კამპანულას მოვლის წესები სახლის პირობებში

მოვლა კამპანულა, მაჩიტა - ბალახოვანი მცენარეა, ეკუთვნის მაჩიტასებრთა ოჯახს. სახეწოდება ითარგმნება როგორც ‘’ზანზალაკი’’. კამპანულა ცნობილია სახელით ‘’პატარძალი’’-ალბა,რომელსაც თეთრი ყვავილები აქვს და ‘’სასიძო’’- მაია,რომელსაც ცისფერი ყვავილები აქვს.ამ ყვავილის კიდევ ერთი სახელწოდებაა - ჩამოვარდნილი ვარსკვლავი.

სამშობლო და გარეგნული იერი

ბუნებრივ პირობებში კამპანულა ხმელთაშუაზღვისპირეთში იზრდება.სამას სახეობაზე მეტი უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ ევროპის მთიან რაიონებს,ბაღებში კი შეიძლება შეხვდეთ კამპანულას ასამდე კულტურულ ჯიშს.ოთახის მეყვავილეობაში უმეტესად ერთწლიანი ჯიშები გვხვდება,მრავალწლიანი კამპანულა - იშვიათობაა.მისი თვითოეული ჯიში გამოირჩევა ინდივიდუალური ფორმით,ზომით და პალიტრით.ყველა მათგანი ამპელურია - დაბლა ჩამოშვებული ტოტების მქონე.ოთახში გამოსაზრდელად ყველაზე შესაფერისია სწორფოთლიანი კამპანულა,მისი ტოტები სიგრძეში 25 სმ-ს აღწევს და უხვადაა დახუნძლული ყვავილებით.კამპანულას ყვავილობის პერიოდი იწყება გაზაფხულზე და შემოდგომამდე გრძელდება.’’პატარძალს’’ თეთრი ყვავილები აქვს, ‘’სიძეს’’ კი- ლურჯი ან იისფერი.ფოთლები მომცრო აქვს,დიამეტრით 5 სმ.ფოთლის ფირფიტა მომრგვალო ფორმისა ან გულისებურია,ნაპირები დაკბილულია.თვითოეული ფოთოლი ტოტს მყიფე ყუნწით ემაგრება.

კამპანულა არ ითვლება ჭირვეულ მცენარედ,კარგად იზრდება გრილ შენობებში,ზაფხულში თავს კარგად გრძნობს სუფთა ჰაერზე.მოსვენების პერიოდშიც კი იგი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.ერთადერთი არასასიამოვნო მომენტი რასაც მისი მფლობელი აწყდება,ის არის რომ ამ მცენარის სიცოცხლე ხანგრძლივი არაა.თუმცა ეს იოლად შეიძლება მოგვარდეს,თუ გაზაფხულზე დედა მცენარიდან აჭრილ კალმებს დააფესვიანებთ.

მორწყვის რეჟიმი

კამპანულას უპირატესობა ისაა,რომ მისთვის მოსარწყავ წყალს სპეციალურად მომზადება არ ჭირდება,იგი ადვილად იტანს ნებისმიერ წყალს,ონკანიდან ახლად აღებულ ქლორიანსაც კი.ზაფხულში მას უხვი მორწყვა ესაჭიროება,ისე რომ ნიადაგი მუდამ ტენიანი ქონდეს,მაგრამ არა გაჟღენთილი.სადგამზე წყლის დაგუბება დაუშვებელია,ზამთარში მორწყვა მინიმუმადე უნდა დაიყვანოთ.

განათებისადმი მოთხოვნილება

კამპანულასთვის  ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა განათების დონე,არამედ ორპირი ქარისგან დაცულობა.სულ ოდნავი ორპირიც კი,რომელიც ფანჯრის ღრიჭოებიდან შემოდის,შეიძლება მცენარის დაღუპვის მიზეზი გახდეს.იმისათვის რომ მცენარემ უხვად იყვავილოს შეურჩიეთ მას ნათელი ფანჯარა,წინააღმდეგ შემთხვევებაში  მცენარის ტოტები სუსტი,ფოთლები კი წვრილი ექნება,ყვავილები  შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს.ოპტიმალირია აღმოსავლეთის და დასავლეთის ფანჯრები,სამხრეთის ფანჯარაში კამპანულას მზის სხივებისაგან დაცვა დასჭირდება.

კამპანულას არ მოსწონს როდესაც აწუხებენ და ატრიალებენ ქოთანს.

სწორედ ამიტომ უმჯობესია თავიდანვე ისეთი ადგილი შეარჩიოთ სადაც მცენარე მშვიდად იდგება,უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ნელ-ნელა,თანდათანობით ქოთნის ოდნავ შემობრუნება.

ტემპერატურული რეჟიმი

როგორც წესი კამპანულა არ არის ტემპერატურისადმი მომთხოვნი.ზაფხულში მისთვის ოპტიმალურია +22-დან +25 გრადუსამდე,მოსვენების პერიოდში აუცილებელია ტემპერატურის დაწევა +12-15 გრადუსამდე.

კვება ყვავილობა მცენარისაგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამიტომ აქტიური ზრდის პერიოდში საჭიროა მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქის რეგულარული მიწოდება რამოდენიმე კვირაში ერთხელ.გარდა ამისა,შეიძლება გამოიყენოთ იებისათვის განკუთვნილი სასუქი, მაგრამ ეტიკეტზე მითითებული კონცენტრაცია ორჯერ უნდა შემცირდეს. 

კამპანულას გადარგვა

 კამპანულასთვის ქოთნის შერჩევისას,უნდა გახსოვდეთ რომ ამ მცენარეს მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს,რომელიც გადარგვის შემდეგ უცბად ვითარდება და იზრდება.სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ტავიდანვე არანაკლებ 5 ლიტრის ტევადობის ქოთანი.გადარგვა საჭიროა ყოველწლიურად,რადგან ფესვები მალე ფიტავს ნიადაგს,ეს კი უარყოფითად აისახება ყვავილობაზე.გადარგვისათვის ოპტიმალური დროა გაზაფხული,კონკრეტულად კი - მარტი.რაც შეეხაბა გრუნტის შემადგენლობას,მცენარეს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს,ხშირად მისთვის იყენებენ მზა უნივერსალურ მიწის ნარევს.

გასათვალისწინებელია რომ კამპანულების უმეტესობა არ არის მრავალწლიანი მცენარე,ამიტომ გადარგვას არ მოითხოვს.მას ხშირად აახალგაზრდავებენ კალმების დაფესვიანების გზით.

კამპანულას გამრავლება  

რეკომენდაციები კამპანულას გასამრავლებლად 

არსებობს კამპანულას გამრავლების რამოდენიმე მეთოდი:

თესლით

ბუჩქის დაყოფით

კალმებით

ყველაზე ადვილ მეთოდად მიიჩნევა კალმებით გამრავლება,რადგან მცენარის გასხვლის შემდეგ ბევრი ტოტირჩება,კალმები ადვილად ფესვიანდება და ახალგაზრდა მცენარეები ინარჩუნებენ დედა მცენარის ყველა დეკორატიულ ნიშანს.ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ,რომ ერთად  დარგული ‘’პატარძლის’’ და ‘’სიძის’’ ქოთანი უნდა გადატიხროთ,რომ უფრო ძლიერმა და ამტანმა ‘’პატარძალმა’’არ დაჩაგროს ‘’სიძე’’.

თესლით გამრავლება

გაითვალისწინეთ რომ კამპანულას თესლი ძალიან წვრილია -ერთ გრამში 5000 თესლია.თესვა ხდება გაზაფხულზე (მარტში).დათესვიდან ერთ თვეში უკვე შეიძლება ახალგაზრდა ჩითილების პიკირება,კიდევ ერთი თვის შემდეგ კი ნერგები უნდა გადაირგას მუდმივ ადგილას.დათესვიდან მეორე წელს კამპანულა იღებს დეკორატიულ შეხედულებას.

ბუჩქის დაყოფით გამრავლება

ამ პროცედურის ჩატარება უკეთესია გაზაფხულზე ან ზაფხულის პირველ ნახევარში.გასათვალისწინებელია რომ მცენარის ფესვები დროთა განმავლობაში მთლიანად ავსებენ ქოთანს,ამიტომ დაყოფა ხდება დანის მეშვეობით.უბრალოდ დაჭერით ბუჩქი საჭირო რაოდენობის ნაწილებად.დაჭრის პროცესში შეეცადეთ შეინარჩუნოთ მიწის გუნდა,ამისათვის ნიადაგი წინასწარ უნდა დაატენიანოთ.მიღებული ნაწილები არ უნდა იყოს ძალიან პატარა და ძალიან ღრმად არ უნდა ჩაირგას.

ღეროს გახევებული ნაწილებით გამრავლება

ეს პროცედურა ასევე გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უნდა ჩატარდეს.დასაფესვიანებლად შეარჩიეთ ძირიდან აჭრილი,უფოთლო ღერო,რამდენიმე მუხლით.ღეროს ფრაგმენტი მოათავსეთ სუბსტრატში ჰორიზონტალურად დაზემოდანაც სუბსტრატი დააყარეთ.კონტეინერი მოათავსეთ სათბურში,გარკვეული დროის შემდეგ თვითოეული მუხლიდან ახალგაზრდა მცენარე განვითარდება.

კალმებით გამრავლება

ეს კამპანულას გამრავლების ყველაზე წარმატებული და ადვილი მეთოდია.ამისათვის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში დედა მცენარეს უნდა აეჭრას 10-20 სმ. სიგრძის ტოტები კენწეროებით.შემდეგში უნდა უზრუნველყოთ კალმების დაფესვიანება.მეყვავილეებს შორის მიღებულია კალმის  სტიმულატორით დამუშავების მეთოდი,რომელიც სწრაფად ახდენს ფესვების მძლავრი სისტემის განვითარებას.

ამ მიზნით გამოიყენება:

სტიმულატორების საშუალო და ძლიერი კონცენტრაციის წყალხსნარები.

სტიმულატორების სპირტხსნარები -კამპანულასათვის ისინი უპირატესობას წარმოადგენს,რადგან წყლალხსნარში კალმები ადვილად ლპება.

სტიმულატორის და თალქის ან ნახშირის ნარევი.

კალმების დამუშავება უნდა მოხდეს +20-დან +23 გრადუსამდე ტემპერატურაზე,ნახევრად ბნელ შენობაში.სუბსტრატში დარგული კალმები უნდა დასათბურდეს.უმჯობესია კალმებიანი კონტეინერი მოათავსოთ იებისათვის განკუთვნილ თაროზე.დაფესვიანებისათვის ტემპერატურამ +13 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს.კონტეინერი ყოველდღე უნდა გაანიავოთ,დაახლოებით სამი კვირის შემდეგ შეიძლება თავსახურის მოხდა ,კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი კონტეინერი ფანჯრის რაფაზე უნდა დადგათ.როდესაც კალმები 10 სმ-ით წამოიზრდება,წვერი უნდა მოეჭრას,ეს ხელს შეუწყობს მის დაბუჩქვას და უხვ ყვავილობას.

კამპანულას ყვავილობის პერიოდი

ყვავილობის პეროდი იწყება გაზაფხულიდან და ოქტომბრის თვემდე გრძელდება.ყვავილები შეიძლება იყოს თეთრი (მდედრობითი მცენარე),ცისფერი,ლურჯი,ან  იისფერი (მამრობითი მცენარე).ყვავილები შეკრებილია ნაზ ყვავილედად - დიამეტრით 4 სანტიმეტრს არ აღემატება.ყვავილობის პერიოდის დამთავრების შემდეგ წარმოიქმნება ნაყოფი -კოლოფები.

ყვავილობის სტიმულირებისათვის მნიშვნელივანია იცოდეთ:

დროულად მოაცილეთ გამხმარი ყვავილედები.

დროულად გასხალით.

გაზარდეთ მჭიდრო ქოთანში.

თუ კამპანულას ქოთანს ზამთარში სამხრეთის ფანჯარაზე დადგავთ,იგი შეიძლება განმეორებით აყვავდეს.

მოსვენების პერიოდი და კამპანულას სხვლა

მოსვენების პერიოდი დამოკიდებულია შენახვის პირობებზე და შეიძლება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

ამ დროს აუცილებელია:

მაქსიმალურად შემცირდეს მორწყვა,რომ გამოირიცხოს წყლის ჩაგუბება ქოთანში,წელიწადის ცივ დროს.

კამპანულას შენახვის ტემპერატურა შემცირდეს +12-15 რადუსამდე(ამ დროს შეიძლება მცენარე ფანჯარაზე დატოვოთ რომ აუცილებელი სინათლე მიიღოს)

გასხალით მცენარე,დაუტოვეთ დაახლოებით 10 სმ ტოტები,რომლებსაც ორი სამი მუხლი უნდა ქონდეს.

თუ მოსვენების პერიოდის დაწყებამდე კამპანულა კოფორტულ პირობებში იმყოფებოდა,მოსვენების პერიოდის დაწყებისას კი ჩაატარეთ სხვლა,მცენარე შეიძლება განმეორებით აყვავდეს საახალწლო დღესასწაულების დროს.განმეორებითი სხვლა ტარდება იანვარში,ღეროები ისხვლება 5 სმ-მდე.მძინარე კვირტების უმეტესობა განლაგებულია ტოტების დაბლა ნაწილში.

კამპანულას მავნებლები და დაავადებები

კამპანულას ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ფარიანები და აბლაბუდიანი ტკიპა.მავნებლებთან ბრძოლა ქიმიური პრეპარატების დახმარებით ხორციელდება.

პროფილაქტიკის მიზნით მცენარეს პერიოდულად უნდა შეასხუროთ ინსექტიციდი,რეგულარულად გაანიავოთ შენობა,ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰაერის  და ნიადაგის ტენიანობას და დროდადრო აბანავოთ მცენარე.

დაიმახსოვრეთ - რატომ არ ყვავის კამპანულა?

კამპანულას სწორედ ყვავილების გამო აშენებენ სახლში.ამიტომ გაზაფხულზე მისი არ აყვავება ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა მფლობელისათვის.მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს:

საკვები ნივთიერებების უკმარისობა.უხვი ყვავილობისათვის მცენარეს ესაჭიროება კვება,სწორედ მისგან იღებს მცენარე ძალას.აქტიური ზრდის პერიოდში კამპანულას თვეში ორჯერ უნდა მიაწოდოთ სასუქი.

ძალიან დიდი ქოთანი.იმისათვის რომ ყვავილობა უხვი იყოს,მცენარე მჭიდროდ უნდა იყოს ქოთანში ჩარგული.

თუ მცენარე არ იქნა გასხლული.გასხვლა - აუცილებელი პირობაა კამპანულას ყვავილობისათვის.იგი ყოველწლიურად აუცილებლად უნდა ჩატარდეს.საყვავილე კვირტები მხოლოდ ახალგაზრდა ტოტოებზე წარმოიქმნება.

გასხლული ტოტები ადვილად ფესვიანდება წყალში და ასე თქვენ რამოდენიმე ახალგაზრდა მცენარეს იიღებთ.

რატომ ჭკნება კამპანულა?

სინათლე არასაკმარისია. ჰაერი მშრალია.

მორწყვა არასწორი რეჟიმით ხორციელდება(მორწყვის სიხშირე და წყლის რაოდენობა წელიწადის დროების მიხედვით რეგულირდება)

შენობაში ორპირი ქარია. დაზიანებულია მწერების ან ინფექციის მიერ.

ნაზი კამპანულა ფრთხილ მოვლას მოითხოვს.ხანდახან ჭკნობის მიზეზი ხდება ტოტების არაკომფორტული განლაგება,ისინი თავისუფლად უნდა ეშვებოდეს,ამიტომ მათი სიმაღლეზე დამაგრება საჭირო არაა.ოთახის მეყვავილეობაში შეიძლება შევხვდეტ ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეებს,ასეთია კამპანულაც.ეს ძალიან ნაზი მცენარე სწორი მოვლის პირობებში  გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავილობს.ამისათვის შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნათ: ნოყიერი ნიადაგი,ორპირისგან დაცვა,მკვეთრი გაფანტული სინათლე,სწორი ტემპერატურული რეჟიმი,ჰაერის მაღალი ტენიანობა და უხვი მორწყვა ზრდის პერიოდში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно