პილეა

ჭინჭრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და აერთიანებს 400 სახეობას, გვხვდება როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანებიც.ბალახოვანი ან ნახევრადბუჩქოვანია, იზრდება ავსტრალიის გარდა ყველგან ტროპიკულ ზოლში. გამძლე, დეკორატიულფოთლიანი მცენარეა 40სმ მდე სიმაღლის. კადიეს პილეა საკმაოდ სწრაფად იზრდება და კომპოზიციებში იყენებენ. მისი ყვავილი ცალსქესიანი, წვრილია, მტევნისებურ ყვავილედად შეკრული. იგი უცნაურად ამრავლებს ნაყოფს - სტერილური მტვრიანები დიდზე იზრდებიან, ნაყოფის მოცემის დროისთვის და ოდნავ უკავიათ ნაყოფი, როცა იგი მომწიფდება,, კავშირი მასა და მცენარეს შორის ძალიან სუსტდება, მერე მტვრიანები სწორდებიან და ნაყოფს საკმაოდ შორს , დაახლოებით 100მ ზე ისვრიან კატაპულტისებრი მექანიზმის ამუშავებით. 
განათება - ესაჭიროება კარგი განათება პირდაპირი მზის სხივების გარეშე, კარგად გრძნობს თავს დას. ან აღ. მხარეს. ს. მხარეს სჭირდება ჩამოფარება ან დებენ ფანჯრიდან მოშორებით.  ზაფხულში გააქვთ გარეთ, მზისგან დაცულ ადგილზე. ზამთარში კი სჭირდება დამატებითი განათება, რადგან უამისოდ ფოთლის ფერი ეცვლება, და დეკორატიულობას კარგავს.
ტემპერატურა - მთელი წლის განმავლობაში სჭირდება 25გრ მდე, ზამთრში არ უნდა ჩამოვიდეს 15ზე დაბლა - პილეა კადიესთვის, და 10 ზე დაბლა პეპერომიასებრი პილეასთვის, სხვებს კი ჰყოფნით 17გრ. ორპირი ზამთარში მცენარეს კლავს
მორწყვა - გაზაფხულ- ზაფხულში რწყავენ მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. ზამთარში 2 დღის მერე გაშრობიდან. მას ვნებს ზედმეტი მორწყვა, მაგრამ მიწა სულ ნამიანი უნდა ჰქონდეს. ზამთარში ზედმეტმა წყალმა ფოთლის გაფერმკრთალება და ჭკნობა შეიძლება გამოიწვიოს.
შესხურება - მას ჰაერის მაღალი ტენიანობა ესაჭიროება, ფოთლების დანამვა არ შეიძლება, რადგან დეკორატიულობას კარგავს, ამიტომ ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ისე, რომ ქოთნის ძირი არ ეხებოდეს წყალს. ან - ქოთნის გვერდით დებენ  წყლიან ჭურჭელს.
კვება -  გაზაფხულ-ზაფხულში ყოველკვირეულად აძლევენ სასუქს, შემოდგომა - ზამთარში კი ყოველთვიურად. კვებავენ მოყვავილე მცენარეების სასუქით მითითებული გაზავებით.
გასხვლა - მცენარე სწრაფად იზრდება ამიტომ ყოველ წელს უნდა გაისხლას. ტოტებს კი დასაფესვიანებლად იყენებენ. ხშირად აწყვეტენ ტოტებს თავსაც, რომ უკეთ დაიბუჩქოს.
გადარგვა - მას ყოველ წელს რგავენ, სჭირდება ჰუმუსიანი მიწა - ნეიტრალური ან სუსტად მჟავე. ნარევი შედგება ტორფის, ქვიშის, კორდის და ნეშომპალის მიწისგან, თანაბარი პროპორციით. ქოთანი უნდა იყოს პატარა, რადგან მისი ფესვები ზედაპირულად იზრდება. ძირში ყრიან დრენაჟს.
გამრავლება - მრავლდება ტოტით ნ თესლით. ზოგი სახეობა თვითდათესვითაც მრავლდება. ტოტის დაფესვიანება მთელი წლის განმავლობაში  შეიძლება. ტოტს დებენ ან ფხვიერ მიწაში, ან ქვიშაში, ან წყალში. დაფესვიანებული კი გადააქვთ არაღრმა ქოთანში, სადაც 1წილი ფოთლოვანი, 1წილი სასათბურე მიწა და 1წილი ქვიშა ყრია არეული.
დაავადებები - ფოთლები ხმება და ცვივა - 27გრ ზე ზევით ან 12 ზე დაბლა ფოთოლი იჭმუჭნება, ხმება და ცვივა, ან მიზეზი ძალიან გამომშრალი მიწა შეიძლება იყოს.
ფოთოლი ჭკნება - ზედმეტი მორწყვისას მიწა ვერ ასწრებს გაშრობას რაც ფოთლის ჭკნობას, გაშავებას და ცვენას იწვევს,ღეროც ურბილდება მერე.
ფერმკრთალი ფოთლები - ზედმეტი განათების შედეგია
ფოთლის კიდეები ყავისფერდება და ხმება - არასაკმარისი განათების გამო, ახალი ფოთლები -პ ატარებია, ტოტები კი იწელება.
ლაქები ფოთოლზე - მზით დამწვრობის შედეგია. ჯერ ყვითელი ლაქაა, მერე მურა ფერს იღებს.
ფოთლის ცვენა - ქვედა ფოთლების დაცვენა ნორმაა, ჯობს ეგეთი გაშიშვლებული ტოტების დაჭრა და თავიდან დაფესვიანება.
მავნებლები - ტრიპსები ყველაზე ხშირად აზიანებს, ასევე სტუმრობს ხშირად ფარიანა და აბლაბუდა ტკიპაც
სახეობები - 1. კადიეს პილეა -ცხოვრობს ს. აღ აზიის ტროპიკულ ტყეებში, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 40სმ მდე სიმაღლის, ახალი ტოტები სწორმდგომია, დიდები კი ნიადაგმფენი, განტოტვილი, წვნიანი და შიშველი. ფოთლები ოვალური, წვერში წაწვეტებული, აქვთ 3 ძარღვი,- წვეროსკენ. ინგლისში მას „ალუმინის მცენარეს“  ეძახიან, გერმანიაში - „ვერცხლის პილეას“ მიზეზი - 2 წყვეტილი ვერცხლისფერი ზოლი,მწვანე ფოთოლზე.ყვავილი წვრილი, მტევნისებრ ყვავილედადაა შეკრული, მოზრდილი ტოტები მერე ეხვევა, და ამპელურ ფორმას იღებს.  დასაბუჩქად ტოტებს თავებს ატეხენ.
2. პეპერომიასებრი პილეა - უხეში ღერო და მომრგვალო ფორმის ფოთლები აქვს
3.მონეტისებრფოთლიანი პილეა - მრავალწლიანი ბალახოვანი, მიწაზემფენი 40სმ იანი  ტოტებით, ფოთლები მრგვალი და ღია მწვანე ფერისაა, სწრაფად იზრდება და ფარავს მიწას.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
27 March 0 17

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно