საუკეთესო პრეპარატები ჩითილებისთვის

ახლოვდება თესვის დრო, თესლები მზადაა,  პაკეტებიც მოტანილია ბაღის მიწით, ქვიშით და ტორფით სავსე, როგორ მივიღოთ მეტი ჯანმრთელი ნერგი?
მიწის დამუშავება - პირველ რიგში საჭიროა მიწის გაუვნებლება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩითილები ბინაში გამოგვყავს. კარგია მისი დამუშავება სტრატიფიკაციის დროსაც. ითვლება, რომ საკმარისია მიწას მოასხათ ბაცი „მარგანცოვკის“ ხსნარი, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს საჭირო ეფექტს არ იძლევა. კალიუმის პერმანგანატი საკმაოდ ძლიერი მჟანგავია, მაგრამ მიწაზე მოხვედრისას მისი უმეტესი ნაწილი იხარჯება ორგანულ კომპონენტებთან რეაქციაში შესვლაზე, ისიც ზედა ფენაში,   ქვედა ფენებში კი პათოგენურ მიკროფლორას აღარ ჰყოფნის, ასე მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენის ნაწილობრივ და არასაკმარის გაუვნებლებას ვაღწევთ, ამასთან აქ იზრდება კალიუმის და მანგანუმის ოდენობა, ეს კი სულაც არაა ის, რაც გვჭირდება.
უმჯობსია სხვა მეთოდების გამოყენება, კერძოდ: 1.მიკროტალღურ ღუმელში დამუშავება ან ორთქლზე  გატარება, 2. ბიოპრეპარატის, მაგ. „გლიოკლადინის“ ან „ფიტოსპორინის“ გამოყენება მიწის დასამუშავებლად.
პირველი მეთოდი თესვის ნებისმიერი სახეობის დროს გამოდგება, ბიოდამუშავება კი მხოლოდ დადებითი ტემპერატურის  დროს მცენარის გაზრდისას. მიკრობიოლოგიური საშუალებები სოკოვანი დაავადებების გამომწვევებს ანადგურებს, მაგრამ ვერ კლავს კვერცხებს, მატლებს და ზრდასრულ მავნებლებს, ამავე დროს ცოცხალ კულტურაზე დამზადებულ პრეპარატებს მოქმედების მოკლე ვადები და  შენახვის მკაცრი წესები აქვთ. ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ძნელია ახალი ბიოლოგიური პრეპარატების ნახვა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მანამ, სანამ ახალი და აქტიურია, არაა მოყინული და მიწაში არ არიან მავნებლები. გამოცდილება გვკარნახობს, რომ უფრო საიმედოა მიწის ორთქლით დამუშავება.
თესლის გაუვნებლება:  თესლი თავის ზედაპირზე შეიძლება პათოგენური მიკროფლორის სპორებს ატარებდეს, რაც მერე ნათესს ვნებს, ამიტომ სასურველია თესლის გაუვნებლებაც. ამისთვის გამოიყენება „მარგანცოვკა“, შედარებით ნაკლებ პოპულარული, მაგრამ მეტად ეფექტურია წყალბადის ზეჟანგით თესლის დამუშავება. მაგრამ ეს ორივე პრეპარატი მხოლოდ ზედაპირზე მყოფ ინფექციის გამომწვევებს სპობს, არ აქვთ ხანგრძლივი ეფექტი, არ იცავენ თესლს მიწაში ყოფნისას. შეიძლება მიკრობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება - მათ კარგი შედეგი აქვთ ბოსტნეულის - (პომიდორი, პიმპილი) და დეკორატიული მცენარეების თესლებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ სტრატიფიკაცია.შეიძლება დამუშავების შეთავსება თესლის ამოსვლის სტიმულირებასთან. თუ თესავთ იშვიათ და ძვირიან თესლს, სჯობს სპეციალური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც წამლავენ თესლს, ასეთია „ვიტაროსი“. ის კლავს სოკოს როგორც ზედაპირზე, ისე თესლის შიგნით, აქვს ხანგრძლივი ეფექტი - დაახლოებით 3 თვე იცავს თესლებს, მისი მოსხმა შეიძლება უკვე დათესილ მიწაზეც, თვისებებს ასეც ინარჩუნებს, თუმცა შედარებით ნაკლები ხარისხით, ნათესი კი  უფრო ბევრი და დროულად ამოდის.
ამოსვლის სტიმულაცია: თუ თესლის ხარისხი უცნობია, საჭიროა დამატებით მისი სტიმულირება უკეთ ამოსვლისთვის. საუკეთესო შედეგი აჩვენა „ეპინმა“ და ქარვის მჟავამ. ცირკონი და ნოვოსილი შედარებით ნაკლებ ეფექტური გამოდგა. მკვრივი გარსით დაფარულ თესლებს ესაჭიროებათ სკარიფიკაცია.
დაცვა სოკოვანი ინფექციისგან: თუ ნათესზე სოკოვანი ინფექციის ნიშნებია, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ხალხური მეთოდები - „მარგანცოვკის“ მოსხმა ან მიწის ზემოდან ქვიშის მოყრა არაეფექტურია და არც მიკრობიოლოგიური პრეპარატები შველის, ნათესი მგრძნობიარეა - 1-2 სთ დაგვიანება უმეტესი ნაწილის განადგურების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ სჯობს „ვიტაროსის“ ან „მაქსიმის“ გამოყენება . ინსტრუქციის მიხედვით გაზავებულ წამალს ასხამენ პულვერიზატორში და ასხურებენ მიწას და ნათესს. „მაქსიმის“ მინუსია ნათესის ზრდის შენელება. 

ბრძოლა მავნებლებთან: როგორც არ უნდა ვეცადოთ, მავნებლები მაინც შეიძლება მოხვდეს დათესილ ადგილზე. მათ წინააღმდეგ იყენებენ ფიტოვერმს, უფრო რთულ შემთხვევაში კი აქტელიკს. ხალხური მეთოდები მათთან შედარებით არაეფექტურია. 
ძლიერი ნერგები: იმისთვის, რომ ნერგები არ გაიწელოს, საჭიროა მათი გაზრდა სინათლეში და 15-18გრ ზე, მაგრამ ზოგჯერ დამატებითი ღონისძიებებია საჭირო. სპეციალისტები გვირჩევენ ზრდის ინჰიბიტორის გამოყენებას, მაგ. „ათლეტი“, თუმცა ზოგის დაკვირვებით დეკორატიულ ერთწლიანებზე ( პეტუნიას ჰიბრიდებზე) მას ეფექტი არ ჰქონდა, მაგრამ  ბოსტნეულზე იმოქმედა და კარგი, ძლიერი და დიდფოთლიანი ნერგები გაიზარდა. მრავალწლიანებზე მისი ეფექტი უცნობია. მცენარის ფესვთა სისტემის მოძლიერებისთვის დამატებით შეიძლება „რიბავ-ექსტრას“ გამოყენებაც. 

მზადება გრუნტში გადასატანად: 
ნათესი გაზრდის და მოძლიერების მერე გადააქვთ ღია გრუნტში. ახალგაზრდა მცენარეების მდგრადობის ასამაღლებლად შეიძლება მათი დამუშავება „სილკით“ ან ცირკონით, ან კალიუმის გუმატით,ან კიდევ მიკროსასუქით 2-3ჯერ ნაკლები კონცენტრაციით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

26 March 0 15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно