ნაცარი:
ნაცარი: ნაცარიც ასევე შესანიშნავი სასუქია მცენარეებისთვის, გამოიყენება ბოსტანშიც, ოთახის მცენარეებისთვისაც და ეზოს ყვავილებისთვისაც. იგი ხელს უშლის ფესვის ლპობას ბოლქვიან ბეგონიებში. მასში შემავალ ნივთიერებებზე კარგად რეაგირებს ყოჩივარდა, ნემსიწვერა, ფუქსია. მას უმატებენ გადარგვის წინ მიწას პროპორციით 2ს.კ. 1ლ მზა გრუნტში. ან კიდევ იყენებენ დალეული ჩაის ფოთლებთან ერთად. იგი ააქტიურებს მცენარის ზრდას ზამთრის პერიოდში, ეხმარება მცენარეს ფოთლის ფერის შენარჩუნებაში, ყვავილობაში. ამ სასუქის შემადგენლობა კი ასეთია: 1წილი ნაცარი, 1წილი გაწურული დაყენებული ჩაის ფოთლები.
ნაცარი კარგი სასუქია ვარდებისთვის. პირველ წელს ვარდს კვება არ სჭირდება, მაგრამ მიწა მის დარგვამდე უნდა მომზადდეს, მასში შეაქვთ ნაცარი შემოდგომაზე დაბარვისას. გამოზამთრებულ ვარდს მეორე წლიდან უკვე სჭირდება საკვები. - მზა ორგანული სასუქის სახით, ან კიდევ მიწას აყრიან ნაცარს. მისთვის გამოდგება, როგრც ფესვის, ისე არაფესვური კვება. პირველისთვის საჭირო გაზავებაა 100გრ ნაცარი 10ლ წყალზე, მეორესთვის კი - 200გრ -10ლ ზე და ამ ხსნარს ასხურებენ ფოთლებზე.
ვარდს კვებავენ საღამოობით. დღისით შესხურებამ შეიძლება ფოთლების დაწვა გამოიწვიოს. ნაცრის ნაყენს გამოყენებისას პერიოდულად ურევენ, რადგან მის შემადგენლობაში მყოფი ფოსფორი სწრაფად ილექება ფსკერზე და ასეთ შემთხვევაში მცენარე მას ვერ მიიღებს, ფოსფორი კი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია.
ნაცრის გამოიყენება სასუქად სასარგებლოა ბაღის, ბოსტნის, ეზოს და სახლის მცენარეებისთვის. მიკროელემენტები, რაც მასში შედის, ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას და კვებას, ამავდროულად იგი ეხმარება მცენარეებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაცრიან ხსნარს ასხურებენ მცენარეს ან ნაცარს აფრქვევენ ფოთლებზე. ლოქორები, კოლორადოს ხოჭოს მატლები, ჯვაროსნების რწყილი უცებ კვდება მისი შეფრქვევის ან შესხურების შემდეგ.
კიდევ ერთი მიზეზი მისი გამოყენებისთვის ნაცრის ხელმისაწვდომობაა. შემოდგმაზე, ყოველთვის მოიძებნება რამე დასაწვავი - მოჭრილი ხის ტოტები, თივა, ჩალა, ფოთლები. ეს სასუქი ორგანული წარმოშობისაა, რაც მნიშვნელოვანია მებაღეებისთვის. მისი გამოყენება არ ვნებს ადამიანებს.ეს კი მნიშვნელოვანი არგუმენტია სასუქად ნაცრის არჩევისთვის.

11 March
0
32