ორქიდეების სოკოვანი ინფექცია
სოკოვანი ინფექცია
გამომწვევი: pseudocochliobolus eragrostidis. განმასხვავებელი შტრიხი - ლაქები რგოლისებურია, რგოლები ვლინდება თავიდანვე ან ჯერ წვრილი წერტილებია, რომლებიც მერე ერთდება რგოლისებურად. ტიპურია აზიიდან შემოტანილი დენდრობიუმისა და ვანდასთვის.
მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. რაც ადრე აღმოჩნდება , მით სწრაფად განიკურნება მცენარე. სამუშაო გეგმა ასეთია:
1.იზოლირება სხვებისგან,
2.დაზიანებული ნაწილების მოცილება ჯანსაღ ქსოვილებამდე,
3.გადანაჭერი ადგილის დეზინფიცირება
4.ფუნგიციდის შესხურება (გამოდგება როგორც ზოგადი მოქმედების, ისე ფოთლის ლაქების საწინააღმდეგო პრეპარატები).
ცერკოსპოროზი გამომწვევი:
Cercospora angreci Cercospora epipactidis Pseudoercospora cypripedii ‘’ dendrobii ‘’ odontoglossi
კოლექციებში დაავადება აღწევს აზიური (დენდრობიუმი ) და ბრაზილიური ( კატლეა ) ორქიდეებით. თუმცა ახლა სხვა მცენარეებზეც გვხვდება უკვე და ფოთლის განსხვავებული სტრუქტურის გამო სურათიც განსხვავებული იქნება. მაგ. ციმბიდიუმის ფოთოლზე ჩნდება რომბისებური, გულის ფორმის სურათები, რაც თვალით ძნელად განსხვავდება ვირუსის სურათიდან.
თუმცა აქვს განმასხვავებელი ნიშანიც -თავიდან ჩნდება საშუალო ზომის მრგვალი ან იშვიათად ზოლივით ფიგურები,რომლებიც თანდათან ყვითლდება, შემდეგ ერთიანდება დიდ რგოლებად და ავსებს მთელ ფოთოლს. ძველი ლაქები ყავისფერდება, განსაკუთრებით ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში.
ცერკოსპოროზი ხშირად გვხვდება კალანთეზე, კატლეაზე, ციმბიდიუმზე, ციპრიპედიუმზე, დენდრობიუმზე , ონციდიუმზე, პაფიოპედილუმზე.
კატლეა: მას ხორციანი და უხეში ფოთოლი აქვს , მასზე ჩნდება თეთრი ან ყვითელი მთლიანი და არა რგოლისებრი ლაქები, ხშირად ოვალური, იშვიათად მრგვალი ფორმის, გარე პირობების და თავად გამომწვევის სახეობაზეა დამოკიდებული მისი გამოვლინების ფორმაც.
ცელოგინე: მას თხელი ფოთლები აქვს, დაავადება ვლინდება ან რგოლისებური, ან მთლიანი ლაქების სახით. მათზე დაავადება დენდრობიუმიდან გადადის.
დენდრობიუმი: ტიპური გამოვლინებაა -თავიდან საშუალო ზომის რგოლები, რომლებიც თანდათან ერთდებიან, მერე ფოთოლი მთლიანად ყვითლდება,. ბოლოს კი ყავისფერი კონიდიები - სოკოს სპორების გროვები წარმოიქმნება .
ერთი და იგივე სოკო სხვადასხვა ორქიდეაზე სხვადასხვაგვარად ვლინდება. ეს განპირობებულია ფოთლის სტრუქტურით, გარე პირობებით, ზოგჯერ სხვადასხვა გამომწვევი ერთდროულად აზიანებს მცენარეს , რაც ცვლის სურათს და აძნელებს ამოცნობას. ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით ვგებულობთ,. მკურნალობის გეგმა მსგავსია სხვა დაავადებების მკურნალობის გეგმისა,- იზოლირება, დაზიანებული ადგილების მოშორება,გადანაჭერის დამუშავება ჯერ იოდით ნახშირით, დარიჩინით, გაშრობის მერე კი რომელიმე ფუნგიციდით -azoxystrobin ,difenoconazol, flusilazol ,tetraconazol . მათი არჩევისას გარკვეული უნდა იყოს,რომ იგი გამოიყენება ცერკოსპოროზის სამკურნალოდ, თუ ერთ თვეში ახალი ლაქა არ გაჩნდა, ორქიდეას აბრუნებენ თავის ადგილზე. }