სპატიფილუმის მოვლა სახლის პირობებში

სპატიფილუმისსამშობლოდ რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევა: ამერიკის,ვენესუელის,ბრაზილიის,კოლუმბიის ტროპიკულიტყეები,აგრეთვე ფილიპინები.მცენარის სახელწოდება წარმოიშვა ორი ბერძნული სიტყვიდან‘’სპატა’’ და ‘’ფილუმ’’,რომლებიც ასე ითარგმნება ‘’საფარველი’’ და ‘’ფოთოლი’’.სპატიფილუმსაქვს ოვალური ფორმის ფესვთანური მწვანე ფოთლები.

მეყვავილეებიდა ფლორისტები ირწმუნებიან,რომ ამ მცენარეს ისეთივე მოვლა ჭირდება როგორც ანთურიუმს.რათქმა უნდა რაღაც განსხვავებები მაინც არსებობს.

მორწყვის რეჟიმი: ზამთარი - ზაფხული

გაზაფხულზე დაზაფხულში სპატიფილუმს უყვარს უხვად მორწყვა.რადგან ამ პერიოდში მცენარე ყვავილობს.თუმცაუნდა გაითვალისწინოთ რომ მორწყვებს შორის საჭიროა მიწის ზედა ფენა შეშრეს: დაუშვებელიაზედმეტი სინესტე.უკიდურეს შემთხვევაში ეს ეხება ნიადაგის ზედა ფენას.შემოდგომაზე დაზამთარში საჭიროა ზომიერი მორწყვა.ამ პერიოდში მცენარეს მეტ ხანს შეუძლია მორწყვისგარეშე გაძლება,მაგრამ საჭიროა სიფხიზლე,თუ მცენარეს უხვად მოვრწყავთ და ის ცივ ადგილასდგას,მაშინ თავს იჩენს ფესვთა სისტემის პრობლემები.

განათებისადმი მოთხოვნილება

სპატიფილუმისსაშუალო ტემპერატურული რეჟიმი +16-17 0C-ია.იგი იტანს ტემპერატურის დაწევას +130C-მდე,მაგრამ განვითარებას შეაჩერებს.გაზაფხულისდა ზაფხულის პერიოდში სპატიფილუმი უპირატესობას ანიჭებს +22-230C.თუმცა უხვი მორწყვის პირობებში შეუძლია+270C-ის ატანა.

ჰაერის ტენიანობა

ჰაერის ტენიანობაუნდა იყოს მაღალი: სასარგებლოა შესხურება ნებისმიერ პერიოდში.რეკომენდებულია მცენარისჩარგვა ისეთ სადგამიან ქოთანში სადაც წყლის ჩასხმაა შესაძლებელი.წყალი აორთქლდება დაშექმნის საკუთარ მიკროკლიმატს.

სასუქი,კვება

გაზაფხულზე საჭიროასპატიფილუმის კვება მინერელური სასუქებით.სასუქის კონცენტრაცია უნდა იყოს 1.5 გრ. ერთლიტრ წყალზე.ზაფხულშიც და ყვავილობის დროსაც ასევე შეიძლება მივცეთ მინერალები.თუ მცენარეჯერ არაა ზრდასრული მაშინ სასუქი ორ კვირაში ერთხელ მიეწოდება.შემდეგ კი თვეში ერთხელ.სასუქისსახით კარგია ორგანული ნივთიერებების მიცემა,მაგალითად გაზავებული ქათმის ნაკელის.ზამთარშიიშვიათად სჭირდება სასუქი და უფრო ნაკლები დოზებით.

სპატიფილუმის გადარგვა      

(ვამზადებთსპატიფილუმს გადასარგავად)

სპატიფილუმისგადარგვა წელიწადში ერთხელ შეიძლება,ამასთანავე იგი თავს შესანიშნავად იგრძნობს.გადარგვისთვისსაუკეთესო დრო - გაზაფხულია.ზრდასთან ერთად ფესვები ავსებენ ქოთანს მჭიდროდ,ამიტომმცენარეს ქოთანი ეპატარავება.ხშირად გადარგვასთან ერთად მცენარის დაყოფაც ხდება,თუმცაუნდა გაითვალისწინოთ რომ საჭიროზე მეტად დიდი ქოთანი მცენარის მწირ ყვავილობას გამოიწვევს.გადარგვისასფესვებიდან მიწას ნუ ჩამოფერთხავთ,შეეცადეთ არ დაშალოთ მიწის გუნდა და მასთან ერთადჩარგეთ ახალ ქოთანში.

 ეს გარანტია იქნება იმისა,რომ ფესვებიარ დაზიანდება და სპატიფილუმი მალევე განაგრძობს ზრდას ახალ ქოთანში.

სპატიფილუმისსუბსტრატი შედგება: ტორფის,ფოთლოვანი მიწის,ნეშომპალასა და ქვიშისაგან (1:1:1:0.5).აუცილებელიახის ნახშირის,დაფხვნილი აგურის,ხის ქერქის მსხვილი ნამტვრევების დამატებაც.დანამატისრაოდენობამ 10% -ზე მეტი არ უნდა შედგინოს სუბსტრატის საერთო მასაში.ასე მიიღწევა ნიადაგისკარგი აერაცია,ასევე წყლის შეკავება.

ზრდასრული მცენარეებირომლებიც ზომაში მეტად აღარ იზრდება,შეიძლება იგივე ქოთანში დარჩეს,მაგრამ ნიადაგისზედა ფენა უნდა შეეცვალოს და განუახლდეს.მოზრდილი მცენარის გადარგვა 3-5 წელიწადშიერთხელ ხდება.გადარგვისსას უნდა გაითვალისწინოთ მცენარის გარეგნული იერსახე.ზრდასრული,კარგადფესვგადგმული სპატიფილუმი უმჯობესია არ გადარგათ.

სპატიფილუმის გამრავლება

(სპატიფილუმისგამრავლების მეთოდები)

სპატიფილუმისგამრავლება ხდება მხოლოდ ბუჩქის დაყოფით.უფრო მოსახერხებელია ეს პროცედურა გადარგვისასჩაატაროთ.მცენარის დაყოფა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს,რომ არაფერი დაუზიანდეს.სხვაგვარადდაყოფილი მცენარეები ვერ განაგრძობენ ზრდას.

მიღებულ დანაყოფმცენარეს არ უნდა ქონდეს შემჭკნარი ფოთლები ,ისინი უნდა მოაჭრათ.თუ დაყოფისას მცენარესფესვები არ აქვს,იგი უნდა მოთავსდეს წყალში სამი კვირის მანძილზე,ვიდრე ფესვები არგაეზრდება.ფესვები არანაკლებ 2-3 სმ-ზე უნდა გაიზარდოს,ამის შემდეგ შეიძლება მისი ქოთანშიჩარგვა.თუ თქვენ არ გინდათ რომ მცენარე ძალიან დიდი გაიზარდოს,დაყოფის დროს დაუტოვეთერთი ზრდის ცენტრი.

დაყოფა უმჯობესია მოხდეს სითბოში +20-210C.

ყურადღება მიაქციეთრომ თვითოეულ დანაყოფ მცენარეს თავისი წილი ფესვები და ფოთლები გააჩნდეს,მინიმუმ2-3 ფოთოლი მაინც.გაყოფილი მცენარე ჩარგეთ 15 სმ. დიამეტრის მქონე ქოთანში,რომელშიცწინასწარ ჩაყრით ზემოთ აღწერილ სუბსტრატს.დაიცავით მითითებული პროპორციები.ზოგიერთიმეყვავილე ასეთ სუბსტრატს გვთავაზობს: ფოთლოვანი ტყის მიწა,წიწვოვანი ტყის მიწა,ნეშომპალა,ტორფიდა ქვიშა.შემდეგი პროპორციებით: 2:2:2:2:1.

სპატიფლუმის დაავადებები და მათი მკურნალობა    

(სპატიფილუმისგავრცელებული დაავადებები)

აბლაბუდიანი ტკიპა - ერთ ერთი ყველასე საშიში მავნებელია,რომელიც როგორცწესი ფოთლებზე ჩნდება(ქვედა მხარეს).იგი აბლაბუდაში ახვევს ფოთლებს,მალე ფოთლები ხმობასიწყებენ.აუცილებელია მაშინვე ვიმოქმედოთ ტკიპის მოშორებისთვის,რომ დაავადება შორს არწავიდეს,რაც მცენარისათვის სახიფათოა.პირველი რაც უნდა გააკეთოთ - დაბანეთ მცენარესაპნიანი ხსნარით,წინასწარ მოაცილეთ აბლაბუდები.უფრო რადიკალური ზომაა ინსექტიციდისან დაფქვილი გოგირდის გამოყენება.მკურნალობის შემდეგ აუცილებელია მცენარის დაბანა  თბილი წყლით.

 ზოგიერთი მეყვავილე აბლაბუდიანი ტკიპისსაწინააღმდეგოდ ასეთ რეცეპტს გვთავაზობს: 100 გრ. ხახვის ფურცელს დაასხით ხუთი ლიტრიწყალი და დააყენეთ რამოდენიმე დღე (არანაკლებ 5 დღე).

ბუგრი. ბუგრებიც ფოთლის ქვედა მხარეზე სახლდებიან და მცენარისწვენით იკვებებიან.რის გამოც ფოთლები ხმობას იწყებს,იკრუნჩხება.ბუგრი შეიძლება იყოსშავი,მწვანე ან რუხი.უდიდესი მინუსია ის,რომ იგი ძალიან სწრაფად მრავლდება.ამიტომ მისმოსაშორებლად ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოთ.

ამისათვის მცენარეუნდა დამუშავდეს ნიკოტინ-სულფატით.შეფარდება ასეთია: ერთი გრამი პრეპარატი ერთ ლიტრწყალზე.ასევე შეიძლება გამოიყენოთ საპნიანი ხსნარი.პროცედურის ჩატარებისას ნიადაგსდააფარეთ პოლიეთილენი.ბუგრის მოშორება ყოველთვის არაა შესაძლებელი პირველივე ცდაზე,ამიტომსაჭიროა პროცედურის გამეორება.

ფარიანა. ახალგაზრდა ფარიანას შემჩნევა პრაქტიკულად შეუმჩნეველია,მაგრამიგი სწრაფად მრავლდება.დაავადების გამოცნობა შესაძლებელია ფოთლებსა და ღეროებზე გაჩენილიმუქი ლაქებით.სწორედ ესაა დაავადებით გამოწვეული დაზიანება.ფარიანას მოშორება შესაძლებელიასაპნისა და თამბაქოს ნაყენით.ამ ხსნარით უნდა დაამუშაოთ მცენარის დაზიანებული უბნები.ხსნარსასევე ემატება ნავთი.ასეთი დამუშავების შემდეგ მცენარე უნდა დაიბანოს საპნიანი ხსნარითადა ინსექტიციდებით.

ფქვილისებრი ცრუფარიანა. სპატიფილუმი ხშირად ავადდება ფქვილისებურიცრუფარიანათი.იგი ზედმეტი სინესტისგან ჩნდება და დამალულია ფოთლებს შორის.ამიტომ მცენარერეგულარულად უნდა დაათვალიეროთ.თუ მწერები არც ისე დიდი რაოდენობითაა,მაშინ უბრალოდსპირტში დასველებული ნაჭრით გაწმინდეთ მცენარე.ტოტალური დასნებოვნების დროს მცენარეუნდა დამუშავდეს აქტელიკით.ზოგიერთი მეყვავილე იყენებს  ციტრუსის ქერქის ნაყენს ფქვილისებრი ცრუფარიანასწინააღმდეგ.თუმცა ყველაზე უკეთ ინსექტიციდები მოქმედებს.თუ მათი გამოყენების შემდეგეფექტი ვერ მიიღეთ,გაზარდეთ კონცენტრაცია.

სპატიფილუმთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები 

_ სპატიფილუმი არ ყვავის,რა ვქნათ?

სპატიფილუმიყვავილობას იწყებს გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ.საჭიროა მოთმინება,ძალიან ახალგაზრდასპატიფილუმისაგან ნუ მოელით აყვავებას.როდესაც ფესვები მთელ ქოთანს შეავსებს - იწყებაყვავილობა.ამიტომ ქოთანი მცენარის ზომებს უნდა შეესაბამებოდეს და არ იყოს ზედმეტადფართე.მცენარე ასევე არ ყვავის შენობაში ძალიან დაბალი ტემპერატურის დროს,აგრეთვე არასაკმარისიტენიანობის დროსაც.აუცილებლად შეუქმენით შესაბამისი პირობები ყვავილობისათვის.თუ მცენარემაიცარ ყვავილობს ,ესე იგი მას სასუქი არ ყოფნის.სასუქების დოზა დიდი სიფრთხილით უნდაგაზარდოთ.

რატომ უყვითლდება სპატიფილუმ ფოთლები?

შესაძლოა მცენარესარ ყოფნის ტენი,შედეგად ფოთლები ყვითლდება.კვირაში ერთხელ მცენარე დაბანეთ თბილი+200წყლით.ამასთან ასეთიაბაზანები კარგი პრობილაქტიკაა სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ.თუ ყვითლდება ფოთლისწვერები,ეს მიგვანიშნებს რომ მოსარწყავი წყალი ხისტია.მოყავისფრო ლაქები მიგვანიშნებსსაკვები ნივთიერებების სიჭარბეზე.

რატომ უხმება სპატიფილუმს ფოთლის წვერები?

თუ ბინაში მშრალიჰაერია ფოთლის წვერები ხმობას იწყებენ.ეს შეიძლება სხვა მცენარეებსაც დაემართოს.ამშემთხვევასთან რთულია გამკლავება,რადგან საჭიროა ჰაერის ტენიანობის მომატება.ხშირიდანამვაც კი ყოველთვის არ შველის მცენარეს.

რატომ უშავდება სპატიფილუმს ფოთლები?

გაშავებული ფოთლებირომლებიც ხმება კიდეც,გვანიშნებს მორწყვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.თქვენ ან ჭარბადრწყავთ ან საკმარისად არ უსხამთ წყალს მცენარეს.თუ მორწყვა ნორმალურია,მაშინ მცენარეგანიცდის ფოსფორის ან აზოტის ნაკლებობას.იზრუნეთ შესაბამის სასუქებზე.

როგორც უკვეშეიტყვეთ,სპატიფილუმის მოვლა არც ისე რთულია.სწორი მოვლის შემთხვევაში ეს პროცესი დიდსაზრუნავს არ გაგიჩენთ.მთავარია - დაიცვათ მორწყვის რეჟიმი,შეინარჩუნოთ საჭირო ტენიანობადა დროულად მიაწოდოთ სასუქი.

თარგმანი: ლელაჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

26 February 0 108

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно