ნოლინა
მიეკუთვნება აგავისებრთა ოჯახს, იზრდება აშშ სა და მექსიკაში.მეორე სახელიც აქვს - ბოკარნეა, ხალხი კი მას „ცხენის კუდს“, ან „სპილოს ფეხს“ ეძახის. საშუალო სიმაღლის ბოთლისმაგვარი მცენარეა, გაფართოებული ნაწილი წყლის რეზერვუარია, მასში დაგროვილ წყალს მცენარე გვალვის დროს იზოგებს, წვრილი ფოთლები კი ნაკლებ წყალს აორთქლებს. სახლის პირობებში ადვილად იზრდება, სჭირდება არაღრმა ქოთანი, რადგან ზედაპირული ფესვები აქვს, ბუნებაში იგი ქვიან ადგილებზე იზრდება. მცენარე ფასობს დეკორატიულფოთლიანობის გამო, რადგან სახლში პრაქტიკულად არ ყვავის.
განათება - წლის განმავლობაში ესაჭიროება კარგი, გაბნეული სინათლე. პირდაპირი მზის სხივები ვნებს, ამიტომ მას დებენ აღ. ან დას. მხარეს, ს. მხარეს კი ფანჯრიდან მოშორებით. ზამთარში მოსვენების პერიოდში დგამენ დამატებითი განათების ქვეშ.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში, აქტიური ზრდისას ოთახის ჩვეულებრივი სითბო საკმარისია, ზამთარში სჭირდება 10-12გრ, სექტემბრიდან ტემპერატურას თანდათან ამცირებენ. და მცენარე მოსვენების პერიოდში გადაჰყავთ. თუ 18გრ ზე დაბლა არ ჩამოვა, მცენარე მოსვენების ფზაში ვერ გადავა. ზაფხულში გააქვთ გარეთ წვიმის და ქარისგან დაცულ ადგილზე. ორპირში მცენარე კვდება,.
მორწყვა - გაზაფხულ - ზაფხულში უხვად, მაგრამ იშვიათად ირწყვება. ქოთანს დებენ წყლიან ჭურჭელში და როცა მიწა სულ დასველდება, მერე იღებენ, ზედმეტი წყალი იწურება სადგამზე და მას ნახევარ სთ ის მერე ღვრიან. მომდევნო ასეთივე მორწყვა მას შემდეგ უნდა, რაც მიწა მთლიანად გამოშრება.ზედმეტი წყალი მომაკვდინებელია მისთვის. ასევე იქცევიან ზამთარში, თუ ის მაღალ ტემპერატურაზე აქვთ. 10გრ ზე მცენარე საერთოდ არ ირწყვება. ასეთ სიგრილეში მორწყვა მას მოკლავს.
შესხურება - აუცილებელი არაა, ბუნებაში მისი ფოთლები ნამს აგროვებენ, მერე წვეთები როზეტის გულში ჩადის და ღეროს გაყოლებით მიწას აღწევს. იშვიათად უწმენდენ ფოთლებს სველი ღრუბლით.
კვება - მცენარე კარგადაა კვების გარეშეც და სწორი მოვლისას სწრაფადაც იზრდება. სასუქს თუ მისცემთ, გამოდგება კომპლექსური მინერალური სასუქი, ისიც ნახევარი დოზა, ვიდრე მითითებულია. სასუქს აძლევენ 20 დღეში ერთხელ. მანამდე საჭიროა მორწყვა.
გადარგვა - გადასარგავად იღებენ არაღრმა განიერ ქოთნებს, რადგან მცენარეს ზედაპირული ფესვები აქვს. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს. მიწა შედგება 2 წილი ქვიშის, 1წილი ტორფის და 1წილი ფოთლოვანი მიწისგან. ყველაზე ადვილი ვარიანტია თანაბრიი პროპორციით ქვიშის და ბაღის მიწის ნარევი, უმატებენ წვრილ კენჭებსაც. როდესაც ფესვები მთლიანად აავსებენ ქოთანს, მცენარეს გადარგავენ 3-4 წლამდე ყოველ წელს, უფრო დიდებს კი 3-4 წელიწადში ერთხელ. მას იმავე სიღრმეზე რგავენ და 4-5 დღის მერე რწყავენ.
დათესვა - ბუნებაში ადვილად მრავლდება თესლით, თუმცა სახლში ეს რთული პროცესია. დასათესად იყენებენ ტორფნარევ ქვიშას. დათესვამდე წყალში ან ზრდის სტიმულატორში ალბობენ 1-2 დღით. მერე ათავსებენ სუბსტრატზე 2 სმ დაშორებით ერთმანეთისგან. ზემოდანაც თხელ ფენად აყრიან. ქოთანს დებენ ნათელ ადგილზე, საღამოს ფლოურესცენტული ნათურის ქვეშ. სჭირდება დაახლოებით 20გრ. ქოთანს ასათბურებენ, პერიოდულად ანიავებენ, მიწას უნამავენ ფრთხილად, რომ არ გადაშრეს და არც ზედმეტი მოუვიდეს. მერე ხდება ნათესის პიკირება ცალკე ქოთნებში
გამრავლება ტოტით - ფრთხილად აცალკევებენ გვერდითა ტოტს, რგავენ ცალკე ქოთანში სადაც ვერმკულიტი, ქვიშა და ტორფია თანაბარი ოდენობით. სუბსტრატში პატარა ღრმულს აკეთებენ და შიგ ათავსებენ ტოტს, ფრთხილად უტკეპნიან გარშემო, დებენ ნათელ ადგილზე 24-25გრ ზე. აფარებენ მინის ქილას, დროდადრო ანიავებენ და ნამავენ. როცა 2 ახალი ფოთოლი ამოუვა, ქილას აშორებენ და უვლიან, როგორც მოზრდილ მცენარეს.
დაავადებები - ახალი ფოთლები წვრილი და ფერმკრთალი იზრდება - არასაკმარისი განათების გამო მაღალი ტემპერატურის დროს
ფოთლის წვერები უყავისფერდება - ეს გავრცელებული პრობლემაა და მიზეზი მშრალი ჰაერია.
ღერო უწვრილდება - ზედმეტი წყლის გამო. თუ ხშირად რწყავთ და მიწა არ შრება, წყლის დაგროვების საჭიროება აღარაა , და ღერო წვრილდება. სწორედ ამის გამო მორწყვებს შორის მიწა აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს.
ღერო ლპება - ზედმეტი წყალი მიწაში და ხშირი მორწყვა მცენარეს ალპობს.
მავნებლები - იშვითად აზიანებს მავნე მწერი. ფრთათეთრა და აბლაბუდა ტკიპა. მცენარეს ხშირად უნდა გაუწმინდონ ფოთლები სველი ტილოთი, ჰაერში კი მაღალი ტენიანობა უნდა იყოს.
სახეობები - 1. გრძელფოთოლა ნოლინა - ზრდიან ორანჟერეებში, რადგან სახლში მისი გაზრდისთვის შესაფერისი პირობები არაა. ბუნებაში იგი ხედ იზრდება, მსხვილი ღეროთი, რომელიც საცობისებური ქერქითაა დაფარული. ძველი ფოთლები ხმება და ქვევით ეშვება და კაბასავით აცვია ღეროს. ყვავის ბევრი თეთრ-კრემისფერი ყვავილებით, რომლებიც საგველა ყვავილედადაა შეკრული.
2. ლინდემეირის ნოლინა - მას თითქმის არ ქვს ღერო, ფოთლები კი გრძელი და წვრილია, საკმაოდ მაგარი. ხალხი მას „ეშმაკის" ზონარს „ ეძახის. იგი ყველაზე დაბალი სახეობაა. ყვავის წვრილი ყვავილებით, რომლებიც საგველა ყვავილედადაა შეკრული.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

26 February
0
0