შეცდომები მცენარეთა მოვლის დროს

სინათლის უკმარისობა, სუფთა ჰაერის არარსებობა, ჰაერის სიმშრალე, ორპირი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მიწის გადაშრობა ან ზედმეტი მორწყვა, სასუქის ნაკლებობა ან ზედმეტობა, ეს ყველაფერი მცენარეზე ცუდად აისახება, იწვევს მის არა მხოლოდ დაავადებას, არამედ კარგ პირობებს ქმნის მავნებლების და დაავადებების გამომწვევების გამრავლებისთვის.
ხშირად დამწყებები სვამენ შეკითხვას - ვერ გავიგე რატომ, მაგრამ ყვავილი მიფუჭდება, რა ვქნა? ამის მიზეზი ყველაზე ხშირად მოვლაში დაშვებული შეცდომებია. ასე მაგ. ფოთლების ჭკნობა, როცა ისინი ჩამოკიდებული არიან ღერზე უსიცოცხლოდ, მიზეზი რამდენიმეა - მიწის ზედმეტად დატენიანება, გადაშრობა, სიცხე. იმის გარკვევა, გადაშრა თუ ზედმეტად მოირწყა მიწა, მისი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება, სიცხე კი მცენარეს აწუხებს, როცა თერმომეტრის მაჩვენებელი ცდება 38 გრ ს, 45გრ ზე ზემოთ კი  უმეტესობა ვერ უძლებს და კვდება. მხოლოდ სუკულენტებს შეუძლიათ, ასე მაღალ ტემპერატურას გაუძლონ.
თუ ფოთლები ჩამოკიდებული კი არააა ღერზე, არამედ უბრალოდ ხმება და ცვივა, ემატება მესამე მიზეზიც - მავნებლები, ან დაავადებები:
თუ მიწა ზომიერად ტენიანია და არც მავნებლები ჩანს, მაშინ იღებენ მცენარეს მიწიდან და ფესვებს ათვალიერებენ, შეიძლება მავნებლები ფესვებში ჰყავდეს. თუკი აღმოჩნდა, რომ ფესვები ჯანმრთელია, კარგადაა  შემოხვეული მიწას, მაშინ მიზეზი საკვების ნაკლებობაა, მცენარე უნდა გადაირგას მოზრდილ ქოთანში, ახალ მიწაში. თუ ფესვები რბილი და ლპობადაწყებულია, მაშინაც გადარვგვაა საჭირო, მანამდე კი დაზიანებულ ფესვებს აჭრიან.
თუ მიწა და ფესვები წესრიგშია, კიდევ ერთი მიზეზი სინათლის ნაკლებობაა, ან ჰაერის სიმშრალე. პირველ შემთხვევაში მცენარე გადააქვთ უფრო ნათელ ადგილზე, მეორეში კი საჭიროა წყლის ხშირი შესხურება, ზამთარში გამათბობელზე დაადეთ სველი ტილო.  კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მტვერი ფოთლებზე, ეს ხელს უშლის მცენარეს სუნთქვაში .
ზოგი მოყვარული კვირაში (ან თვეში ) ერთხელ მცენარეებს უწყობს შხაპს. ეს კარგად აისახება მცენარის მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მავნე მწერების და სოკოს გაჩენა, დაბანა - გაწმენდის გარდა საჭიროა პერიოდულად მათი შესხურება პირეტრუმის ან თამბაქოს ნაყენით.
გამხმარი, მომჭკნარი ფოთლები უნდა მოცილდეს მცენარეს, რომ ისინი არ გახდეს  სხვადასხვა პარაზიტის ან დაავადების მიზეზი. ქოთანი უნდა იყოს სუფთა, უნდა მოშორდეს ნადები, ობი, მტვერი, ხშირად უნდა შემოწმდეს ძირში ნახვრეტის გამავლობა. მიწა ხშირად უნდა გაფხვიერდეს ქოთანში ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს , უნდა მოშორდეს ასევე ქოთანში ხშირად ამოსული სარეველებიც.
ახლა კი ვნახოთ ყველაზე ხშირი პროლემები, რასაც მოყვარულები აწყდებიან მცენარეთა მოვლის დროს:



  - ფოტოზე ჩანს ვენერას თმა - ადიანტუმი, რომელიც ოთახში ზედმეტად მშრალი ჰაერით იტანჯება.  თავიდან მხოლოდ ფოთლის წვეროები ხმება, მათზე ჩნდება მშრალი ყავისფერი ლაქები, ფოთლები ყვითლდება, ხმება, ჯერ დაბლითა ფოთლები ცვივა. ფოტოზე უკვე შორსწასული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუ სიმშრალე ჰაერში შედარებით ნაკლებია, საქმე მხოლოდ ფოთლის წვერების გახმობით სრულდება, დიდფოთოლა მცენარეებში, მაგ. დიფენბახია, სცინდაპსუსი. წვრილფოთოლა მცენარეებში კი ერთდროულად რამდენიმე ფოთოლი ზიანდება,



   - მიწის ზედმეტად უხვად მორწყვისას მცენარის ქვედა ფოთლები ყვითლდება და თუ ზომებს არ მიიღებთ, ისინი ფერს კარგავენ, ყვითლდებიან, ნახევრადგამჭირვალე და მოწყენილი ხდებიან.  მერე იწყება ფესვების ლპობა, და მცენარე შეიძლება მოკვდეს. ხშირად ნიადაგში ზედმეტი წყლის გამო  ფოთლები უცბად ყვითლდება და ცვივა. თუ ამავდროულად ჰაერიც ნესტიანია, ფოთლებზე ჩნდება ქერქისებრი წანაზარდები -ეს დაავადებაა - წყალმანკი, 




   - თუ მიწა გადამშრალია და მცენარე გაუწყლოებული, ფოთოლი  ჰკარგავს ტურგორს, მერე ხმება და ცვივა. ზედმეტად გამომშრალი მიწა ცუდად იწოვს დასხმულ წყალს, სჯობს ასეთი ქოთნის ჩადგმა თბილწყლიან თასში ცოტა ხნით, სანამ მიწა კარგად არ დასველდება, 







  - კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა მზით დამწვრობა. ყველა მცენარე ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს და დიდხანს მის ქვეშ ყოფნისას ფოთლები ეწვებათ, თუ ასე მოხდა, მოაცალეთ დაზიანებული ფოთლები და მოუჩრდილეთ ხოლმე შუადღეზე. 







 - თუ ზედა ფოთლებს შენარჩუნებული აქვთ სიმკვრივე ,მაგრამ ყვითლდება, ეს მიწაში ზედმეტი კალციუმის გამო ხდება. მორწყეთ ყვავილები რბილი, ნადგამი წყლით, წვიმის ან გამდნარი თოვლის წყლით. თუ ყვითელი ფოთლები ცოტაა და ცვივა, ბუნებრივად ხდება ფოთოლცვლა, მაშინ ეს ნორმალურია, მაგრამ როცა ბევრია, მიზეზი ორპირი ან ზედმეტად მორწყვაა. თუ ძველი ფოთლები ყვითლდება - ზაფხულში მაკროელემენტების ნაკლებობის ან  სიმშრალის,ზამთარში კი სინათლის უკმარისობის ან ღამით სიცხის ბრალია.





 - წერტილები ან ლაქები ფოთლებზე - თუ ლაქები მშრალია, ეს გამოწვეულია წყლის უკმარისობით, თუ რბილი - ზედმეტი მორწყვით. ღია ფერის ლაქები მიუთითებს მცენარის ზედმეტად ცივი წყლით მორწყვაზე ან მზით დამწვრობაზე, ან კიდევ მავნებლების არსებობაზე. სველი  და ამობერილი ლაქები კი დაავადების შედეგია.






  - ფოთოლი ეხვევა და ცვივა, - ასე ხდება სითბოს ნაკლებობისას, ზედმეტი მორწყვის ან ორპირში მოხვედრისას. ფოთლის დახვევა და დაჭმუჭვნა გამოწვეულია  ზედმეტი ქლორის ზემოქმედებით, მაგნიუმის, კალიუმის და ფტორის ნაკლებობით მიწაში-  თუ ეს ძველი ფოთლებია და მოლიბდენის, ბორის, სპილენძის ან მაგნიუმის ნაკლებობით - თუ ახალ ფოთლებს ემართებათ ასე. უეცარი ცვენა ისე, რომ ვერც ასწრებენ გაყვითლებას, დაკავშირებულია მცენარის სტრესთან, შოკურ მდგომარეობასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პირობების მვეთრი ცვლილებით, ცივი წყლით მორწყვით, ცივ ორპირში მოხვედრით, სინათლის ინტენსიობის უეცარი  ზრდით. ხისებრი მცენარეებისთვის ასეთი ფოთოლცვენა შეიძლება გამოიწვიოს მიწის გამოშრობამ.



 - ფოთლის წვეროების ან კიდეების გაყავისფერებას იწვევს ზედმეტად მშრალი ჰაერი. ფიზიკური დაზიანება, მაგ. მინასთან შეხება.   თუ კიდეები ყვითელია, ეს მორწყვის ნაკლებობის ან ზედმეტობის შედეგია, ან მეტ - ნაკლები განათების, ან მეტ-ნაკლები ტემპერატურის, მინერალური ნივთიერებების სიჭარბის, მშრალი ჰაერის, კალიუმის დეფიციტის ან ქლორის სიჭარბის. მიზეზის დადგენაში სხვა სიმპტომებიც დაგეხმარებიან.






 - მცენარის ღეროს გაშიშვლება ძირში - განათების სერიოზული დეფიციტის გამოა. კარგად შეფოთლილი მხოლოდ ტოტების ზედა ნაწილებია. ასე წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და თუ არ არის შესაძლებელი, მცენარე დაიდგას განათებულ რაფაზე, მაშინ დამატებით განათება დასჭირდება, თორემ მცენარე მოკვდება,თუ მცენარის ფოთლები დაბლაა დაშვებული - მიზეზი მიწის გამოშრობა ან ზედმეტი მორწყვაა, სინათლის სიჭარბე, მშრალი ჰაერი, მავნებლები, ასევე კალიუმის, მაგნიუმის, სპილენძის, ქრონიკული უკმარისობა კალციუმის სიჭარბე ან ხისტი წყალი. ზოგჯერ კი ადგილის შეცვლაც. კოკრები და ყვავილები ცვივა უმეტესად მშრალი ჰაერის, სინათლის უკმარისობის, არასაკმარისი მორწყვის, გადაადგილების, მავნებლების, აზოტის სიჭარბის გამო. ყვავილი სწრაფად ჭკნება არასაკმარისი მორწყვის, ჰაერის სიმშრალის, სინათლის უკმარისობის, სიცხის, აზოტის სიჭარბის ან შიმშილობის შედეგად.
ქვედა ფოთლები ხმება და სცვივა არასაკმარისი განათების, და მორწყვის, ან სიცხის დროს.
ფოთოლი  ფერმკრთალდება - ჭარბი განათების ან აბლაბუდა ტკიპით დაზიანების დროს.
ფოთლის წვეროები ყვითლდება კალციუმის სიჭარბის ან არასაკმარისი მორწყვის შედეგად.
მოყვითალო-ყავისფერი ფოთლები ხისტი ან ქლორირებული წყლით მორწყვის შედეგია.
მოთეთრო მწვანე ფერი ან მოზაიკური სიჭრელე ფოთოლზე მიწაში რკინის, სპილენძის ან გოგირდის ნაკლებობამ იცის.
ღია მწვანე ფოთლები მწვანე ძარღვებით - წყალში ბევრი ქლორის ან კალციუმის ბრალია,ზოგადი შიმშილის, აზოტის და რკინის ნაკლებობის, ფესვების დაავადების, ნემატოდების, ან ზაფხულში ჭარბი განათების გამო.
ჭრელი ფოთლები ერთფერი ხდება არასაკმარისი განათების ან აზოტის სიჭარბის გამო.
ფოთლები და  ღერო ლპება - ცუდი პირობების, ძირითადად ზედმეტი მორწყვის გამო.
გამჭირვალე გამონადენი ფოთლებზე და მშრალი, ყავისფერი ლაქები - ზედმეტი მორწყვის, ჰაერის მაღალი ტენიანობის, სუფთა ჰაერის ნაკლებობის, დაბალი ტემპერატურის ან სინათლის ნაკლებობის გამოა.
თუ მცენარე ნელა, ან არ იზრდება. - ბევრ მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს. შემოდგომა-ზამთარში. თუ ასე ხდება გაზაფხულ-ზაფხულში, მიზეზი მინერალური ნივთიერებების, განათების ნაკლებობაა, ან ზედმეტი მორწყვა.
წაგრძელებული ღერები წვრილი ფოთლებით - ასე ემართება მცენარეს ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე განათების უკმარისობის ან სიცხის გამო. თუ ასე ხდება ზაფხულში, ეს მინერალური ნივთიერებების ან განათების ნაკლებობის გამოა,
მცენარე არ ყვავილობს.- ზოგი ცუდ პირბებშიც ყვავის, ზოგი კი, რაც არ უნდა კარგი პირიბები შეუქმნა, მაინც არ იყვავილებს, უმეტესად ეს მაინც განათების ნაკლებობის ან მოკლე სინათლის დღის ბრალია. სხვა მიზეზებია - მოსვენების პერიოდის დარღვევა, მინერალური ნივთიერებების სიჭარბე, მშრალი ჰაერი, გადარგვა, ან ტრიპსები,
მოკლე საყვავილე ღერო - მორწყვის რეჟიმის დარღვევისას გვხვდება, ფტორის ნაკლებობა, შიმშილი, გვიანი საშემოდგომო გადარგვა, ნიადაგის შემადგენლობის არასწორი შერჩევა, კოკრობისას ზედმეტი სითბო, - ესენიც განაპირობებს მოკლე ღეროს.
კერამიკულ ქოთანზე ან პლასმასის ქოთნის შიგა მხარეს მწვანე ნადები, ცუდ დრენაჟის პირობებში გადამეტებული მორწყვის შედეგია.
მიწის ზედაპირზე ან კერამიკულ ქოთანზე თეთრი ნადები მინერალური ნივთიერებების სიჭარბის ან ზედმეტად ხისტი წყლით მორწყვის შედეგად ჩნდება.
თუ რომელიმე ზემოაღწერილი ნიშანი აღმოაჩინეთ მცენარეზე, მიზეზის დასადგენად კიდევ ერთხელ გულდასმით გაეცანით რჩევებს მცენარის მოვლის შესახებ.ვინაიდან, როგორც ხედავთ, მცენარის  ერთი და იგივე მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება განაპირობოს და ზოგჯერ, საერთოდ შეუძლებელი ხდება მიზეზის  დადგენა. მაგრამ პირობების ცოდნა, სად და როგორ უნდა გაიზარდოს მცენარე, დაგეხმარებათ უკეთესი გარემო შეუქმნათ მათ და გადაარჩინოთ დაღუპვისგან. ზოგჯერ ავიწყდებათ მცენარის გადარგვა გაზაფხულზე, თუმცა ეს რეკომენდებულია გაკეთდეს ყოველწლიურად. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ოთახის მცენარეების მოყვარულთა შორის, ბევრი არც თვლის გადარგვას ასე საჭირო პროცედურად და მხოლოდ სასუქის მიცემით კმაყოფილდება, ზოგიც უვარგის მიწაში რგავს მცენარეს და მერე შედეგიც სახეზეა.


თარგმანი თ. სუპატაშვილის 
11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно