მექანიკური დაზიანება და მზით დამწვრობა
- მკურნალობას არ ექვემდებარება, (დამწვრობისას ეს ნაზარდები თერი ფერისაა, შეხებით ხორკლიან და ყველა ორქიდეისთვის ტიპური). დამწვრობის პროფილაქტიკისთვის მარტი-სექტემბრის შუალედში იგი უნდა დაიდგას მზისგან დაცულ ადგილას. ან ისე, რომ მხოლოდ დილით ხვდებოდეს მზე, ან კიდევ შეიძლება ტულის ფარდები ჩამოვაფაროთ.
თუ დამწვრობა გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში გაჩნდა, ეს ალბათ გამათბობლის თბილი ჰაერითაა გამოწვეული, ამ დროსაც მცენარე უნდა გადაიდგას სხვაგან.
ფილოსტიკტოზი ანუ შავლაქოვნება: გამომწვევი -phyllosticta capitalensis,phyllosticta maydis. რომბისებური ამობურცულობები - ეს უკვე დაავადების ბოლო სტადიაა (სპორების განვითარება ხდება) რომელიც სოკოთია გამოწვეული,ზოგიერთი სახეობის ორქიდეაზე დაავადება ცოტა სხვაგვარად მიმდინარეობს.
მკურნალობა: თუ ვაშლზე ან მსხალზე ამ ოჯახის პირველი სახეობის სოკო მუქ ლაქებს ტოვებს, ორქიდეაზე შავი სხვადასხვა ფორმის და ზომის ლაქები ჩნდება. სწორედ ამიტომ ჰქვია დაავადებასაც შავლაქოვნება, მეორე სახეობის ზემოქმედებით კი შავი რგოლისებრი ლაქები წარმოიქმნება, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდ ერთგვარ ლაქად იქცევა.ფალენოპსისსა და ვანდაზე დაავადება სხვადასხვაგვარად ვლინდება - მცირე შავი წერტილებიდან (საწყისი სტადია) დიდ შავ ლაქებამდე შუაში მოყვითალო რგოლით.თანდათან ფოთლებზე ამობურცულობებიც ჩნდება, ეს სპორებია. მსგავსი სურათია სხვა ოჯახის სოკოთი დაავადებითაც- მას guignardia ჰქვია. ლაბორატორიული ანალიზის გარეშე მათი თვალით გარჩევა საკმაოდ რთულია.
![]()
Bifrenaria,stanhopea: ამ დაავადების დროს ფოთლებზე ჩნდება საშუალო ზომის მშრალი ლაქები, რგოლისებრი, მრგვალი, ან უცნაური ფორმის - თეთრი,ყვითელი, ან ყავისფერი, - ყვითელ ფონზე ყავისფერი რგოლით ან შავი წერტილი ყვითელი არშიით,
კატლეაზე ლაქა რგოლისებურია, საწყის ეტაპზე ნახევარმთვარისებური, სწრაფად იცვლის ფერს, ყვითლიდან ყავისფრამდე ან შავამდე.
ციმბიდიუმზე და ონციდიუმზე თავიდან ღია მწვნე ლაქებია სხვადასხვა ფორმის, მერე მუქდება და ჰგავს მზით დამწვარს, ზოგჯერ კი
იღებს მოიისფრო -წითელ ფერს
თანდათან ეს ლაქები ერთდება .დამწვრობასთან მსგავსების გამო დიაგნოსტიკა თვალით ძნელია.,განსხვავება მხოლოდ ლაქების ზრდაშია ზომით და რაოდენობრივად.
დენდრობიუმზე ადრეულ სტადიაში ფოთლებზე ყვითელი ლაქებია,სხვადასხვ ფორმის და ზომის,თანდაათან ისინი ერთდებიან ,შავდებიან, მერე კი ფოთოლი ხმება,ან მაღალი ტენიანობის გამო ლპებიან.ფოთლის გარდა ზიანდება ყვავილიც,მათზე ჩნდება წითელი,ცისფერი ,მუქი ფერის ლაქები..
ზიგოპეტალუმზე მხოლოდ კლასიკურად ვლინდება ეს დაავადება- მშრალი ყვითელი ლაქები,სხვადასხვა ფორმის და ზომის,მერე სწრაფად შავდებიან.
დანარჩენ სახეობებზე და გვიან სტადიაში ნაცრისფერ-ყავისფერი,წითელი,ან იისფერი ლაქები ვითარდება.ერთი და იგივე სოკო სხვადასხვა სახეობის ორქიდეაზე სხვადასხვაგვარად ვლინდება.მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებსაც,შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გამომწვევის აღმოჩენაც ერთ მცენარეზე და ეს კიდევ უფრო მეტად ცვლის სურათს.
დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული გზით.
განვითარების მიზეზები:
ფილოსტიკტოზი ვრცელდება სოკოს სპორებით, რომლებიც მწიფდება დაავადებულ მცენარეზე. ბუნებაში ისინი ვრცელდებიან ქარის , წვიმის წყალობით, ან ნიადაგიდან. სახლის პირობებში კი ამ გზებს გარდა მათი გადატანა შეიძლება ცუდად დეზინფიცირებული ინსტრუმენტებით, ტანსაცმლით, ან თუ რამდენიმე ქოთანი დევს ერთ ლანგარზე და იქ გროვდება სხვადასხვა ქოთნიდან ჩაწურული წყალი.სოკოს უყვარს სასათბურე კლიმატი. მისი სპორები სწრაფად მწიფდება ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში, 25გრ-ს ზემოთ. ამიტომ აღმოსავლური ორქიდეები უფრო ნაკლებ მედეგია მის მიმართ, ვიდრე სხვები.
წინააღმდეგობის უნარი დამოკიდებულია თავად მცენარის მდგომარეობაზე. ჯანმრთელი დამოუკიდებლად უმკლავდება დაავადებას, სოკოს იდეალური მასპინძელი - სუსტი, ცუდ განათებაზე მდგომი ორქიდეაა, რადგან სინათლე ძირითად ფაქტორს წარმოადგენს იმისთვის, რომ მცენარის მთლიანმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს. ზიგოპეტალუმის ჯგუფის ორქიდეებისთვის განათების გარდა აუცილებელია ჰაერის და ფესვების მააღალი ტენიანობა, თუ დაავადებულ მცენარე მხოლოდ განათებას გავუუმჯობესებთ , ავადმყოფობა მხოლოდ დამუხრუჭდება, მაგრამ არ აღმოიფხვრება.
პროფილაქტიკა: - ყველა წესის ზედმიწევნით ზუსტი დაცვაა. რაც ადრე შეამჩნევთ დაავადებას, მით ადვილია ბრძოლაც და ავადმყოფობის აღმოფხვრაც.
1განათება-სხვადასხვა სახის ორქიდეას სხვადასხვაგვარი განათება სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ზამთრის პერიოდი, რაც მის ბუნებრივ პირობებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი ხარისხის და ხანგრძლივობის განათებით ხასიათდება ამ რეგიონში, აქედან კი,-პრობლემები - ფესვის ლპობა, ფოთლების და ღეროს სოკოვანი და ბაქტერიული დაზიანება,.
2სწორი კვება - მცენარეს სპეც სასუქით კვებავენ,, ჩვეულებრივი სასუქი გამოდგება იმ მცენარეებისთვის, როლებიც მიწაშია ჩარგული, სუბსტრატში მათი დამატება კი ფესვებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის და იწვევს მათ გახმობას,
3 სწორი მორწყვა- წყალი სიცოცხლის წყაროა, მცენარის ზრდას განაპირობებს განათება. სწორედ განათების მიხედვით უნდა მოირწყოს მცენარე. რაც მეტად ანათებს მზე, მით მეტად იზრდება მცენარე და მით მეტი წყალი სჭირდება მას და პირიქით. თუ ზაფხულში მას 2-3 დღეში ერხელ რწყავთ, ზამთარში ეს პერიოდი შეიძლება 2-3 კვირამდეც გაიზარდოს. კიდევ გასათვალისწინებელია მისი ინდივიდუალური დამოკიდებულებაც წყალთან.
4ტემპერატურული რეჟიმი - ყველაზე მგრძნობიარე ფილოსტიკტოზისადმი თხელფოთოლა ორქიდეებია, როგორც ზიგოპეტალინების ჯგუფი. ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მნიშვნელოვნად მოქმედებენ მცენარეზე. სიცხეში მცენარის იმუნიტეტი ქვეითდება, და ადვილად მიღწევადი ხდება სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებებისთვის. ყველა ტიპის ორქიდეისთვის ოპტიმალურია 16-14 გრ.დაავადება კი სწრაფად ვითარდება 25 გრ-ს ზემოთ.
რეგულარული განიავება: -ყოველდღიური სუფთა ჰაერი იმ ოთახში , სადაც მცენარეა, კარგი პირობაა დაავადებებთან ბრძოლაში.
რეგულარული კონტროლი: -ხშირად უნდა დათვალიერდეს მისი ფოთლები, რომ არ გაგვეპაროს ლაქები , გამუქება, გაყვითლება, წებოვანი წვეთები, მწერები, ყურადღება ესაჭიროება სუბსტრატის ტენიანობასაც, თუ მის თავზე ხავსი გამუქდა, აუცილებლად უნდა მოცილდეს, რადგან მასში უკვე დაგროვილია მარილები ან მავნე წყალმცენარეები.
მკურნალობა: ფილოსტიკტოზი -ინფექციური სოკოვანი დაავადებაა, მისი სპორების მცენარეზე მოხვედრიდან დაავადების პირველ ნიშნებამდე გადის 3-6 კვირა. დაავადების განვითარების სისწრაფე მცენარის გარემო პირობებზეა დამოკიდებული, მისი აღმოჩენისთანავე საჭიროა დაავადებული მცენარის იზოლირება სხვებისგან, ფანჯარა და რაფა კი კარგად უნდა გაიწმინდოს წყალბადის ზეჟანგით. დაზიანებული ნაწილები უნდა მოშორდეს საღ ადგილებამდე. გადაჭრის ადგილების დეზინფიცირება უნდა მოხდეს იოდით , ბრილიანტის მწვანით, გააქტივებული ნახშირით, დარიჩინით. ინსტრუმენტები უნდა დამუშავდეს სპირტით ან ცეცხლის ალით. ხელებიც კარგად უნდა დაიბანოთ. მას მერე, რაც გადაჭრილი ადგილი გაშრება, მას ფუნგიციდით ამუშავებენ. კერძოდ, გამოდგება ამ ტიპის ნივთიერებები:
-მანკოცები-ძლიერი დაზიანებისას საჭიროა მისი გამოყენება 3-4ჯერ და მეტად.
-ბრომიკონაზოლი- 2007 წ დან აიკრძალა გერმანიაში. რადგან ჩაითვალა, რომ ზიანს აყენებს ეკოლოგიას.
-კრეზოქსიმ-მეთილი.
-პრეპარატები,რომლებიც შეიცავენ სპილენძს,
მკურნალობა ცუდ პირობებში მყოფ მცენარეს ვერ დაეხმარება, ყველაზე კარგი ფუნგიციდიც ვერ უშველის და დაავადება ისევ და ისევ დაბრუნდება, ამიტომ საჭიროა პირობების ოპტიმიზაცია.
ციმბიდიუმის და ვანდას ფოთლების სტრუქტურიდან გამომდინარე, დაავადება ამ მცენარეებზე ნელა ვითარდება, შეიძლება მხოლოდ ერთი ლაქა იყოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ აქ სხვა საშიშროებაა, ასეთი მცენარე კოლექციისთვის საშიშია,-მოკლე დროის განმავლობაში მან შეიძლება სხვა ორქიდეები დააავადოს, იქ კი სოკო სწრაფი ტემპით მრავლდება, პირველი ლაქა 3 კვირაში ჩნდება, 6 კვირაში კი მთელ მცენარეს მოიცავს. ნუ დაგენანებათ ვანდას ერთი ფოთლის მოჭრა პატარა რომბული ლაქის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კოლექციაში შეიძლება იფეთქოს დაავადებამ.