სასუქი კვერცხის ნაჭუჭიდან - რომელ მცენარეებს უხდება?

ბევრი მებაღე, მებოსტნე და მეყვავილე კულტურების გამოყვანისას იყენებს ორგანულ საკვებს, ასეთი სასუქი ცხვირწინ გვაქვს, რადგან ორგანიკა ამ შემთხვევაში  ფრინველის ამ ცხოველის ცხოველმყოფელობის შედეგად მიღებული პროდუქტებია,ასევე ადამიანის სუფრის ნარჩენები.მას ეკუთვნის კვერცხის ნაჭუჭიც,კვერცხის ნაჭუჭის უპირატესობა: იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს, პირველ რიგში - კალციუმს, რაც აუცილებელია მცენარისთვის, აუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას, დადებითად აისახება მოსავლიანობაზე, ნიადაგს კარგად ამჟავებს, ამდიდრებს მინერალებით, აფხვიერებს მიწას, ასევე კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგაც.ნაყიდ პრეპარატებთან შედარებით უკეთესია, რადგან
-100 %ით ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიას
-დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს
-უსაფრთხოა მცენარისთვისაც და ადამიანისთვისაც
-დოზის გადამეტება არ ხდება
-არ სჭირდება ფინანსები,განსაკუთრებით, თუ საქათმეც გაქვთ
 სასუქის დამზადება: მთლიანი ნაჭუჭის დაყრა ბოსტანში არ ივარგებს - ეს მიიზიდავს ფრინველს, და არც სარგებელი ექნება რაიმე. იმისთვის,რომ დიდი ნატეხები დამიწდეს, ბოლომდე გაიხრწნას  და სასუქად იქცეს, საკმაოდ ბევრი დროა საჭირო,. პირველ რიგში უნდა მომზადდეს ნაჭუჭები: 1.გარეცხეთ კარგად.  გაშრობისას რომ უსიამოვნო სუნი არ აუვიდეს, მოაცალეთ შიგა თხელი აპკი. 2. ჩააწყვეთ მუყაოს კოლოფში, და კარგად გააშრეთ. 3. კარგად დააქუცმაცეთ ხელით, როდინით ან ყავის საფქვავში.დაფხვნილ ნაჭუჭს ინახავენ მინის  თავდახურულ ქილაში.
სასუქად გამოყენება: ასე დაქუცმაცებული ნაჭუჭი შეაქვთ ნიადაგში პირდაპირ ან ამზადებენ ნაყენს. ნაყენისთვის მთლიანი ნაჭუჭებიც გამოდგება  კვერცხის ნაჭუჭის სასუქი გამოდგება შემდეგი მცენარეებისთვის
1. ბოსტნეული - პომიდორი,პიმპილი, კიტრი, ჭარხალი.
2. კენკრა - ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი.
3. ხილი - ვაშლი, მსხალი, კომში, გარგარი, ბალი, ალუბალი.
4. მოყვავილე მცენარეები - როგორც ოთახის ყვავილები, ისე ღია გრუნტში მზარდი.

 

19 February 0 50

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно