილში , როცა თოვლი დადნება, პარკში, სადაც ფოთოლმცვენი მცენარეებია, კარგია თხილის ან წიფლის ხეებქვეშ არსებული მიწის აღება

თიხა-კორდის მიწა

კარგად იკავებს წყალს, სასარგებლო ნივთიერებები ნელნელა გამოირეცხება

ბაღში, სადაც ხშირია ბალახი. ეს ზედა ფენა იღება მთლიანად და ეწყობა ფენებად, ზემოდან ასხამენ ნაკელის ჟიჟას, აფარებენ და ტოვებენ ასე ერთი წელი,

ძველი სათბურის მიწა

მას იყენებენ, თუ ვერ ნახულობენ პირველ ან მეორე სახის მიწას

ბოსტანში

კარგად გადამწვარი ნაკელი

იყენებენ მიკროსკოპული როდენობით ძალიან ღარიბი მიწისთვის დიდ კაქტუსებზე

გაზაფხულზე საქონლის ნაკელს ბაღში აწყობენ კომპოსტის ორმოში, ზემოდან ფარავენ ფოთლებით და მიწით, 2 წლის მერე ასტერილებენ და იყენებენ

მსხვილმარცვლოვანი მდინარის ქვიშა

აფხვიერებს მიწას, ნებისმიერი კაქტუსის მიწის აუცილებელი დანამატია

მდინარის პირას, პლიაჟზე, უნდა გაირეცხოს, რომ მოშორდეს წვრილი ქვიშა, კაქტუსებს სჭირდება 2-3მმ ფრაქცია, რაც თითქმის წვრილი ხრეშია

ცეოლიტი ან გამომწვარი თიხა

ზრდის მიწის ფორიანობას, ტენს სწრაფად იწოვს, ნიადაგი კი მალე შრება

იყენებენ კატის ტუალეტისთვიის შემავსებელ გრანულებს, მაგ - „ბარსიკ-სტანდარტს“, გამოდგება 4-5მმ გრანულები

ხის ნახშირი

ფოთლოვანი ხის ნახშირს იყენებენ დეზინფექციისთვის ფხვნილის სახით, ფესვებზე მოსაყრელად ან ნატეხების სახით მიწაში ასარევად, აქვს ლპობის საწინააღმდეგო ეფექტი

ბაღში წვავენ ფოთლოვანი ხის ტოტს ნაწილს ამტვრევენ, ნაწილს ფხვნიან

აგურის ნაფხვენები

აფხვიერებს მიწას, იკავებს ზედმეტ წყალს

ჩაქუჩით ამტვრევენ წითელ აგურს პატარა ნაწილებად


 - მიწა კაქტუსებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 - მიწა უნდა იყოს ფხვიერი,ადვილად ატარებდეს ჰაერს და წყალს
 - სუსტადმჟავე უნდა იყოს  - 4,5-6 ph.
 ფოთლოვანი მიწა მეტად ფხვიერია, ვიდრე თიხა-კორდის ან სათბურის, ფხვიერებას ჰმატებს ქვიშა და აგურის ნაფხვენები. მჟავეობის დარეგულირებისთვის კი უმატებენ ცოტა ტორფს ან კირს, ახალგაზრდა კაქტუსებს მეტად ფხვიერი და ნოყიერი მიწა სჭირდებათ, ამიტომ მათი მიწის მეტ წილს ფოთლოვანი მიწა წარმოადგენს, ზრდასრულებს კი უფრო მკვრივი მიწა მოსწონთ, რისთვისაც მეტად იყენებენ თიხნარ-კორდიან ან სათბურის მიწას. სწრაფადმზარდ კაქტუსებს მიწაში უმატებენ ნეშომპალას, მიწის შემადგენლობა დამოკიდებულია სახეობის მოთხოვნილებებზე. მაგ. უეკლო კაქტუსებს ნაკლებად სჭირდებათ კალციუმი მიწაში, ვიდრე ეკლიანებს, მათ მიწას ამიტომ კვერცხის ნაჭუჭებს უმატებენ ხოლმე..
როცა მიწას ყიდულობთ კაქტუსებისთვის, იგი უნდა იყოს ფხვიერი, ადვილად უნდა იწივდეს ტენს, სახლში მოტანილი მიწა ჩაყარეთ ქოთანში და მორწყეთ. თუ წყალი დიდხანს დარჩა ზედაპირზე და მიწა მალე არ გაიჟღინთა, ეს მიწა კაქტუსებისთვის უვარგისია, თუმცა შეიძლება ფხვიერიც იყოს და აგურის და ნახშირის ნატეხებსაც შეიცავდეს, საბოლოოდ, მიწა წყალს ცუდად შეიწოვს და მცენარე ვერ იღებს ტენს და ფუჭდება.
ხშირად სხვადასხვა კაქტუსს ერთ ჭურჭელში რგავენ კომპოზიციების შესაქმნელად, ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მათი ზრდის ტემპი და მომავალი ზომები, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, ასევე მათ ერთნაირი მოთხოვნები უნდა ჰქონდეთ მორწყვის, განათების და ტემპერატურისადმი.
ლიტერატურაში ხშირად წერია, რომ კაქტუსების მიწას ურევენ კირს, მაგრამ მისი გამოყენება შედარებით ფრთხილად უნდა მოხდეს: ჭარბი კირი ვნებს მცენარეს, ხდება ფესვისახლო ღეროს გაქერქება საცობისებურად, ასე ემართება კაქტუსს ასევე ზედმეტად ხისტი წყლით მორწყვის შედეგად. ასე, რომ მხოლოდ იმ კაქტუსების მიწას სჭირდება კირის დამატება, რომლებიც ძალიან რბილი წყლით ირწყვება.
კაქტუსების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა იქონიონ: თერმომეტრი, სპირტი, სახატავი ფუნჯი, ბასრი დანა, კალიუმის პერმანგანატი, ფუნგიციდი, ინსექტიციდი, გოგირდი, ნახშირი, აგურის ნაფხვენები, კერამზიტი, წვრილყელიანი სარწყავი და პულვერიზატორი.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

27 March 0 21

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно