ფოთლების მარმარილოსებრი შეფერილობა

(ღია მწვანე მუქ მწვანეზე, თეთრი მწვანეზე, წითელი მწვანეზე, ყვითელი მწვანეზე და ა.შ.)
გარეგნული ნიშნები:

 1 ბუნებრივი შეფერილობა 

დაავადებას არ წარმოადგენს და მკურნალობას არ საჭიროებს 

 2 ხავსები და წყალმცენარეები 
 
(თუ ხელს გადავუსვამთ, ნადები შორდება ფოთოლს და თითებზე რჩება მწვანე ლაქა) მის სამკურნალოდ შეიძლება მცენარე თბილი წყლით (30-35 გრ) ვაბნაოთ, მერე ფოთლები და ფსევდობულბები ფრთხილად შევამშრალოთ ბამბის ტამპონით, არ შეიძლება ამ „ჭუჭყის“ ჩამოწმენდა უხეში ჯაგრისით, შეიძლება ფოთლის ნაზი ქსოვილი დაზიანდეს.თუ ნადები ცუდად იწმინდება, შეიძლება ფოთოლი დაასველოთ კარგად ფუნგიციდით ან აკვარიუმებში წყალმცენარეების საწინაააღმდეგო ხსნარით, მაგ. algen stop -ით. Phalenopsis chlorosis spot virus 
{პირველად  აღმოაჩინეს ტაივანში 2004 წ. დაავადებული მცენარე შემოწმდა elisa-test-ით,მან აჩვენა ინფექციის არსებობა,რომელიც გამოიწვია პოტივირუსმა, მაგრამ მისი ზუსტი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ამიტომ 2 წლის შემდეგ დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა, დღემდე იგი აღმოჩენილია კატლეას , დენდრობიუმის, ფალენოპსისის ჯგუფის ორქიდეებზე და გამოვლინდა ქლოროზის სახით - უჯრედებში ქლოროფილის წარმოქმნის პროცესის მოშლით და ფოტოსინთეზის შემცირებით- ეს კი ვლინდება ყვითელი ან ვარდისფერი ლაქებით, რომლებიც თანდათან თეთრდება. 
 
 
 

ზუსტი დიაგნოსტირება მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება. გარეგნულად ვირუსით მიყენებული დაზიანება ჰგავს არა მხოლოდ სხვა ვირუსებისას, არამედ  სოკოვანი დაავადებების საწყის სტადიას, გადახურებას, რკინის უკმარისობით გამოწვეულ ქლოროზს და ა.შ. ეს ვირუსი შედარებით ახალი აღმოჩენილია და არასაკმარისადაა შესწავლილი, ამიტომ მისგან საბოლოოდ გათავისუფლების შესახებ ძნელია თქმა. თუმცა თუ დაავადება ნელა მიდის, მცირე რაოდენობაა ერთ ფოთოლზე, განკურნების მცდელობას აქვს აზრი. საჭიროა მისი იზოლირება, დაზიანებული ნაწილების მოშორება, გადანაჭერის დამუშავება იოდით ან ბრილიანტის მწვანით. ვირუსული ინფექციები 90 % შემთხვევაში მცენარეში ხვდება მცენარის წვენის მწოველი მავნე მწერების საშუალებით, ან ერთი მცენარიდან გადადის მეორეზე ცუდად დეზინფიცირებული ინსტრუმენტებით. ისინი კარგად უნდა გაიწმინდოს სპირტით ან გატარდეს  ცეცხლის ალზე. თუ ლაქები ისევ და ისევ ჩნდება, ასეთი მცენარე უნდა განადგურდეს.}


05 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно