მონსტერას გამრავლება კალმებით
განვიხილოთ მონსტერას გამრავლება ჭრელი მონსტერას მაგალითზე.უმჯობესია დასაფესვიანებელი კალმები გაზაფხულზე ან ზაფხულში აიჭრას,ამ პერიოდში ისინი სწრაფად ფესვიანდება და იზრდება.
მონსტერას კალმებით გამრავლება რამდენიმე ხერხით შეიძლება.დასაფესვიანებლად შეიძლება გამოიყენოთ მთავარი ღეროს განშტოებები,ან თითონ ღერო,ასევე კენწეროც (კენწეროს კალამი). თუ დასაკალმებელ ღეროს არ აქვს საჰაერო ფესვი,მაშინ უკეთესია რომ ფესვები ჯერ წყალში გამოუზარდოთ და ისე დარგათ.
ღეროს კალმებით გამრავლებისას მოჭერით 1-2 ფოთლის მქონე კალამი,სასურველია საჰაერო ფესვების მქონე.ფოტოებზე ასახულ კალმებს ერთი ფოთოლი აქვს,მაგრამ შესაძლებელია ფოთლის გარეშეც და განსხვავებული ზომის საჰაერო ფესვებით.
კალმების ჩასარგავად კარგია ტენისშემწოვი და მსუბუქი გრუნტი.მაგალითად ტორფის შემცველი გრუნტი,რომელსაც დამატებული აქვს ქვიშა.მონსტერას თავიდანვე დიდ ქოთანში ჩარგვას აზრი არ აქვს,რადგან ფესვებისაგან აუთვისებელი მიწა დამჟავდება.ამიტომ მცენარის ზრდის მიხედვით თანდათან უნდა გადასვათ შედარებით მოზრდილ ქოთანში.ეს მონსტერას დაფესვიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია.ვფიქრობთ ადვილად შეძლებთ მიზნის მიღწევას.წარმატებები!
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის