ხალხური საშუალებები მცენარეებისთვის

სახლის მცენარეებს ხშირად უჩნდებათ დაავადებები ან მავნე მწერები აზიანებენ მათ. ყველაზე მოქმედი ბრძოლის მეთოდი ქიმიური პრეპარატების გამოყენებაა, მაგრამ ისევე, როგორც ანტიბიოტიკები ადამიანზე, ქიმიკატებიც რადიკალურად მოქმედებენ მცენარეებზე. ხალხური საშუალებები კი მეტ ძალისხმევას მოითხოვენ, მაგრამ  მოქმედებენ უფრო ფაქიზად და დამზოგავად. ბევრი მცენარეული პროდუქტი, მაგ. ხახვის ნაფცქვენები, კარტოფილის ნახარში, შეიძლება ყვავილების საკვებად გამოიყენოთ. ბევრი ველურად მზარდი მცენარე ასევე გამოდგება კულტურული მცენარეების წამლად, ნიორი კი საუკეთესო საშუალებადაა მიჩნეული.
ციტრუსის ქერქი:  ციტრუსის გამხმარი ქერქი მავნე მწერებს აფრთხობს, ამიტომ მათ დებენ ჩრჩილის საწინააღმდეგოდ კარადებში, ქოთნებზე ქინქლების საწინააღმდეგოდ. გამოდგება ლიმონის, მანდარინის, ფორთოხლის, ლაიმის, გრეიფრუტის ქერქი. შეიძლება მათი წვრილად დაჭრა და ისე მოყრა ქოთანში მიწაზე მორწყვიდან მეორე დღეს, ან 4-5 დღით ადრე მომდევნო მორწყვამდე. უფრო სერიოზულ მწერებს - ბუგრს, ფარიანას და ფქვილისებრ ფარიანას ებრძვიან დამატებითი საშუალებით - ციტრუსის ქერქის ნაყენით. ამისთვის 100გრ გამხმარ ან ახალ ქერქს დაასხით 1ლ თბილი წყალი, დადეთ სითბოში 4 დღე  და მერე შეასხურეთ მცენარეს.

ნიორი და ხახვი: ნივრის ნაყენი წარმატებით გამოიყენება ფრთათეთრას, ტკიპის და ფარიანას წინააღმდეგ. დაქუცმაცებულ ნიორს ასხამენ მდუღარეს, 1 თავზე - 1ლ, აყენებენ 7 დღეს, აზავებენ 50გრ ხსნრს 10ლ წყალში და ამ ხსნარით ამუშავებენ მცენარეს. იგი შველის ბევრ სხვა რამესაც - ჟანგას, ლაქოვანებას, ფიტოფტორას,. შეიძლება ნივრის და მისი ნაფცქვენების ერთობლივი გამოყენებაც. ასევე ნაფცქვენის ნაყენის ცალკე  მომზადებაც  და გამოყენებაც შეიძლება 100გრ ნაფცქვენზე 10ლ წყლის დასხმით და ერთი დღით დაყენების შემდეგ.
ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს, რომლის სუნი აფრთხობს ბუგრს, ტრიპსებს, ტკიპებს, სხვა მწოველ მწერებს, შველის ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებსაც. ხახვს ხეხავენ ან აბლენდერებენ, ასხამენ წყალს პროპორციით 1:1, ხურავენ ქილას და დებენ 8 დღე, მერე აზავებენ 20მლ ნაყენს 10ლ წყალში და იყენებენ შესასხურებლად. მას ასევე დიდი ეფექტი აქვს სამკურნალო მხრივ ან დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 150გრ ნაფცქვენებს ასხამენ 10ლ  მდუღარე წყალს, აყენებენ ერთ დღეს  და მერე იყენებენ. ეს ხალხური საშუალებები არ ინახება, მაშინვე უნდა იქნეს გამოყენებული. შეიძლება როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ასევე ბაღშიც იხმაროთ მავნებლების წინააღმდეგ.   
მწვანე და სამეურნეო საპონი: მავნებლები ზოგჯერ მცენარეზე ტოვებენ უხილავ კვალს, რომელზეც მერე სოკოვანი დაავადება   ვითარდება, ამიტომ საპნიანი შხაპი სასარგებლოა მწერებთან ბრძოლის საწყის ეტაპზე. საპნიან ხსნარში დასველებული  რბილი ღრუბლით  წმენდენ ფოთლებს და ღეროებს, მერე კი ჩამორეცხავენ თბილი წყლით. ასეთ ხსნრს სუფთა სახით იყენებენ ბუგრის, ტკიპის, ფარიანას წინააღმდეგ. 200გრ გახეხილ საპონს ხსნიან 10ლ ცხელ წყალში  მერე კი ასხურებენ მცენარეებს, სარეცხ საპონს ასევე იყენებენ ინსექტიციდების წებოვნების გასაზრდელად. იმისთვის, რომ წამალი შერჩეს ფოთლებზე და კარგად შეითვისოს მცენარემ, მზა ხსნარს ამატებენ ცოტა საპონს. მცენარეული საშუალებაა ასევე მწვანე საპონი, მისი ზემოქმედება ეფექტურია ბუგრზე,  ტკიპაზე, ფარიანაზე, ლპობაზე, ლაქოვანებაზე, ფიტოფტორაზე და სხვ. იგი არ ვნებს ადამიანს, ცხოველებს, სასარგებლო მწერებს, დოზები მითითებულია შეფუთვაზე.  

 თამბაქო და ნაცარი: ეს საშუალებები უფრო  მეტად გამოიყენება მღრღნელი და მწოვარა მწერების -ბუგრის, ტრიპსების, ტკიპას, ხოჭოები, მუხლუხოების, ჭიაყელების წინააღმდეგ. ანადგურებს ასევე

ქინქლებსაც.უპირატესობა ენიჭება სუფთა თამბაქოს, დანამატების და მინარევების გარეშე, გამოდგება ახალი ნედლეულიც -თამბაქოს ფოთლები, მტვერი. მათგან მზადდება ნაყენი - ასხამენ ცხელ წყალს პროპორციით 1:10, აჩერებენ 1 დღე, უმატებენ სარეცხ საპონს 40გრ ს 10ლ ზე და იყენებენ შესასხურებლად. ასევე იყენებენ ნაცარს, მაგრამ ნაცარი მიღებული უნდა იყოს სუფთა ბუნებრივი მასალისგან - ქაღალდის ან ხის დაწვით. მშრალ თამბაქოს ან ნაცარს აყრიან მიწას ზემოდან ქოთნებში. ეს აფრთხობს მწერებს, კერძოდ - ქინქლებს. ამას გარდა, ნაცარი მშვენიერი სასუქიცაა.  
კალიუმის პერმანგანატის ხსნარი, ფურაცილინი, სოდა:  მცენარეს ბევრი მიკროელემენტი ესაჭიროება, მათ შორის მანგანუმი. ის ხელს უწყობს ზრდას, აძლიერებს ფესვთა სისტემას, მისი ბაცი ვარდისფერი ხსნარით რწყავენ მცენარეებს, ისინი იღებენ სასარგებლო ელემენტებს, მიწაში მცხოვრები მავნე მწერებისთვის კი იგი შხამია. ეს ასევე მიწის  დეზინფექციაა  სოკოს და ბაქტერიების წინაააღმდეგ მიმართული, რომლებიც იწვევენ ფესვების  დაავადებებს. იმისთვის, რომ ფესვები არ დაწვას, ხსნარი ძალიან ღია ვარდიფერი უნდა იყოს, ასეთ ხსნარს ასევეე ასხურებენ ყვავილებს ბუგრის, ტკიპის და ფრთათეთრას წინააღმდეგ. რამდენიმე კრისტალს აგდებენ 10ლ წყალში ან მოსარწყავ წყალს ამატებენ რამდენიმე წვეთ უკვე წინასწარ გამზადებულ „მარგანცოვკას“.
იყენებენ სოდასაც სოკოვანი დაავადების დროს ან გრძელცხვირას გასაგდებად. 30-40გრ სოდას ხსნიან 10ლ წყალში და ამატებენ სარეცხ საპონს.
იმავე მიზნით გამოიყენება ფურაცილინიც -2 დაფხვნილი აბი იხსნება 1ლ ცხელ წყალში, გაციებული ხსნარი იხმარება შესასხურებლად როგორც ბაღში, ისე ოთახის მცენარეებისთვის.
ნაყენი და ნახარში: ბაბუაწვერა, ქრიტესისხლა, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, აბზინდა, ლაშქარა: ჭინჭარი კარგი იმუნომოდულატორია დეკორატიული მცენარეებისთვის, მისი გამოყენება რეგულარულად კარგად ზრდის მცენარეებს. ნაყენს ფესვებთან მიწაში  უსხამენ მცენარეს ან ასხურებენ თითქმის ყველა დაავადების პროფილაქტიკისთვის, ასევე მავნებლების წინაააღმდეგ. ნაყენის დასამზადებლად 700გრ ახალ ბალახს ასხამენ 5ლ მდუღარეს. ახურავენ თავზე და აყენებენ თბილ ადგილზე, გარკვეული პერიოდის მერე იგი დუღილს იწყებს და რეგულარულ მორევას საჭიროებს, ამ ხსნარს საკმაოდ გამოხტული სუნი აქვს, სჯობს მისი მომზადება აგარაკზე,, მე-5 დღეს წურავენ, ხსნარს კი აზავებენ ფესვებზე დასასხმელად 1:10, შესასხურებლადკი 1:20 პროპორციით. ასევე იყენებენ სხვა მინდვრის მცენარეების ნაყენს ზაფხულობით -შვიტას, აბზინდს, ლაშქარას. ამ უკანასკნელის ნაყენი შემადგენლობით უტოლდება კომპლექსურ სასუქს და აზოტის და კალიუმის კარგი წყაროა. აბზინდა მცენარის იმუნიტეტს ზრდის, გამოდგება ბაქტერიული დაავადებების, ფოთლის მღრღნელი და მწუწნავი მწერების საწინააღმდეგო ბრძოლისთვის, მინდვრის შვიტა ასევე გამოიყენება მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ,  აძლიერებს იმუნიტეტს და ამაგრებს მცენარის ქსოვილებს. შესხურება სჯობს ჩატარდეს საღამოს, რომ მზის სხივები არ მოხვდეს მცენარეს. ქრისტესისხლას ნაყენით მცენარეს წმენდენ ფარიანას, ტრიპსის ან ფქვილისებრი ცრუფარიანას

წინაააღმდეგ. 100გრ მშრალ ბალახს ასხამენ 1ლ მდუღარეს, დებენ 2 დღე. ასევე მოქმედებს ბაბუაწვერაც  და ამავე დროს სპობს ტკიპასაც, სჯობს ახალი ბალახის გამოყენება - 50გრ ფოთლებს და ფესვებს ასხამენ 1ლ ცხელ წყალს, აჩერებენ 5 სთ. მერე კი ამუშავებენ მცენარეს ამ ნაყენით.ასეთი ხალხური აშუალებები   გამოიყენება გამხმარი სახითაც -150გრ გამხმარი ნედლეული 10ლ ცივ წყალზე. აყენებენ დღის განმავლობაში , მერე მიჰყავთ ადუღებამდე წყლის ორთქლზე. მას აღარ აზავებენ, ასევე ასხამენ მცენარეს ან რწყავენ


      
სურნელოვანი ყვავილები:ლავანდა,მათიოლა,გულყვითელა,ხავერდა, დედოფლის ყვავილი,წინწკალა,სანელებლები,-არსებობენ მცენარეები,რომლების მეზობელი მცენარეების დამცველად გვევლინებიან, ეს ფიტონციდები ქმნიან ბარიერს მავნებლების და დაავადებებისთვის. სანელებლებიდან გამოირჩევა რეჰანი, ქინძი,პიტნა, სალბი, ბარამბ, ასევე კამა, ოხრახუში, ბაღში ან ფანჯარაზე ასეთი სურნელოვანი მცენარეების მინი-ბაღი დააფრთხობს მწერებს და თანაც გაგილამაზებთ გარემოს. ორმაგი სარგებელია.ზოგიერთი მცენარე მოქმედებს მიწის ქვეშაც და იცავს მეზობლებს მწერების და დაავადებებისგან, ასეთია ხავერდა და კალენდულა. ამ მცენარეებს რგავენ სხვა მცენარეების ირგვლივ, კვლების გარეთ, ამით იცავენ მათ სოკოვანი და ვირუსული დაავადებებისგან. ხავერდას ყვავილებისგან მზადდება ნაყენი, რომელსაც ასევე იყენებენ .ამისთვის მოყვავილებულ ნაწილებს ფოთლებთან ერთად ყრიან ქვაბში, ასხამენ ცხელ წყალს თანაბარი პროპორციით, დებენ 2 დღე, წურავენ და ამ ხსნარს ასხურებენ მცენარეს ბუგრის, ტკიპას, ტრიპსების, ფრთათეთრას, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ასევე იცავს ჩითილებსაც „შავი ფეხისგან“.
მნიშვნელოვანი წესები: თუ თქვენს მცენარეს აღმოაჩნდა რაიმე დაავადება, ან მავნე მწერები იპოვნეთ ქოთანში, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, ეს ზომები ასეთია:
- მცენარეს უწყობთ კარანტინს, ხდება მისი იზოლირება სხვა მცენარეებისგან, რომ გავრცელება აიცილოთ თავიდან
- რბილი ღრუბლით, რომელიც დასველებულია საპნიან წყალში,ან ბამბით, რომელიც ამოვლებულია გულყვითელას ნაყენში, აშორებთ მცენარეს თვალსაჩინო მწერებს ან ნადებს ფოთლებიდან
-  მოუწყვეთ მცენარეს თბილი შხაპი,ოღონდ მიწას დააფარეთ ცელოფანი.
 - არ დადოთ ქოთანი მზეზე,სჯობს დადოთ თბილ,ნათელ ადგილზე.
- დააფიქსირეთ მცენარის დამუშავების თარიღი, რომ არ დაგავიწყდეთ მომდევნო პროცედურის ჩატარება 7-10 დღეში.
- გახსოვდეთ -მწერებს არ უყვართ ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ მცენარეები, სოკოს შემთხვევაში კი - პირიქით, ოთახში შეამცირეთ ტენიანობა.
- პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარეთ ფესვის და ფოთლის კვება ბალახების ნაყენით 10 დღეში ერთხელ, ასე შესძლებთ მცენარის იმუნიტეტის სტიმულირებას
- რეგულარულად დააათვალიერეთ მცენარეები, რომ თავიდნ აიცილოთ დაავადების რეციდივი. სხვა რჩევების მისაღებად დააკლიკეთ


24 February 0 24 415
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно