აბუსალათინის ზეთი მცენარეებისთვის
ოთახის მცენარეები ხშირად მთელი წელი შეიძლება ყვავილობდნენ და სახლში ადამიანებს იმაზე მეტად ახარებდნენ, ვიდრე აგარაკზე, მხოლოდ დასვენების დღეებში ან ზაფხულში ჩასულებს. სახლის მცენარეები რამდენიმე წელი ცხოვრობენ, არ იკავებენ დიდ ადგილს და საერთოდ, ბევრი პლიუსიც აქვთ. მაგრამ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად უჭირთ თავად მცენარეებს - ისინი იზრდებიან ვიწრო ქოთნებში,მიწაში სასარგებლო ნივთიერებები და საკვები ფართობი მცირეა, მათ გამუდმებით არ ჰყოფნით მიკროელემენტები ზრდა-გავითარებისთვის, ყვავილობისთვის. ამიტომ მათ იმაზე მეტადაც კი სჭირდებათ სასუქი, ვიდრე გარეთ, ღია გრუნტში მზარდ მცენარეებს, საკვების გარეშე მცენარე სუსტდება, უსიცოცხლო ხდება, ფოთლები სცვივა, ახალი ტოტები არ ეზრდება და ძალა არ ჰყოფნის დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლისთვის. ადამიანები მცენარის დახმარებაზე ხშირად მას მერე იწყებენ ფიქრს, როცა იგი უკვე სიკვდილ - სიცოცხლის ზღვარზეა ხოლმე.
ბევრი მეყვავილე ცდილობს მცენარე ხშირად გადარგოს ახალ მიწაში, მაგრამ ეს ახალი მიწა თავისი საკვები ნივთიერებებით მხოლოდ 2-3 თვეა საკმარისი, მერე დამატებით საკვები სჭირდება. საცხოვრებელი ადგილის ასე ხშირი ცვლა კი სერიოზულ შედეგებს იწვევს. გადარგვა მცენარისთვის დიდი სტრესია, ხშირად გაუფრთხილებლობით ფესვებიც ზიანდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით სჯობს მცენარეს დამატებით საკვები მივცეთ, მიწიდან ამოღების გარეშე.
სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას ხასხასა ფერს სძენს, უხვად ყვავილობს დიდი მკვეთრი ფერის ყვავილებით. ხშირია შემთხვევები, როცა თითქმის მკვდარი მცენარე გაცოცხლებულა საკვების მიწოდების შემდე, თუკი მას ადრე არ კვებავდნენ და არ გადარგავდნენ ახალ ნიადაგში. ასეთი შედეგი ჰქონდა აბუსალათინის ზეთს.
ნივთიერების წარმოშობა და მისი თვისებები: ზეთი მიიღება აბუსალათინის თესლისგან. ეს უძველესი მცენარეა, თუმცა ასეთი მნიშვნელობა ადრე არ ჰქონდა. მისგან ზეთის მიღება არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყეს, მაგრამ მისი ასეთი უნიკალური თვისებები კიდევ დიდხანს რჩებოდა საიდუმლოდ.
ამრიგად, მისი თესლები შეიცავს 60 % მდე აბუსალათინის ზეთს. მას ხშირად „კასტორკას“ უწოდებენ. ეს დასახელება მოდის თახვისგან, ადრე ამ ზეთის იმპორტი ძირითადად კანადიდან ხდებოდა, მას კი თახვების ქვეყანას ეძახდნენ. ამ ცხოველების ფარო გავრცელების გამო იმ ქვეყანაში. „კასტორ“- კი თახვის მეცნიერული სახელია. მცენარემ და მისმა ნაწარმმა ფართო გამოყენება ჰპოვა. თუმცა თავად აბუსალათინი ადამიანის საკვებად უვარგისია, ვერც მისგან ნაწარმ ზეთს იყენებენ საკვებად. ეს ზეთი ყველაზე მკვრივი და ბლანტია მცენარეულ ზეთებს შორის, არ შრება, იყინება -18,-22გრ ზე. იხსნება სპირტში, არ იშლება ნავთობპროდუქტებში, არ აფუჭებს რეზინას. ამ თვისებების გამო მას იყენებენ საზეთ- საპოხ ნივთიერებად ავიაციაში, საათების და სხვა ზუსტი ხელსაწყოების ქარხნებში, კოსმოსურ მრეწველობაში. ინდოეთში მას გასანათებლად იყენებენ, რადგან წვისას არ ტოვებს კვალს და კარგად ანათებს.
აბუსალათინის თესლი შხამიანია, მისგან წარმოებული ზეთი მედიცინაშიც გამოიყენება ანტისეპტიკური და ძლიერ საფაღარათო თვისებების გამო. ასევე შედის სხვადასხვა მალამოს, ტუჩსაცხის და სხვა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში.
სასარგებლო ხსნარის რეცეპტი: მცირე რაოდენობით ეს ზეთი მცენარეებისთვის სასარგებლოა. მეცნიერებმა და გამოცდილმა მებაღეევბმა დაადასტურეს მისი დადებითი გავლენა მცენრის ზრდაზე, ყვავილობაზე. მცენარის საკვებად 1ჩ. კ. ზეთს ხსნიან 1ლ წყალში, კარგად ურევენ და მერე ასხურებენ ფოთლებზე ან უსხამენ ფესვთან. ყველაზე კარგი დრო ამისთვის კოკრების გამოტანისასაა,
იმისთვის, რომ მცენარეს კარგი საკვები მიაწოდოთ, სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული მინერალური ან ორგანული სასუქის ყიდვა. სავსებით საკმარისია ეპინი, ცირკონი, ნვ-101 და სხვა პრეპარატები შეცვალოთ ოჯახის აფთიაქში არსებული ხელმისაწვდომი და ყველასთვის ბავშვობიდან ნაცნობი საშუალებებით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი კვებით მცენარე სწრაფად იზრდება, უხვად ყვავის, რაც ძალზე უმრტივებს მოყვარულებს ოთახის მცენარეებზე ზრუნვას.
მაგრამ აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით - ზოგჯერ მცენარეები მოსვენების პერიოდს ითხოვენ, იძინებენ და ამ დროს არც ყვავიან, არც იზრდებიან. ეს ეტაპი არ უნდა აგერიოთ დაავადებაში ან საკვების უკმარისობაში. რადგან ამ შემთხვევაში მათი კვება ან სასუქის მიცემა არასასურველ შედეგს მოიტანს, ეს უკუნაჩვენებიც კია, მხოლოდ ზიანს მოუტანს მათ. ამიტომ პირველ რიგში, კვების დაწყებამდე, კარგად უნდა გაარკვიოთ, ნამდვილად კვდებიან თუ არა თქვენი მცენარეები და მართლა სჭირდებათ თუ არა საკვები და თქვენი შველა.
თარგმანი თ. სუპატაშვილის.