ნეფროლეპისი
ეკუთვნის ნეფროლეპისისებრთა ოჯახს, გვარი აერთიანებს 40 სახეობას - მიწისზედა ან ეპიფიტურ მცენარეებს. გავრცელებულია აფრიკის, ამერიკის, ავსტრალიის და აზიის ტროპიკულ ზოლში. სახელი ბერძნულია და ნიშნავს კვირტს და ქერცლს. იგი ლამაზი და სასარგებლო მცენარეა,ასუფთავებს -შთანთქავს ფორმალდეჰიდს, თოლუოლს, ქსილოლს, ამიტომ ეს გვიმრა ხშირად გვხვდება საბავშვო ბაღებში. ზოგ სახეობას იყენებენ ჭრილობის სამკურნალოდ. მისი მოვლა არაა რთული, საინტერესო თავისებურებებია გამრავლების მხრივაც - მრავლდება სპორებით, რომლებიც განლაგებული ფოთლებზე, ვეგეტატიურად - ბოლქვების ან ტოტების საშუალებით, ასე მიიღება ასამდე ახალი მცენარე ერთი წლის განმავლობაში.
განათება - ესაჭიროება გაბნეული კაშკაშა სინათლე, მაგრამ პირდაპირი მზის სხივები მცენარეს არ უნდა მოხვდეს. ამის გამო იგი კარგად იზრდება დას. და აღ. მხარეს.აქ მზის სხივები რამდენიმე საათით ხვდება მცენარეს. ს. მხარეს იგი ფანჯრიდან მოშორებით უნდა დადგან, ან თხელი ფარდის ჩამოფარებაა საჭირო. ზამთარში განათება არაა საკმარისი, ამიტომ დღის განათების ნათურა სჭირდება 16 სთ იანი განათებით.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში 22გრ, ზამთარში - 16 მდე. თუ 25 გრ ზე მეტია ზაფხულში ,ჰაერის ტენიანობას ზრდიან ოთახში. თუ ზამთარში უფრო დაბალი ტემპერატურაა, მორწყვას წყვეტენ. ზაფხულში გააქვთ გარეთ, მაგრამ წვიმისგან და ორპირისგან დაცულ ადგილზე.
მორწყვა - სუბსტრატი მუდამ ნამიანი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი წყალი მცენარეს აფუჭებს, ამიტომ გაზაფხულ-ზაფხულში მას რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება, ზამთარში კი მიწის ზედა ფენის გაშრობიდან 2 დღის მერე. თუ სრულად გამოშრება მიწა, მცენარე შეიძლება გახმეს.
შესხურება - მას სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა, ამიტომ მცენარეს ნამავენ მინიმუმ დღეში 2ჯერ, განსაკუთრებით თუ ტემპერატურა მაღალია. ქოთანს კი სველ კერამზიტიან სადგამზე დებენ ისე, რომ ქოთანი წყალს არ მოხვდეს. პერიოდულად ზაფხულში უწყობენ შხაპსაც, მაგრამ მიწას ამ დროს ფარავენ ცელოფნით, რომ წყალი არრ ჩავიდეს მასში და მერე მცენარე არ დალპეს.
კვება - გაზაფხულ-ზაფხულში მას აძლევენ სასუქს, კატეგორიულად არ შეიძლება შემოდგომის შუიდან ზამთრის ბოლომდე მისი კვება - ეს სერიოზულ დაავადებას იწვევს. სასუქი, არაკონცენტრირებული შეაქვთ ყოველკვირეულად, იმის მეოთხედი,რაც აწერია პაკეტზე. მისთვის გამოდგება დეკორატიულფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქი.
გადარგვა - 3 წლამდე მცენარე ყოველწლიურად ირგვება, მერე - 2-3 წელიწადში ერთხელ - გაზაფხულზე. ქოთანი უნდა იყოს არააღრმა და განიერი,რადგან ფესვები მცენარეს ზედაპირული აქვს. ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტს, რომ ზედმეტი წყლით გამოწვეული მიწის ამჟავება აიცილონ თავიდან - ეს იწვევს მცენარის დაავადებას. სუბსტრატი შედგება ტორფის, ქვიშის და ფოთლოვანი მიწისგან 1-1-4 პროპორციით. ამატებენ კიდევ ხის ნახშირს, რომ ფესვები ლპობისგან დაიცვან. დარგვისას ფესვის ყელი ოდნავ მაღლა უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან. პირველი 2 კვირა გადარგვის მერე მცენარე უხვად ირწყვება.
გამრავლება სპორებით - სპორები ფოთლის ქვედა მხარეზე უვითარდება მცენარეს, მათ ფხეკენ . არაღრმა ჭურჭელში ყრიან დრენაჟს, ტორფს, ნამავენ და მერე თესავენ. დებენ ბნელ ადგილზე 21-22გრ ზე მინის ქვეშ,. ყოველდღეე ანიავებენ, და ნამავენ, ამოდის 1-3 თვეში, მერე გადააქვთ ნათელ ადგილზე მინის გარეშე. როცა მომაგრდებიან, ხშირავენ - ტოვებენ ყველაზე ღონიერ ერთმანეთისგან 3 სმ ით დაშორებულე ნერგებს, კიდევ ერთ თვეში კარგად მოძლიერებული 2-3 ნერგი ერთად გადააქვთ ცალკე ქოთნებში.
გამრავლება ტოტით - ნეფროლეპისს აქვს არა მარტო ვაიები - ფოთლისებრი წანზარდები, არამედ შიშველი ტოტებიც, მათი დაფესვიანებით ახალ მცენარეს ღებულობენ. რამდენიმე ასეთ ტოტს მიწაში ამაგრებენ მავთულის დახმარებით, სხვა ქოთანში, (4წილი ფოთლოვანი მიწა, 1წილი ტორფი, 1წილი ქვიშა),მიწა მუდამ ნამიანი უნდა იყოს, მას მერე, რაც იქედან ახალი მცენარე ამოვა, ფრთხილად აშორებენ დედა მცენარეს და ცალკე რგავენ, მერე უვლიან, როგორც ზრდასრულ გვიმრას.
გამრავლება დაყოფით - ფესურის დაყოფა სასურველია ზამთრის ბოლოს გადარგვის წინ. იყოფა დიდი ბუჩქი, რომელსაც მინიმუმ 10 ზრდის წერტილი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე შეიძლება მოკვდეს. მათ რგავენ ცალკე ქოთნებში,ასათბურებენ და დებენ თბილ, ნათელ ადგილზე. პერიოდულად ანიავებენ , ნამავენ მიწასაც და მცენარესაც. იმისთვის, რომ მცენარემ ზრდა განაგრძოს, გარკვეული პერიოდის გავლაა საჭირო.
გამრავლება ბოლქვებით - ზოგ სახეობას ამრავლებენ ბოლქვებით. გადარგვისას აცლიან ბოლქვებს და რგავენ ზემოთ აღწერილ სუბსტრატში, ასე ადვილადაც მრავლდება და დედა მცენარის თვისებებსაც ინარჩუნებს.
დაავადებები - ხმება და ცვივა ვაიები - ზედმეტად მშრალი ჰაერი, ცენტრალურ გთბობასთან ახლოს დანამვის გარეშე ემართება ასე, ამასთან საშიშია აბლაბუდა ტკიპის გაჩენაც.
ლაქები ფოთლებზე - პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დამწვრობის შედეგია
მცენარე სუსტდება - თუ სასუქს მივცემთ შემოდგომა- ზამთრის პერიოდში.
არ შეიძლება ფოთლებზე ცვილის წასმა - გასაპრიალებლად.
მცენარე ცუდად იზრდება - სუბსტრატის არასწორი შემადგენლობის გამო, მიწა უნდა იყოს მსუბუქი და წყალგამტარი.
მავნებლები - მცენარეს აზიანებს ფარიანა, ფრთათეთრა, აბლაბუდა ტკიპა, განსაკუთრებით ოთახში, სადაც მშრალი ჰაერია.
სახეობები - 1. ამააღლებული ნეფროლეპისი - აზიის ტროპიკებში გვხვდება , ბალახოვანი, მცენარეა, ფესურით, როზეტული ფოთლებით, რომლებიც ძირიდან იზრდება. სიგრძეში აღწევენ 50 სმ,ს, ფრთისებრია, 5სმ სიგრძით, ლანცეტისებრი, ღია მწვანე , ასაკთან ერთად ყვითლდება და ცვივა, ქვედა მხარეზე ფოთლებს სპორები აქვთ ცენტრალური ძარღვის ორივე მხარეზე. მომრგვალო - ოვალური ფორმის, ეს სახეობა მრავლდება უფოთლო ტოტებით.მისი ბევრი ფორმაა გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფოთლის ფერით და მათი დაყოფის სიხშირით..
2. ხმლისებრი ნეფროლეპისი - სამშობლო ცენტრ. ამერიკაა. სახლის პირობებში არ იზრდება -მხოლოდ ორანჟერეებში. ფოთლის სიგრძე 1მ დან 2,5მ მდეა.
3. გულისებრფოთლიანი ნეფროლეპისი - გავრცელებულია მთელს ტროპიკულ ზოლში. ჰგავს პირველ სახეობას გარეგნობით, იგი ფესურებზე წარმოქმნის ბოლქვებს.რთული ფოთლები იზრდება ზევით, მისი შემადგენელი პატარა ფოთლები კი ერთმანეთზე დადებული იზრდება.
თარგმანი თ. სუპატაშვილის