პახირა

აერთიანებს 24 სახეობას, მიეკუთვნება ტუხტისებრთა ოჯახს, ზოგი სახეობის ნაყოფი საკვებად ვარგისია. ყველაზე  გავრცელებული სახეობაა წყლის პახირა, მისი ნაყოფი იჭმევა, გარეგნულად ბოთლის ხეს ჰგავს, შეიძლება მისი გაზრდა ბონსაიდ. ნელა იზრდება, მაგრამ სწორი მოვლის შემთხვევაში 3მ საც აღწევს. ზოგადად , იზრდება როგორც ერთი მცენარე,, თუმცა ხანდახან რამდენიმე ტოტადაც ზრდიან - ერთ ქოთანში რგავენ რამდენიმე ტოტს, მერე წნავენ და მიიღება საკმაოდ ლამაზი მცენარე, დაახლოებით  3 წელიწადში.
განათება - ესაჭიროება კარგი გაბნეული განათება, ამიტომ მას დებენ აღ. ან დას. მხარეს, ს. მხარეს კი მას თხელ ფარდას უფარებენ შუადღეზე  10-17სთ შუალედში. ჩრ.მხარეს სინათლე საკმარისი არაა,, მცენარე იწელება და დეკორატიულობას კარგავს. ზაფხულში გააქვთ გარეთ , მზისგან , წვიმისგან და ქარისგან დაცულ ადგილზე.ახალ ადგლს ნელნელა აჩვევენ.
ტემპერატურა -  გაზაფხულ-ზაფხულში 21-25გრ, ზამთარში კი 15-18გრ სჭირდება. მას არ დებენ გამათბობელთან ახლოს, არც ორპირში უნდა მოხვდეს -მცენარე ავადდება და შეიძლება კიდეც მოკვდეს.
მორწყვა - რწყავენ თბილი, ნადგამი წყლით. ჯობს ძირიდან მორწყათ, ან ქოთნის კიდეზე, რომ ღერო არ დასველდეს. გაზაფხულ-ზაფხულში მას რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ. შემოდგომიდან ზამთრის დასასრულამდე იშვიათად რწყავენ. ზედმეტი წყლის გამო ღერო ლპობას დაიწყებს, ნაკლებობისას კი ფოთლები დაბლა ეშვება.
შესხურება -  აუცილებელი არაა, სიმშრალეშიც კარგად იზრდება, მაგრამ დანამვა მასზე კარგად აისახება. ინამება მხოლოდ ფოთლები. ღეროზე ზედმეტი წყლის მოხვედრა ალპობს მას.
კვება - ზამთარსა და შემოდგომაზე არ კვებავენ. გაზაფხულიდან თვეში ერთხელ აძლევენ კომპლექსურ მინერალურ სასუქს, ზაფხულის ბოლომდე.
გასხვლა  -  გაზრდილ ტოტებს გაზაფხულზე სხლავენ, მათ ნაცვლად ახალი ტოტები იზრდება და მცენარე მეტად იბუჩქება.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს რგავენ მარტში. ქოთანი არაღრმა და წინაზე ოდნავ განიერი უნდა იყოს. - ღრმაში მცენარე ცუდად იზრდება და ავადმყოფობს, ძირში ყრიან დრენაჟს, ნიადაგი შედგება თანაბარი ოდენობის ქვიშის, კორდის და ფოთლოვანი მიწისგან. უმატებენ კიდევ ხის ნახშირს და აგურის ნაფხვენებს.
დათესვა - რაც უფრო დიდხანს ინახება თესლი, მით ნაკლებია ამოსვლის შანსი. თესავენ განიერ კონტეინერში. სუბსტრატის ზემოდან და თითქმის არც აყრიან ზემოდან მიწას. ნამავენ და აფარებენ ცელოფანს , დებენ 25-27გრ ზე. რეგულარულად ანიავებენ. სწორი მოვლისას 3-4 კვირაში ნათესი ამოდის.
გამრავლება ტოტით - ასე მრავლდება იგი ზაფხულში. ტოტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფეხი, ანუ დიდი რტოს ნაწილი. დასაფესვიანებლად საჭიროა ტენიანი ჰაერი და 26-28გრ.
დაავადებები -  მცენარე ლპება - ზედმეტი წყალი ფესვს ალპობს, ღეროც ლპება , თუ მას ხშირად ხვდება წყალი.
ფოთლები ყავისფერდება - მორწყვის უკმარისობა, ორპირი, ჰაერის სიმშრალე იწვევს
ფოთლები ეხვევა - და კიდეები უყავისფერდება  დაბალ ტემპერატურაზე ან დღე-ღამის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე.
მცენარე იწელება - არასაკმარისი განათების გამო
ფოთლებზე ლაქები - პირდაპირი მზის სხივებით დამწვრობისას უჩნდება
მავნებლები - ძირითადად მას ფარიანა და აბლაბუდა ტკიპა აზიანებს
სახეობები - წყლის პახირა - ს. ამერიკის ტროპიკებიდანაა. სწორი მოვლისას იზრდება 3მ სიმაღლის. ვარჯის დიამეტრი კი 1,5მ აღწევს. მას დიდხანს შეუძლია გვალვაში ყოფნა, რადგან იყენებს ღერში დაგროვილ წყალს. ზედმეტ მორწყვას კი ცუდად იტანს, ფოთლები ტყავისებრია, მუქი მწვანე, კულტურაში ძნელად ყვავის. ჯიშის მიხედვით აქვს თეთრი ან მოყვითალო ყვავილი, შეკრული საგველა ყვავილედად. ნაყოფი - ოვალური კენკრაა, 10-25სმ სიგრძით. იჭმევა თესლიც.

04 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно