მონსტერას გამრავლება

თუ მონსტერას მფლობელს შეეკითხებით როგორ უნდა გაამრავლოთ მონსტერა,ალბათ გიპასუხებთ რომ ამის გაკეთება ძალიან იოლია.სინამდვილეში კი ბევრი ნიუანსი არსებობს, რომლის ცოდნაც აუცილებელია.თუ თქვენ გადაწყვეტთ მონსტერას გამრავლებას,ისე რომ არ გაერკვეთ პროცესის თავისებურებებში,რაღაც შედეგს მიაღწევთ,მაგრამ დიდ ძალისხმევას და დროს დახარჯავთ.რაც მთავარია შეიძლება ამისგან მცენარეც დაზიანდეს.

მონსტერას უდიდესი უპირატესოა გააჩნია გამრავლების საკითხში: ეს მცენარე საკმაოდ ადვილად ფესვიანდება.ამასთან გასამრავლებლად შეიძლება გამოიყენოთ პრაქტიკულად მისი ყველა ნაწილი,იგი ხომ ტროპიკული ლიანაა,რომელიც ბუნებეში ნებისმიერი გზით ცდილობს არსებობას.
მონსტერას გამრავლების ხერხები:  
გამრავლება კენწეროს კალმით.ზრდასრულ მონსტერას შეიძლება მოაჭრათ კენწერო და დააფესვიანოთ.იგი წყალში უნდა ჩადოთ,რომ ფესვები გამოუშვას.სასურველია დაელოდოთ,ვიდრე თუნდაც სამი ფესვის წანაზარდი გამოჩნდება.მაგრამ რაც მეტი იქნება,მით უკეთესი,რადგან მცენარე ნაკლებ დროს და ძალას დახარჯავს ფესვების ჩასაზრდელად,რაც იმას ნიშნავს რომ პირველი ფოთლების ნაზარდი მალევე გამოჩნდება.

მონსტერას გამრავლება ღეროს კალმებით.გამრავლების მეორე ხერხია - ღეროს კალმებით გამრავლება.ამისათვის უნდა აიღოთ ღეროს ნაწილი,რომელსაც თუნდაც ორი მუხლი მაინც აქვს და უბრალოდ დადოთ გრუნტზე.უკეთესია თუ მსუბუქ სუბსტრატს გამოიყენებთ,გამოსადეგია ჰიდროგელიც,თუმცა გრუნტი უკეთესია.

აიღეთ კალამი და ისე მოათავსეთ ნიადაგზე რომ ერთი კვირტი მიწას ეხებოდეს.ზემოდან მიწის დაყრა ან ჩაფვლაც კი არაა საჭირო,საკმარისია მისი მორწყვა და პერიოდული დანამვა.მაგარამ აუცილებელია დასათბურება - მაგალითად შეიძლება მინა ან პარკი დააფაროთ,რომელიც შეინარჩუნებს აუცილებელ მიკროკლიმატს კალმის გარშემო.ხანდახან საჭირო იქნება საფარებლის მოხდა და განიავება.როდესაც ფესვები გამოჩნდება უკვე შეიძლება დაფესვიანებული კალამი მუდმივ ადგილას გადაირგას.ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს პირველი ფოთლებიც,მათ გულის ფორმა აქვთ,დაჭრილი ფორმის ფოთლები უფრო მოგვიანებით ამოდიან.

მონსტერას გამრავლება ფოთლებით

მრავალი მეყვავილე გვიზიარებს გამოცდილებას მონსტერას ფოთლით გამრავლების მეთოდით,ამ მეთოდსაც აქვს არსებობის უფლება.მაგრამ ზოგჯერ იგი არ ამართლებს: ფოთოლი ჭკნება და მისი დაფესვიანება საკმაოდ ძნელდება.მაგრამ თუ თქვენ ხელში ჩაგივარდათ ფოთოლი (მაგალითად შემთხვევით მოტყდა თქვენი ნაცნობის მონსტერას,ან ოფისში მდგომ მცენარეს),მაშინ შეიძლება ცდა.ამისათვის უკეთესია ფოთოლი ჩადოთ წყალში და დაელოდოთ ვიდრე დიდი რაოდენობით ფესვები არ წარმოიქმნება.ამიტომ ქილა ან სხვა ჭურჭელი რომელშიც ფოთოლი იქნება მოთავსებული შედარებით მოზრდილი უნდა იყოს,1.5 ან 2 ლიტრიანი.ფესვების გამოჩენის შემდეგ კი შეიძლება ფოთოლი გრუნტში ჩაირგას.

მონსტერას გამრავლება საჰაერო კალმებით

ეს მეთოდი უფრო სახლაფორთოა,მაგრამ შედეგი უფრო საიმედო ვიდრე წინა ორ შემთხვევაში.მოძებნეთ მცენარეზე ნამხრევი - ფოთოლი,რომლისგანაც უფრო ძლიერი საჰაერო ფესვებია გამოზრდილი და უზრუნველყავით ისინი ტენით:შემოახვიეთ ხავსი,რომელიც გამუდმებით უნდა დაასველოთ და დანამოთ. რომ არ გამოშრეს გარშემო შემოახვიეთ ცელოფანი -გამოვა თავისებური სათბური.შემოხვევა არ არის საჭირო მჭიდროდ,რომ ფესვებს ჰქონდეთ ადგილი ზრდისათვის.როდესაც ფესვები საკმაოდ მოძლიერდება ჩააჭერით დედა მცენარეს დაფესვიანებული ნამხრევი და გადარგეთ მუდმივ ადგილას.მსგავსი  ვარიანტია ღეროზე წყლიანი პლასტმასის ბოთლის მიმაგრება და მასში ფესვების მოთავსება.  

პრობლემები და ნიუანსები მონსტერას გამრავლების დროს

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ,მონსტერას გამრავლებისას შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი

მონსტერას დაფესვიანების პროცესის ხანგრძლივობა.

პირველი პრობლემა რასაც შეიძლება გადააწყდეთ - ეს  დაფესვიანების პროცესის ხანგრძლივობაა.თუ მონსტერას კალმებით ამრავლებთ ის პირველ რიგში ფესვების გაზრდას იწყებს და შემდეგ ფოთლების.პროცესის დაჩქრება შესაძლებელია ზრდის სტიმულატორების გამოყენებით.ასევე ნუ იჩქარებთ კალმის გადარგვას ფესვების გამოჩენისთანავე,დააცადეთ მათ წამოზრდა.რაც უფრო ბევრია და ღონიერია ფესვები,მით მალე დაიწყებს გადარგული მცენარე ზრდას.

წვრილი ძირი და მძიმე კენწერო - კიდევ ერთი თავისებურებაა რომელიც უნდა გაითვალიწინოთ: ლიანა რომელიც ზემოთ აგრძელებს ზრდას ძირში იგივე ზომის რჩება,რაც თავდაპირველა დაფესვიანებული კალამი იყო.ანუ  ძირში ღერო ხშირად წვრილი რჩება,ვიდრე ზემო ნაწილში.ამის გამო შეიძლება მცენარე გადატყდეს.როგორ მოვიქცეთ?პირველ რიგში დასაკალმებლად  შეარჩიეთ მსხვილი ღერო.მეორე რიგში მალევე იზრუნეთ საყრდენებზე ახალი ნაზარდისათვის.მონსტერას აუცილებლად სჭირდება საყრდენი.მესამე რიგში,თუ ძირი მეტისმეტად წვრილია შეეცადეთ ჩაფლათ იგი ქოთანში შედარებით ღრმად,მიაყარეთ მიწა ან გადარგეთ მცენარე უფრო ღრმა ქოთანში.

თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის


Loading the player...
03 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно