ორქიდეაზე ნაპრალი ფოთლის მთავარი ღერძის გასწვრივ
ორქიდეაზე ნაპრალი ფოთლის მთავარი ღერძის გასწვრივ მიზეზი შეიძლება იყოს:
1) მექანიკური დაზიანება, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.
2) იშვიათი მორწყვა, ეს უფრო ახალბედების პრობლემაა. ზედმეტი წყლის შიშით ზრდიან მორწყვებს შორის პერიოდს, ასე სუბსტრატი კარგად შრება, მაგრამ ცხელ დღეებში მზეზე დადგმულ მცენარეში მცირე გაუწყლოებას აქვს ადგილი, მორწყვისას წყალი სწრაფად აღწევს დეფიციტურ ადგილებამდე, სადაც გროვდება ზედმეტი ოდენობით, რაც ფოთლის ქსოვილებისგახლეჩას იწვევს სიგრძივი მიმართულებით. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მორწყვის რეჟიმის დარეგულირება. მცენარე არა მარტო მოიხმარს წყალს, არამედ აორთქლებს კიდეც, ამ პროცესზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მთავარი კი სინათლე, ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაა, რაც მეტად ანათებს მზე, მით სწრაფად ხდება წყლის შეწოვა ფესვებიდან, იმავდროულად ფოთლებიც აქტიურდებიან და მეტ წყალს აორთქლებენ, თუ მცენარე დგას კარგად განათებულ ადგილზე, მშრალ მდგომარეობაში, მისი ფოთლებიდან ბევრი წყალი აორთქლდება, ფოთოლი იჭმუხნება და ფუჭდება , მორწყვისთანავე წყალი პირველ რიგში ასეთ უბნებს მიეწოდება და მათ ძველ მდგომარეობას უბრუნებს, თუმცა გაუწყლოებით დასუსტებული ფოთოლი ასე სწრაფად ვერ იღებს ამ ოდენობის წყალს ,დეფორმირდება და სკდება.
3) ახალმორწყული მცენარის სწრაფი გაციება,- ასე ხდება ზამთარში, როცა მორწყვის მერე მას ცივ რაფაზე დგამენ ან ფანჯრის მინასთან ახლოს მისწევენ ხოლმე, აქაც რეჟიმია დასარეგულირებელი, სიცივის დადგომისთანავე რეგულარულად უნდა შემოწმდეს ტემპერატურა რაფაზე, განსაკუთრებით ღამით. თუ იგი 18 გრ-ზე დაბალია, მორწყვიდან პირველ დღეს ეცადეთ, იქ არ დადგათ ქოთანი, ასეთი სიცივე აზიანებს ფოთლის შუაგულში გამავალ ძარღვებს, ფესვებს.
4) აზოტის სიჭარბე-ფოთლის გასკდომა მცენარის გადაჭარბებული კვების ბოლო სტადიაზე მიუთითებს, თუ ორქიდეას აზოტიანი სასუქი ბევრი აქვს.
- პირველ რიგში იცვლება ფოთლის ფერი,ზომა და ფალენოპსისის შემთხვევაში სისქეც -ხდება უფრო მუქი, გრელი, განიერი და ხორციანი, ახალი ფოთლებიც სწრაფად იზრდება,, რომლებიც ასევე უფრო მუქი, დიდი და ხორციანია, ვიდრე ძველი ფოთლები.
- ფოთლები დეფორმირდება - ალაგ თხელია, ალაგ - სქელი, ხშირად ფოთოლი გოფრირებული ხდება და კიდე ტალღისებური უხდება,
- არ ყვავის ან საყვავილე ღერო ნელა იზრდება და მასზე ბევრის ნაცვლად 1-2 ყვავილია მხოლოდ,
- მხოლოდ ამ პირველი სამი პუნქტის მერე სკდება ფოთოლი,
აზოტით გადაჭარბებული კვება საკმაოდ ძნელია, რადგან მისმა ფესვებმა რომ მარილები კარგად შეიწოვონ, იდეალური პირობებია საჭირო, მარტო სასუქის დამატება არ კმარა, ფესვები ვერ შეიწოვს და იგი სუბსტრატში დაგროვდება და დაილექება, მერე კი ფესვები იწვება, ანუ კვების ნაცვლად ზიანდება. იმისთვის, რომ აზოტი კარგად გადამუშავდეს, საჭიროა კარგი და ხანგრძლივი განათება, საჭირო ტემპერატურა, ჰაერის მაღალი ტენიანობა, რაც ცოტა ძნელი მისღწევია სახლის პირობებში. თუ ასეთი რამ მოხდა, პირველ რიგში უნდა შევწყვიტოთ მისი მიწოდება. უნდა ამოიღოთ ორქიდეა სუბსტრატიდან, ფესვები კარგად გაურეცხოთ თბილი გადადუღებული წყლით, მერე კი გადარგოთ ახალ სუბსტრატში, რადგან ძველში აზოტი საკმაო რაოდენობით დარჩა, რამაც იმავე სუბსტრატში განმეორებით ჩარგვისას შეიძლება ფესვების დამწვრობა გამოიწვიოს. გადარგვიდან 2-3 თვე სასუქი საერთოდ არ უნდა, მერე კი კალიუმიანი ან ფოსფორიანი სასუქი მცირე დოზებით,ხანგრძლივ დროში გაწელილი რეჟიმით. მაგ .მარტიდან სექტემბრამდე თვეში ერთხელ. აღდგენის პერიოდში შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ მოხდეს ახალი ფოთლების განვითარება და ზრდა, ეს საშიში არაა. სანამ ფესვები წესრიგშია, ასეთი რამ ზედმეტად ნაკვები მცენარისთვის დასაშვებია. შარდოვანას მსგავსი ორგანული სასუქი ორქიდეას არ სჭირდება, მხოლოდ სპეც.სასუქით ჯობს მისი კვება, ისიც გარკვეული რეჟიმით.