იაჟუჟუნა - ვიოლას ანიუტას თვალებს და სამფერა ია უწოდებენ

ვიოლას ანიუტას თვალებს და იასამფერასაც უწოდებენ, მისი მისი ფერადი,კაშკაშა ყვავილების გამო,რომლებიც ბავშვის ფერად-ფერად კაბებს მოგვაგონებს.ის თბილი რეგიონების ბინადარია და ყველასათვის საყვარელი  იის ‘’შვილიშვილი’’.ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ამ მცენარეს წმ.სამების ყვავილი შეარქვეს და მიაწერდნენ ღვთიურ საწყისს.ეს გასაკვირი არცაა რადგან ვიოლა იისებრთა ოჯახიდანაა - რომელიც ასე ამშვენებს ჩვენს ეზოებს და ბაღებს.

ულამაზესი იასამფერა

ვიოლა - ტანდაბალი (15-დან 30 სმ-მდე) ბალახოვანი მცენარეა,ნათელი ფერის მარტომდგომი ყვავილით,რომელიც გრძელ საყვავილე ღეროზე ზის.ყვავილები უამრავი შეფერილობისაა როგორც ერთფეროვანი,ისე ლაქებით,ზოლებით,სწორი ფურცლებითაც და დატალღულითაც და მრავალი სხვა.ზოგიერთი ჯიში მელაკუდას სახეს მოგვაგონებს რომელიც ფარულად გვაკვირდება ეშმაკური თვალებით)

სულ ცნობილია იისებრთა 400-ზე მეტი სახეობა და მათი მრავალი ჯიში,მათგან კი დეკორატიულობით გამოირჩევა იაჟუჟუნა.არსებობს ვიოლას როგორც ერთწლიანი,ისე მრავალწლიანი ჯიშებიც.ლანდშაფტის დიზაინში ამ მინიატურულ ლამაზმანს ხშირად იყენებენ ბორდიურების,საყვავილეებისა და დაბალი ბუჩქნარების შესამკობად,მისი ტანდაბალი ჯიშები კი ძალიან ესთეტიურად გამოიყურება ალპინარიუმებში.ვიოლების მიქსი ეზოებში უმშვენიერეს ფერადოვან მდელოებს ქმნის და თავისებური კოლორიტული მომხიბვლელობა შეაქვს ლანდშაფტის კომპოზიციაში.

ვიოლების მიქსი უნდა აღინიშნოს,რომ იაჟუჟუნა საკმაოდ არაპრეტენზიულია.მისი გადარგვა ყვავილობის დროსაც კი შეგიძლიათ.ყვავილობას კი მარტში იწყებს და მაისამდე აგრძელებს,ან აგვისტოდან ყინვებამდეც კი ყვავის(დამოკიდებულია დარგვის დროსა და ვიოლას ჯიშზე).ვიოლას უყვარს ღია,მზიანი ადგილები,მაგრამ ამავე დროს ვერ იტანს შუადღის მცხუნვარე მზეს.ამიტომ მისთვის ადგილის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ რომ თუნდაც რამდენიმე საათით ჩრდილში ექცეოდეს.თუმცა მთლიანად ჩრდილში მყოფის შესანიშნავად ყვავის,ერთადერთი ნაკლი ისაა რომ ყვავილები შედარებით მომცრო იქნება,ვიდრე მზეზე გაზრდილი იასამფერასი.

ვიოლას დარგვა. ვიოლა შეიძლება დაირგას როგორც თესლით,ისე ჩითილითაც.თესლი პირდაპირ ითესება ღია გრუნტში მაისის დასაწყისში,შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა კვლები და ერთმანეთისაგან 5-6 სანტიმეტრის დაშორებით 2-3 თესლი დათესოთ.დათესვის წინ კარგია თესლის დალბობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცირკონის  ან ეპინის ხსნარში.თესლი 0.5-0.7 სმ. სიღრმეზე ჩაყარეთ და ზემოდან მსუბუქად წააყარეთ მიწა.შეგიძლიათ მულჩირება გაუკეთოთ ნახერხით,რაც ნიადაგში ტენის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.ზუსტად 5-7 დღის შემდეგ გამოჩნდება პირველი ნაზარდი,რომლებსაც სასურველია მოუჩრდილოთ(გადააფარეთ თავზე მუქი ფერის პარკი),ორი-სამი კვირის შემდეგ პარკი შეიძლება მოხსნათ.

მსგავსი მეთოდით ჩითილების გამოსაყვანად შეგიძლიათ დათესოთ ვიოლა დახურულ შენობაში.ჩითილებს პიკირება ორჯერ დასჭირდებათ: პირველად დარგვიდან 5-7დღის შემდეგ,მეორედ 2-3 კვირის შემდეგ, ასეთი სქემით - 6X6 სმ.ერთი თვის შემდეგ კი შეგიძლიათ ჩითილები სასურველ ადგილას დარგათ ღია გრუნტში.ორმოებს შორის გააკეთეთ დაცილება 20-25 სმ.

ვიოლას უხვი ყვავილობისათვის მომავალ წელს,დათესეთ ის ღია გრუნტში ივლისში ან აგვისტოში.ზამთარში გაუკეთეთ მულჩირება,გაზაფხულზე კი იასამფერა გაგახარებთ თავისი შესანიშნავი ყვავილებით.თუ თქვენ სურვილი გაქვთ რომ ვიოლებმა პირველივე წელს გაგახარონ,დათესეთ ისინი თებერვალში.უმჯობესია მისთვის ნაყიდი მზა სუბსტრატი გამოიყენოთ.

ვიოლას ღია გრუნტში დარგვის დროს ნიადაგს დაუმატეთ 1 წილი მიწის,0.2 წილი დანაყილი ნახშირის(მცირე ზომის ნატეხებით),0.2 წილი ქათმის მშრალი სკინტლის ან ნაკელის ნარევი.მართალია იასამფერა არ არის მომთხოვნი,მაგრამ  ‘’არ უყვარს’’ როდესაც ნიადაგი ქვავდება,ნახშირი ამას თავიდან აგაცილებთ.იისებრთათვის იდეალური სუბსტრატი ასეთი უნდა იყოს: კორდის მიწა,ნაკელი,ტორფი და ქვიშა,პროპორციით 2:2:2:1. 

ვიოლას დარგვა მოვლა. იასამფერებს უყვართ ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება და დატენიანება,რადგან მისი ფესვები სულრაღაც 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე იმყოფება ნიადაგში.იმისათვის რომ ყვავილობა არ შეჩერდეს შეეცადეთ დროულად მოაცილოთ დაყვავებული,მომჭკნარი ყვავილები სათესლე კოლოფებთან ერთად.ამ მინიატურულ ლამაზმანს უყვარს ნოყიერი,კარგად დრენირებული ნიადაგი,თუმცა ღარიბ მიწაშიც ხარობს.

ვიოლას ჩითილები 10 დღეში ერთხელ  უნდა იკვებოს კომპლექსური მინერალური სასუქით.მოზრდილ მცენარეს კი უნდა მიეწოდოს ამონიუმის გვარჯილა ან სუპერფოსფატი, 30 გრ. 1 კვ/მ ნიადაგზე.არ დაგავიწყდეთ სარეველების დროულად მოცილება და ყურადღება მიაქციეთ რომ ნიადაგი ან ძალიან არ გამოშრეს,ან პირიქით ძალიან სველი არ იყოს.შემოდგომით წააფარეთ  ნაძვის ტოტები.ჩალა ან ჩამოცვენილი ფოთლები.ამ წესების დაცვით თქვენ ჯანმრთელი და ძლიერი ყვავილები გექნებათ თქვენს ბაღში.

ვიოლას სახეობები  

სამფერა ვიოლა (Viola tricolor).სიმაღლით 10-20 სანტიმეტრია,აქვს მოზრდილი (5-8 სმ დიამეტრი) ყვავილები,რომლებსაც სამფერი ფურცლები აქვს,რომელთაგან ზემოთა ორი იისფერია,გვერდითები შეარებით ღია ფერის,დაბლითა კი კაშკაშა ყვითელი.ყვავის ღია გრუნტში აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით და ყველაზე დეკორატიულად ითვლება იისებრთა ოჯახში.უპირატესობას ანიჭებს თბილ რეგიონებს. 

სამფერა ვიოლა ვიტროკის ვიოლა (Viola wittrokiana) აერთიანებს მრავალ ჯიშს ალტაის,ყვითელი და სამფერა ვიოლას ჰიბრიდია.ძლიერად დატოტვილი,მოზრდილი (10 სმ დიამეტრის) ყვავილებით.სიმაღლე 15-30 სანტიმეტრია (დამოკიდებულია ჯიშზე).ჩვეულებრივ,კულტივირდება როგორც ორწლიანი მცენარე.

ვიტროკის ვიოლა ალტაის ვიოლა (Viola altaica) მრავალწლიანი დეკორატიული მცენარეა,20  სმ-მდე სიმაღლის,ყვავილები იასანმისფერ-იისფერი ან თეთრი ლურჯზოლიანია,ნათელი ყვითელი ლაქებით.ყვავის წელიწადში ორჯერ: აპრილიდან ივნისამდე და აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე.ყინვაგამძლეა და შედარებით ცივ რეგიონებშიც ხარობს.

ალტაის ვიოლა ყვითელი ვიოლა (Viola lutea) ყველაზე ამტანი და არაპრეტენზიული ჯიშია იისებრთა ოჯახიდან.ყვავილები ლიმონისფერ-ყვითელია,ცენტრში მკვეთრი ფერის ლაქით.სიმაღლე 8-15 სანტიმეტრი,ყვავილობის პერიოდი მაისიდან ივლისამდე.

ყვითელი ვიოლა , თავისი დეკორატიული თვისებების გარდა,ვიოლა (ისევე როგორ სხვა იისებრნი) სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ხალხულ მედიცინაში.მისი ნახარშით მკურნალობენ გასტრიტს,ბრონხიტს,ლარინგიტს და მრავალ მსგავს დაავადებას.ის კარგად წმენდს სისხლს და სუკეთესო ამოსახველებელ საშუალებად ითვლება.იის ნაყენი არა მხოლოდ სასარგებლო,არამედ სასიამოვნო გემოს მქონეცაა,თაფლის დამატებით კი შეიძლება ჩაიც კი შეცვალოს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

26 March 0 83

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно