როგორ მოვაშოროთ ქინქლები ყვავილებს

როგორ მოვაშოროთ ქინქლები ყვავილებს

ბევრი მეყვავილე აწყდება პრობლემას ქოთნებში ქინქლების სახით.თუნდაც მათ ზიანის მოტანა არ შეეძლოთ მათი არსებობა არ ითვლება ნორმად.ეს მიგვანიშნებს მოვლის პრობლემებზე.შეგვიძლია თუ არა თავი დავაღწიოთ საძულველ მწერებს? რაზე მეტყველებს მათი გამოჩენა?

 

ქინქლები ყვავილებში -საშიშია თუ არა?

ყვავილის ქინქლა მიეკუთვნება ორფრთიანი მწერების მრავალრიცხოვან ოჯახს,რომელთა განსხვავებული სახეობები უკვე 1800-მდე აღწევს.მიუხედავად სახელისა - ყვავილის ქინქლები - სინამდვილეში სოკოს კოღოებია.თუმცა ნუ შეგეშინდებათ - ყვავილის ქინქლები ადამიანისათვის საშიში არაა.მაგრამ საშიშია ისინი მცენარეებისთვის თუ არა?

საინტერესოა

სოკოს კოღოს მეორე მეცნიერული სახელია - სციარიდის ბუზი.იგი პატარა შავ-ნაცრისფერი მწერია,რომელსაც ფრთების ერთი წყვილი აქვს.თუ ეს ბუზები ქოთნებში დიდი ხნით დასახლდებიან,დროთა განმავლობაში კვერცხებს დადებენ.მათი პოვნა ძნელი არ არის,თეთრი,ნახევრადგამჭვირვალე მატლები ნიადაგის ზედა ფენაში ლოკალიზდებიან.

ბევრი ქინქლას ოთახის მცენარეების მავნებლად მიიჩნევს.ეს მცდარი აზრია! ქინქლები ზრდასრული მცენარის ფესვებს ვერ დააზიანებენ,უბრალოდ ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ ნესტიან გარემოში.ეს მწერები მცენარის მკვდარი ნაწილებით იკვებებიან,ეს კი იმას ნიშნავს რომ მათი მუდმივი არსებობა - ფესვთა სისტემის ლპობის საშიშროებაზე მიგვანიშნებს.თუმცაღა სოკოს კოღოებს შეუძლიათ დააზიანონ ახალგაზრდა ნერგი,დააზიანებენ რა მის ფესვებს.

თუ ყვავილებში ქინქლები გაჩნდა,ყურადღება მიაქციეთ მორწყვის რეჟიმს და ტენიანობას.ხშირად ქინქლები ზამთრის პერიოდში ჩნდება,როდესაც მცენარეს ნაკლები ტენი ესაჭიროება,ნიადაგი კი მორწყვებს შორის საკმარისად ვერ ასწრებს გაშრობას.შესანიშნავი პირობები იქმნება ქინქლებისათვის ხშირი მორწყვით და სიგრილით,ასეთ შემთხვევაში მათი ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ! მაგრამ ქინქლების გაჩენა ყოველთვის არასწორი მოვლის შედეგი არ არის.ხანდახან მათი წარმოშობის წყარო ხდება შეძენილი ტორფის სუბსტრატი,ტორფი კი ამ მწერების ‘’მშობლიური სახლია’’.თუ თქვენ შეამჩნევთ მწერებს შეძენილ სუბსტრატში,ჯობია მისგან განთავისუფლდეთ.პირველ რიგში ეს არის არასწორი შენახვის შედეგი,მეორე რიგში დაამუშავეთ ნაყიდი გრუნტი, ასეთ პირობებში მწერს გადარჩენის მცირე შანსი აქვს.გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

როგორ ვებრძოლოთ ქინქლებს?  არსებობს მრავალი ხერხი სოკოს  კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად,ზოგიერთი მომენტალურ შედეგს იძლევა,ზოგი კი დროს  მოითხოვს.მაგრამ ვიდრე რომელიმე მათგანს გამოიყენებთ ყურადღება მიაქციეთ მცენარის შენახვის პირობებს.ქინქლები უბრალოდ არ ჩნდება,როგორც ზემოთ ითქვა ისინი ორგანული ნარჩენებით იკვებებიან -მკვდარი ფესვების ნარჩენებით და საარსებოდ უპირეტესობას ანიჭებენ სინესტეს.შესაძლოა თქვენ არ აცდით მორწყვებს შორის მიწას გაშრობას და იმაზე მეტ წყალს უსხამთ მცენარეს ვიდრე მას შეუძლია ათვისება? ზოგიერთი მცენარისათვის ეს დამღუპველია! გაანალიზეთ მორწყვის რეჟიმი,ასევე გრუნტის შემადგენლობა.შესაძლოა საჭირო იყოს ტორფის რაოდენობის შემცირება და ბაღის მიწის დამატება.ასევე დაამატეთ გამაფხვიერებლები (ქვიშა,პერლიტი,ვერმიკულიტი,კერამზიტი,ხის ნახშირი) სუბსტრატის უკეთესი ჰაერგამტარობისათვის.შეაშრეთ ნიადაგი,შემდეგ კი უფრო ზომიერად მორწყეთ,დააკვირდით რა პერიოდულობით შრება მიწა ქოთანში.თუნდაც თქვენ შეძლოთ დაუპატიჟებებლი სტუმრების მოშორება,ისინი კვლავ შეიძლება გამოჩნდნენ თუ თქვენ ერთხელ კიდევ მეტი მოგივათ წყალი.

დაიმახსოვრეთ!

უმჯობესია მცენარეები მორწყვათ უხვად და იშვიათად,ხშირი მორწყვა ასუსტებს მცენარეს,ხდის მას ნაკლებად მდგრადს.ეს არ ეხება ისეთ მცენარეებს რომლებსაც გრუნტი მუდამ ტენიანი უნდა ქონდეთ (გვიმრა, ჰოიას ზოგიერთი სახეობა,აზალია, ციკლამენი,  ფიტონია, პრიმულა, სპატიფილუმი  და პალმების  უმრავლესობა).ასევე მნიშვნელოვანია მორწყვისა და ტემპერატურის შეთავსება - რაც უფრო დაბალია ტემპერატურა,მით ნაკლები წყალია საჭირო.

თუ ნაყიდ სუბსტრატში აღმოჩნდა ქინქლები,რეკომენდებულია მისი მდუღარე წყლით დამუშავება.ამისათვის ჩაყარეთ მიწა დიდ ქოთანში და დაასხით  მას ადუღებული წყალი,ასეთი დამუშავებისას რა თქმა უნდა მიწა დაკარგავს სასარგებლო ელემენტების ნაწილს.მაგრამ თქვენ ხომ არ იცით რამდენი ხნის წინ ჩასახლდნენ ქინქლები ნიადაგში,შეიძლება მათ კვერცხებიც კი დადეს.ამიტომ მცენარის ჩარგვამდე ნიადაგი დაამუშავეთ.თუ მწერებს ყვავილიან ქოთანში აღმოაჩენთ,გამოიყენეთ ხალხური საშუალებები.ცნობილია რომ,ციტრუსის გამხმარი ქერქები მრავალგვარ მწერს აფრთხობს,მათ შორის ჩრჩილსაც.მათი ნაყენი კი გამოიყენება მცენარის მავნებლების  წინააღმდეგ.მცენარის მთავარი ღეროს გარშემო შემოალაგეთ გამშრალი ქერქები,მორწყვის დროს კი აიღეთ რომ არ დასველდეს.

ხახვის და ნივრის ნაყენიც დააფრთხობს ქინქლებს.აუცილებელი არ არის ნაყენის გამოყენება მოსარწყავად,ნაყენით შეიძლება დანამოთ ნიადაგის ზედაპირი.თუ ქინქლები დიდი რაოდენობით შეინიშნება,მაშინ მორწყეთ ნიადაგი ოთახის ტემპერატურის,სუსტი კალიუმპერმანგანატის ხსნარით.ეს დეზინფიცირებას გაუკეთებს ნიადაგს სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ,ასევე დამატებითი კვების როლს შეასრულებს.ყველა ნაყენის რეცეპტი (ბალახების,ციტრუსების,ხახვის,მანგანუმის,საპნის) იხილეთ ჩვენს საიტზე https://yvavilebismovla.ge/movla/142-xalxuri-sashualebebi-mcenareebistvis.html

საინტერესო რჩევა

ბევრი მეყვავილე მწერების გაჩენის შემთხვევაში გვირჩევს გამოვიყენოთ ბუზების საწინააღმდეგო წებოვანი ლენტი,რომელიც ფრთხილად უნდა მოათავსოთ მცენარის ახლოს,ან კონკრეტული ქოთნის გვერდით.

ქინქლები მცენარეებში - წებოვანი ლენტის გამოყენება.)

კიდევ ერთი ალტერნატიული საშუალება ქინქლების წინააღმდეგ არის ასანთის ღერები,რომლებიც თავებით უნდა ჩაარჭოთ მცენარის გარშემო ქოთნის კიდესთან ახლოს.ასანთის ღერები ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს.20 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ქოთანს 4 ღერი ასანთი დაჭირდება.ასევე კარგი საშუალება და დამატებით სასუქიცაა - ხის ნაცარი.იგი ნიადაგს ზემოდან ეყრება მცირე რაოდენობით.ნაცრის მოყრა რეკომენდებულია ახალი გადარგული მცენარისთვისაც,რათა თავიდან აიცილოთ მწერების გაჩენა.

ქინქლები - ასანთის ღერების გამოყენება)

კიდევ ერთი უსიამოვნო დანამატი ქინქლებისთვის არის - თამბაქო,რომელიც უნდა მოაფრქვიოთ გრუნტზე.მოყრის შემდეგ უნდა შეშრეს ნიადაგის ზედაპირი.მორწყვის წინ კი სასურველია აიღოთ მიწის ზედა ფენა თამბაქოსთან ერთად,რადგან იგი შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს მცენარისათვის.

ხშირად მორწყვის რეჟიმის დაცვა და ხალხური საშუალების გამოყენება საკმარისია.მაგრამ თუ ვერ მოახერხეთ ქინქლების მოშორება,მოგიწევთ უფრო რადიკალური ზომების მიღება - მცენარის გადარგვა ნიადაგის სრული შეცვლით,ან ქოთანში ნიადაგის ინსექტიციდით დამუშავება.მაგრამ ჯობს თავი აარიდოთ ასეთ უკიდურეს ზომებს,რადგან დამატებითი სტრესი მცენარეს კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ვიდრე თვით ქინქლა.

 თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი - სალთხუციშვილის
04 March 0 99

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно