გამჭირვალე ან აბლაბუდა ტკიპებით დაზიანება
მკურნალობის მეთოდები: თეორიულად ორქიდეაზე ნებისიერი მცენარის ტკიპა შეიძლება დასახლდეს, მაგრამ უფრო ხშირად მას ემტერება აბლაბუდა ტკიპა - წითელი ან მწვანე ფერის, ოვალური ფორმის, 0,3-0,5მმ,ზომის, ქსოვს თხელ აბლაბუდას და მერე მასში ცხოვრობს რამდენიმე თაობა.მრავლდება სწრაფად, ახალგამოჩეკილს 3 წყვილი ფეხი აქვს,ზრდასრულს-4,სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა 4-5 კვირაა, იდელური პირობები მისი გამრავლებისთვის სითბოა - 27გრ. და სიმშრალე, ამ პირობების შეცვლით შეიძლება ახალგაზრდა თაობის ზრდის და განვითარების შეჩერებ
არსებობენ ცრუ ტკიპები, რომლებიც არ ქსოვენ აბლაბუდას, ამიტომ მათი შემჩნევა მცენარეზე ძნელია,-ზომით უფრო მცირე, და ნაკლებად მოძრავნი არიან, სხვა ტკიპებისგან განსხვავებით კარგად იტანენ ჰაერის მაღალ ტენიანობას, პირიქითაც კი. რაც უფრო კარგი პირობებია შექმნილი მათთვის, მით სწრაფია სრული განვითარების ციკლი,ზოგ სახეობას 4-6 კვირა, ზოგს 2-3 თვე სჭირდება.
მათი სასურველი ადგილი ფოთლის შიგა მხარეა, ანუ ის მხარე, რაც იატაკისკენ იყურება, ძარღვის გასწვრივ, ამიტომ მთი შემჩნევა ძალიან ჭირს. ტკიპა ძალიან მსუბუქია, ადვილად გადააქვს ქარს, ხშირად კი კოლექციაში ახალმოტანილ მცენარესთან ერთად ხვდება. მცენარეზე მოხვედრილი ტკიპა კბენს ფოთოლს და მასში უშვებს ნივთიერებას, რომელიც არღვევს უჯრედის მემბრანას, იქედან გამოიყოფა წვენი, რითაც ტკიპა იკვებება, ამ მომენტში ფოთოლში ხვდება ჰაერი, იგი ვერცხლისფერს იძენს, მერე უკვე აბლბუდა ჩნდება, ფოთოლი ყვითლდება და ხმება. იმის გამო, რომ ბრტყელი ტკიპები აბლაბუდას არ ქსოვენ, თვალში საცემი ყვითელი ან წითელი ნადები ხდება ფოთოლზე, რაც თავად ტკიპები და მათი კვერცხებია. თუ სველი ბამბით გავწმენდთ ფოთოლს და ეს წითელი წერტილები მაინც დარჩება, ეს უეჭველი ტკიპით გამოწვეული დაზიანებაა.ზოგი ორქიდეის სქელი ფოთლები სულ უფრო მეტად თეთრდება ტკიპის რაოდენობის ზრდასთან ერთად, თხელფოთლიანები კი სწრაფად ყვითლდება, ეხვევა და ხმება.
ორივე სახის ტკიპას გადააქვს ვირუსი, სოკო, ბაქტერიები, ამიტომ ხშირად ტკიპით გამოწვეულ დაზიანებებთან ერთად სხვა დაავადებებიც ვითარდება-ლაქები მუქდება ,წარმოიქმნება სველი ადგილები.
რაც მეტად იზრდება კოლექცია, მით მეტი სახეობის ტკიპები შეგხვდებათ, ამიტომ პირველ რიგში პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარებაა საჭირო,-ყველა ახალნაყიდი მცენარე უნდა დათვალიერდეს გულდასმით, ლუპით ტკიპის და კვერცხების საპოვნელად ან გაიწმინდოს ფოთლები სველი ბამბით,
კარგია „ცხელი“შხაპის მოწყობა. იგი მშვენიერი პროფილაქტიკური საშუალებაა მათ საწინააღმდეგოდ, კლავს კვერცხებსაც და კარგად ჩანს აბლაბუდაც.
ტკიპებთან ბრძოლა იწყება მცენარის კარგი გაწმენდით. რაც ნაკლები მწერი დარჩება, მით ადვილია მათი განადგურება. მარტო ქიმიის იმედი ნუ გექნებათ, რადგან ტკიპები მალე გამოიმუშავებენ იმუნიტეტს. გაწმენდა კარგია სარეცხი საპნის ხსნარით ან ჭურჭლიის სარეცხი საშუალებებით, მაგრამ ეცადეთ წყალი არ დაესხას სუბსტრატს - ეს ზრდის მის ph-ს და ვნებს ფესვებს.
თუ აბლაბუდა ჩანს, კარგად მორწყულ ორქიდეას ვათავსებთ პლასტიკურ პაკეტში, 3-4 დღით. ასე იზრდება ჰაერის ტენიანობა მის გარშემო, რაც ტკიპების უმეტესობას ქიმიამდე კლავს, ოღონდ ასე შეფუთული მცენარე მზეზე არ შეიძლება დაიდგას. კარგია მეთოდების შენაცვლებაც,
შეიძლება ხალხური მეთოდების გამოყენებაც:
ყოჩივარდას ბოლქვების ნახარში - ბოლქვებს ჭრიან და ხარშავენ 40წთ, აციებენ , დებენ ერთი დღით, მერე წურავენ და ამით ამუშავებენ მცენარეს, გამეორება შეიძლება 5 დღის მერე,
სამედიცინო სპირტი-ამით შეიძლება კატლეასმაგვარი ორქიდეის დამუშავება, რომელსაც უხეში ფოთოლი აქვს. ფოთოლი იწმინდება სპირტიანი ბამბით, ისე, რომ მასზე დარჩეს თხელ ფენად, რომ მალე აორთქლდეს და ფოთოლი არ დაიწვას. დამუშავების წინ სასურველია ტესტირება მცირე ადგილზე,
ქიმიური პრეპარატები - აკარიციდები.
ისინი 3 ჯგუფად იყოფა:
კონტაქტური-რომელიც აღწევს მწერის ორგანიზმში კანიდან (პიტერტინი, პირეტროიდები)
ნაწლავური - რომელიც შედის მწერის ორგანიზმში პირიდან (ეილანები)
სისტემური - რომელიც შეიწოვება მცენარის ფესვების და ფოთლების საშუალებით, გადადის წვენში და მწერისთვის მერე შხამად იქცევა, კარგია ,თუ ერთდროულად შეიძენთ 2 სხვადასხვა საშუალებას განსხვავებული მოქმედი ნივთიერებით. ზოგჯერ მათი დასახელება სხვადასხვაა, მაგრამ შემადგენლობა ერთნაირია, განსხვავდება პროპორციებით, ამიტომ მწერი ადვილად იმუშავებს მათზე იმუნიტეტს და განმეორებით მისი გამოყენება აღარ შველის, გამოდგება
Axoris inseten – frei fur orchideen
Bayer spinnilbenspray
Neudorf spruzit af schadlingsfrei
მეტალდეჰიდი, თიოფოსი, აქტელიკი, ნეორონი, ნურელ-დ და სხვ,