ორქიდეებზე ამობურცული ნაზარდები ფოთოლზე

ამობურცული ნაზარდები ფოთოლზე,ხშირად სველი არშიით 

 მიზეზი აქაც რამდენიმეა: ფოთლების შეშუპება

 ეს ფიზიოლოგიური დაზიანებაა, გამოწვეული სითხის დაგროვებით. ფოთლის შიგა მხარეს გამჭირვალე  ან საცობისმაგვარი ამობურცული ნაზარდი შეინიშნება გარედან ხშირად შემოფარგლული სველი არშიით, ფალენოპსისზე:




        


         
          

                                                                 ციმბიდიუმზე:  

 

ეს იმიტომ ხდება, რომ ფესვები იმაზე მეტ წყალს შეიწოვენ, ვიდრე ფოთლები აორთქლებენ,ასე უმეტესად ხდება ოქტომბერ-მარტში, როცა ახალმორწყული მცენარე სიცივეში,დგას რაფაზე,  ღია სარკმელთან, ან ფანჯრის ნაპრალებიდან შემოდის სიცივე ოთახში.ციმბიდიუმს ასე შეიძლება დაემართოს გაზაფხულზეც , თუ იგი დგას  აივანზე და მორწყვის შემდეგ საკმაოდ ცივი ღამეა.  

ასეთი დაზიანება დაავადება არაა, ამიტომ მკურნალობა არ სჭირდება. თუ ასეთი ლაქები ძალიან არადეკორატიულად გამოიყურება, მაგრამ  ნორმალური ფოთლების რაოდენობა საკმარისია მისი განვითარებისთვის, ეს ფოთლები შეიძლება მოვაშოროთ .   პირობების გამოსწორების მერე კი ახალამოსული ფოთლები ისევ საღი  იქნება.  ხშირად უნდა ვზომოთ ტემპერატურა რაფაზე, ახალმორწყული მცენარისთვის ღამით 20გრ-ზე დაბალი არ უნდა იყოს. თუ ასე არაა. - ჯობს გადავდგათ ოთახის სიღრმეში.

12 February 0 16

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно