ნახერხი სასუქად და მულჩირებისთვის

ბევრმა არ იცის ნახერხის სასარგებლო თვისებების შესახებ და მას მხოლოდ მულჩად იყენებს ნაკვეთში, ან კიდევ დასათბუნებლად. მაგრამ გარკვეული დამუშავების მერე მისი სასუქად გამოყენებაც შესაძლებელია. ყველაზე კარგია მისი არევა კომპოსტთან.
ნახერხი სასუქად : სუფთა სახით მისი სასუქად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება!! ნედლი სახით ხის დამამუშავებელი წარმოების  ნარჩენების შეტანა მიწაში ძალიან აღარიბებს მას,რადგან  იკავშირებს არა მარტო ნაკელს, არამედ მის შემადგენლობაში არსებულ ფოსფორსაც,
არსებობს მოსაზრება, რომ მისი შეტანა მიწაში სასუქის სახით სასურველია შემოდგომაზე, რომ ზამთარში მოასწროს გადამუშავება სასარგებლო ნივთიერებებად. მაგრამ ლპობის ნორმალური წარმართვისთვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა. ეს კი ზამთარში არაა. შესაბამისად, პროცესი ფერხდება და ნახერხი გაზაფხლზე ისევ მთელი და გადაუმუშავებელი რჩება, მხოლოდ კარგად დასველებული. ეს იმიტომ, რომ მიწა იყინება, და ასევე ნახერხში  ბევრი ფენოლის ფისია, რაც კარგი კონსერვანტია.
ხის მასალა თავისთავად არ ითვლება სასუქად, მასში მხოლოდ 1-2% აზოტია, სხვა - ბალასტს წარმოადგენს, ცელულოზა, ჰემიცელულოზა, ლინგინი,- ისინი ღეროს ფორმირებისთვის გამოიყენება და საკვები სითხის გამტარ სშუალებას წარმოადგებს მცენარის სხეულში, მაგრამ თუ ხე წაიქცა და დიდხანს აგდია მიწაზე, მის კანზე სახლდება მიკროორგანიზმები, რომლებიც ხეს ამდიდრებენ სასარგებლო ნივთიერებებით. კომპოსტი, რომელიც გამდიდრებულია ნახერხით, უფრო სწრაფად მწიფდება, რადგან მასაში მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს და გაზაფხულზე უფრო მალე გათბება. მიღებული სუბსტრატი უფრო ფხვიერი, ჰაერგამტარი და ნოყიერი გამოდის.
როგორ მზადდება კომპოსტი ნახერხისგან:  ბურტას მომზადება სჯობს ზაფხულის დასაწყისში, როცა კომპოსტიც უკვე მზადაა. მას ასეთი შემადგენლობა აქვს:  
ხის ნახერხი 0- 200კგ, შარდოვანა - 2,5 კგ, წყალი - 50ლ, ნაცარი -- 10ლ, ბალახი - 100კგ.
შარდოვანა იხსნება წყალში, და მერე ამ ფენა-ფენა ნარევს ასხამენ ზევიდან.
კიდევ ერთი რეცეპტი ნახერხიანი კომპოსტისა მეტ ორგანიკას შეიცავს, :
მუხის ნახერხი - 200კგ, საქონლის ნაკელი - 50კგ, მოთიბული ბალახი - 100კგ, საკვების ნარჩენები - 30კგ, გუმატი - 1წვ. 100ლ წყალზე.
ნაკელი მულჩირებისთვის: ნახერხს მულჩად დიდი ხანია იყენებენ, ძირითადად სარეველებთან ბრძოლისთვის, ტენის მიწაში შესანახად და მისი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ნახერხს ყრიან კვლებში, ეს ფენა ინარჩუნებს მიწაში ტენს, რაც დადებითად აისახება მცენარეებზე. კერძოდ, კარტოფილზე, კიტრზე, ჟოლოზე, მისი მოყრა ნებისმიერ მცენარესთან შეიძლება, თუ დამატებით აზოტიან სასუქსაც შეიტანენ. ზემოდან მოყრილი ნახერხი მიწიდან იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა ასევე კომფორტულ პირობებსაც ქმნის მცენარეთა ზრდისთვის.
ნახერხი ნიადაგის გასაფხვიერებლად: მიუხედავად ყველაფრისა, ნახერხს მებაღეები მაინც იყენებენ ბაღ -ბოსტანში. იგი მსუბუქი, იაფი სუბსტრატია, დიდი მოცულობით და მცირე მასით, მაგრამ გადასამუშავებლად დროა საჭირო, ამიტომ ნედლ ნახერხს მიწის გასაფხვიერებლად იყენებენ. იგი შეაქვთ:
- სათბურში, ნაკელთან არეული - 3 სათლი ნახერხი, 3კგ გადამწვარი ნაკელი და 10ლ წყალი.
- გადამუშავებული ნახერხის მოყრა  კარგია ბოსტანში მიწის გადაბარვისას. ასე მიწა ფხვიერდება, აღარ სჭირდება ხშირი მორწყვა, გაზაფხულზე კი მიწა სწრაფად ლღვება.
- მას ყრიან ასევე კვლებს შორისაც, სადაც ირგვება ხანდგრძლივი ვეგეტაციის მქონე ბისტნეული. ფესვები კარგად ითვისებენ სივრცეს, კვლებს შორის სქლად დატკეპნილი მიწის ქვეშ,  
ნახერხი საფარად: ხის გადამუშავებულ ნარჩენებს ბოსტანში კიდევ ერთი გამოყენება აქვს: ამ მასით ავსებენ ცელოფნის პარკებს და აწყობენ ფესვებთან საფარად, ვარდის და კატაბარდის, ასევე ვაზის ტოტებს მიწაზე აწვენენ დაზემოდან მთელ სიგრძეზე აყრიან ნახერხის ფენას, ეს შემოდგომაზე ხდება,  რომ მის ქვეშ არ მოკალათდნენ მღრღნელები, რომლებსაც შეუძლიათ მცენარის გაფუჭება. ან ჯერ ზემოდან ხის ყუთებს აწყობენ ტოტებზე, მერე  ნახერხს აყრიან, თავზე ცელოფანს აფარებენ, ბოლოს კი მიწას აყრიან, იგი უკვე 100% ით იცავს მცენარეს სიცივისგან. თუმცა ასეთი გამათბობელი უხდება ზოგიერთ მცენარეს, სხვები კი მის ქვეშ შეიძლება დალპეს.
მსხვილი ნახერხი თბოიზოლატორად გამოიყენება ჩასარგავ ორმოებში, იქ ნახერხი ქვემოთ, სიღრმის სიცივისგან დაიცავს მცენარეებს დარგვისას, - კერძოდ, ვაზს და ხვიარა მოყვავილე ლიანებს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 18

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно