როგორ მოვუაროთ ორქიდეა ფალენოპსისს
ყველაზე გავრცელებული ორქიდეა სახლის პირობებისთვის ფალენოპსისია.ნაჩუქარი ან შეძენილი ორქიდეის უმრავლესობა, თითქმის 95% ფალენოპსისია. რამ გამოიწვია ამ სახეობის ასეთი პოპულარობა და სიყვარული, და არა, მაგ. დენდრობიუმის ან ასკოცენდის? ეს გემოვნების საკითხია-იტყვის ვინმე და ეს სიმართლეა, ის ადვილი მოსავლელია - დაამატებს მეორე და ესეც მართალია. ის ხომ ძალიან ლამაზია - აღფრთოვანებულია მესამე და ესეც ჭეშმარიტებაა. გამოდის, რომ მცენარის შესახედაობა და მოვლის სიმარტივე განაპირობებს მის პოპულარობას? - დიახ, ასეა.
თუმცა ყოველთვის არ იყო ასე. 1995 წლამდე ძირითადად ბუნებრივი სახეობები შემოჰქონდათ რუსეთში, ანუ ის მცენარეები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება და ღია გრუნტში ან ორანჟერეებში მრავლდება. სახლის პირობები კი მათ არ მოსწონდათ, იქ ან ბოლომდე არ აჩვენებდნენ თავის სილამაზეს და დეკორატიულობას, ანუ არ ყვავილობდნენ, ან - უცებ კვდებოდნენ. 1995 წლის შემდეგ შემოიტანეს ახალი, ჰიბრიდული ორქიდეები. მიზეზი -მცენარეების განადგურების საფრთხე გახდა, მათი მასობრივი ამოღება-ხშირად ბარბაროსული გზით ბუნებრივი გარემოსგან. აქ სელექციონერების უდიდესი წვლილია - მათ შესძლეს ჰიბრიდული ჯიშების შექმნა, რომლებიც სულაც არ ყვავილობენ ბუნებრივ სახეობებზე ნაკლებად, მოხდა ყვავილობის პერიოდის გახანგრძლივება, და მათ დაემატათ ის თვისებები, რომ შეეძლოთ ეცხოვრათ სახლის პირობებში, ანუ მათთვის არა ბუნებრივ ადგილზე.
მცენარის შეძენა ნიშნვს ახალი ცოცხალი ორგანიზმის მიტანას სახლში, რომელსაც მუდმივი ყურადღება სჭირდება. ამ მცენარის გარშემო კი უამრავი შეკითხვა ისმება - ადამიანები ან ვერ გებულობენ ამას, ან ელიან სასწაულს - იქნებ გაიხაროს, იქნებ ამოვიდეს, როგორღაც, თავისით,, ასეთი მიდგომა დაუშვებელია, ასე ადამიანი მცენარესაც აწვალებს და თავსაც იტანჯავს, საბოლოოდ კი, შედეგი - იმედგაცრუებაა. ასე რომ არ მოხდეს, უნდა შეიცვალოს მიდგომა მცენარეებთან და საჭიროა გააზრება, რომ პასუხსმგებლობას იღებთ მათზე მას შემდეგ, როგორც კი სახლში მიიტანთ.
ახლა ვნახოთ, რა სჭირდება ფალენოპსისს იმისთვის, რომ ფოთოლიც მუდამ მწვანე ჰქონდეს, პეოელა-ყვავილებიც უხვად და ხანგრძლივი ყვავილობითაც დაგატკბონ თქვენ, ყვავილების მოყვარულები სახლსა თუ ოფისებში.
განათება, ტემპერატურა, შესხურება - სჯობს მისი დადება აღ. ან დას, მხარეს ფანჯრის რაფაზე, ან ოთახის სიღრმეში ლუმინესცენტური განათების ქვეშ, მას სჭირდება დამატებით მინიმუმ 14 სთ იანი განათება შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში.
ოპტიმალური ტემპერატურა მისთვის ზაფხულში - 20-25გრ, ზამთარში - 16-18გრ. ყვავილობისთვის აუცილებელია სხვაობა დღე-ღამეში 3-5 გრ იყოს. ზამთარში 25გრ ს ზემოთ ტემპერატურის მატებბსას პრაქტკიკულად არ ყვავულობს. თუ მას მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს შეუქმნით ბუნებრივთან, იგი მეტ ხანს იცოცხლებს და უხვადაც იყვავილებს.
მას ესაჭიროება ფოთლების დანამვა ნადგამი წყლით, რეგულარულად, 3-5 ჯერ დღეში. განსაკუთრებით ზამთარში, გათბობის ჩართვისას, როცა ჰაერი საკმაოდ მშრალია. ყვავილობის დროს შესხურება ძალიან ფრთხილად უნდა, ისე, რომ ყვავილებს არ მოხვდეს წყალი, რადგან ამ შემთხვევაში ყვავილებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, რაც მცენარის დეკორატიულობას აქვეითებს, ყვავილიც სწრაფად სცვივა.
გადარგვა - ფალენოპსისს სუბსტრატის შეცვლა სჭირდება სუბსტრატში ქერქის დაშლის და სუბსტრატის გამკვრივების მერე. ზოგადად ეს კეთდება 3-4 წელიწადში ერთხელ. იყენებენ სპეც. სუბსტრატს ორქიდეებისთვის. გადარგვა სჯობს გაზაფხულზე, როცა აქტიურდება ზრდა. ამ დროს მას უფრო ადვილად გადააქვს გადარგვისშემდგომი სტრესი. შემოდგომა- ზამთარში მას უფრო რთულად გადააქვს ეს პროცესი და მერე ნელა აღიდგენს ხოლმე ძალებს, არც ყვავილობის დროს ივარგებს გადარგვა, რადგან ასე ყვავილობა სწრაფად დასრულდება.
ფალენოპსისისთვის გამოდგება გამჭირვალე პლასმასის ქოთანი. მისი ფესვები ისევე მონაწილეობს ფოტოსინთეზში, როგორც ფოთლები. ანუ მის ფესვებსაც სჭირდება სინათლე. გადარგვისას აშორებენ დაზიანებულ გამხმარ, სუსტ, მკვდარ ფესვებს და ძველ სუბსტრატს. ფრთხილად აცილებენ ქოთნის კედლებზე მიწებებულ ფესვებს. ამისთვის ჯერ ერთი სთ ით ადრე მცენარეს კარგად რწყავენ, რომ კარგად დასველდეს მისი ფესვიც და სუბსტრატიც, მაშინ ფესვები ადვილად მოშორდება ქოთანს. ქერქის ის ნაწილები, რომლებიც მჭიდროდ ეკვრის ფესვებს, შეიძლება დატოვოთ.
გადარგვიდან 2 თვის განმავლობაში სარწყავ წყალს უმატებენ 2კვირაში ერთხელ ცირკონს 2-3წვ 1 ჭ. წყალზე. ასე შედარებით ადვილი იქნება დაფესვიანება. ყოველი გადარგვა 1,5-2 თვით აფერხებს ყვავილობის დაწყებას, თუმცა ხდება ისეც, რომ გადარგვის მერე იგი უცებ აყვავდება ხოლმე- სტრესი სხვადასხვა მცენარეზე განსხვავებულად მოქმედებს.
მორწყვა - მცენარე ორგვარად შეიძლება მოირწყას - ზემოდან ან ქოთნის ჩადგმით წყლიან თასში. ყვავილობისას სჯობს მისი მორწყვა ზემოდან, რომ მას ადგილმდებრეობა არ შეეცვალოს, რაც ყვავილის ცვენას გამოიწვევს.ირწყვება ისე, რომ სუბსტრატი და ფესვები კვირაში ერთხელ შეშრეს. თუ მას ფესვები ან სუბსტრატი მუდამ სველ მდგომარეობაში ექნება, იზრდება ფესვის ლპობის რისკი, სუბსტრატი კი სწრაფად იშლება.
თუ მცენარე არ ყვავის, მისი მორწყვა აჯობებს ქოთნის წყლიან თასში ჩადებით. 1-2 წთ, მერე კარგად წრეტენ ქოთანს და აბრუნებენ თავის ადგილზე. სარწყავი წყალი უნდა იყოს ჰაერის ტემპერატურის ან 3-4 გრ ით მეტი.ზედა ზღვარი28გრ ია, უფრო მეტი მცენარეს დააზიანებს, ფესვებს მოუხარშავს, დაწვავს.
ამას გარდა წყალი უნდა იყოს რბილი, ხისტი წყლით მორწყვა, მცენარის ფოთლებზე შესხურების მერე ტოვებს მოთეთრო ლაქებს, სუბსტრატზე კი მოთეთრო-მოყვითალო ნადებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სიხისტის შემცირება. ამისთვის:
- უნდა ადუღოთ წყალი 20 წთ, წყალს იღებთ ცხელი წყლის ონკანიდან, რადგან მასში კირი ნაკლებია, ვიდრე ცივი წყალის ონკანში.
-გაყინოთ პლასმასის ბოთლში, მერე ბოთლს აჭრიან ძირს და აქცევენ გაუყინავ წყალს, სადაც მარილებია გახსნილი.
-1ლ წყალს უმატებენ მჟაუნმჟავას დანის წვერზე. აყენებენ 2-4 დღე, სანამ ჭურჭლის ძირზე არ გაჩნდება მარილის თეთრი ნალექი.
კვება - სასუქი უნდა გამოიყენოთ სპეციალურად ორქიდეისთვის გამიზნული, - ზაფხულში ყვავილობისას თვეში 2-3 ჯერ, შემოდგომაზე ან ზამთარში ყვავილობისას კი 1-2ჯერ თვეში, მაგრამ კონცენტრაცია 2ჯერ ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში.
თუ მცენარე არ ყვავის, არც სასუქი სჭირდება, ან შეიძლება თვეში ერთხელ კვებოთ. სუბსტრატში ზედმეტი მარილი უნდა მოშორდეს თბილი წყლის ნაკადით თვეში ერთხელ 15-20 წთ ით გრუნტის გამორეცხვის გზით.
გამრავლება- სახლის პირობებში ყველაზე ადვილი მეთოდი ვეგეტატიურია - გვერდითა შვილეული ტოტებით. ისინი ვითარდება, როგორც ფოთლის როზეტებთან, ისე საყვავილე ღერზე, საჭიროა დაელოდოთ მსთზე ფესვების ზრდას, მერე კი შეგიძლიათ ჩარგოთ ცალკე ქოთანში.
მოვლის პრობლემები: უმეტესი პრობლემის მიზეზი მოვლის არასათანადო პირობებია. თუ მას ყურადღებით მოექცევით, პრობლემაც ნაკლები იქნება. რა აშინებთ მოყვარულებს? თუ მცენარე არ ყვავის, ფოთლები ყვითლდება ან რაიმე სხვა ცვლილებას განიცდის, კიდევ ბევრი სხვა „თუ“ ჩნდება ხოლმე.
-ორქიდეა არ ყვავის, თუ მას განათება აკლია, თუ მას 25გრ ზე მაღალ ტემპერატურზე დებთ, თუ მცენარე ხვდება ორპირში, ირწყვება ცივი წყლით, აკლია სასუქი, ან ცოტა ხნის წინ გადარგეს.
- ფოთლები ყვითლდება ბუნებრივად - დაბერების შედეგად (ქვედა ყველაზე ბებერი ფოთლები ყველაზე ადრე კვდება და ეს ბუნებრივია). მაგრამ ზედა ფოთლების მოწყენა, გაყვითლება ზედმეტი მორწყვის , მცენარის მოყინვის ან ზედმეტი გადაციების შედეგია.
- თუ ყვავილობის მერე საყვავილე სწრაფად ყვითლდება, უნდა დაელოდოთ მის ბოლომდე გახმობას და მერე მოაცალოთ. ახალი ღეროს ამოსვლა დამოკიდებულია მოვლის პირობებზე და მცენარის ძალაზე. ამას შეიძლება დასჭირდეს ნახევარი წლიდან 2წლამდე დრო. თუ საყვავილე ღერო ყვავილობიდან 2- 3 კვირის მერეც რჩება ცოცხალი, მწვანეა, ნუ მოჭრით მას - იგი 2-4 თვის მერე ისევ გამოიღებს კოკრებს ან განივითარებს ‘შვილებს“.
- მავნე მწერებით - აბლაბუდა ტკიპით, ფქვილისებრი ცრუფარიანათი დაზიანება თუ მოხდა, იგი უნდა შეიწამლოს აგრავერტინით, ფიტოვერმით, აქტარათი, ნეორონით. დაავადებების საწინააღმდეგოოდ - ( ძირითადად ეს ლპობაა), მორწყვის დარეგულირებაა საჭირო, მაგრამ შესაძლოა მკურნალობაც დასჭირდეს. ასეთ დროს იყენებენ ბიოლოგიურ პრეპარატებს. მაგ. ფიტოსპორინ -მ, თხევადი სახით. მხოლოდ მისი გამოყენებც შველის მცენარეს და პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს მომავალში სხვა დაავადებების წინააღმდეგ.
ოთახის მცენარეები მთლიანად თქვენზე არიან დამოკიდებულნი - თქვენ წყვეტთ , როდის მორწყათ, როდის და რით კვებოთ, უნდა გადარგათ, თუ - არა. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ სპონტანურად, არამედ მცენარის საჭიროებიდან , მისი სახეობიდან და კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე. პირობები უნდა შეფასდეს არა მარტო ჩვენი თვალთახედვით, არამედ მცენარეთა მოთხოვნებიდან გმომდინარე, - 1 გრ ით რტემპერატურის მატება ადამიანისთვის ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ არა მცენარეებისთვის, მათ ეს სტრესში აგდებთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ადამიანის და მცენარის თანაარსებობა ორივესთვის მაქსიმალურად კომფორტული და სასარგებლო იყოს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის