კლივია
ეკუთვნის ამარილისისებრთა ოჯახს, მოიცავს სულ 3 სახეობას, ბუნებაში გვხვდება ს. აფრიკის რესპუბლიკაში.მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეა, მრავალწლიანი, ღერო არ აქვს, მაგრამ ფოთლები იმდენად მჭიდროდ ეზრდება, რომ იქმნება ცრუ ღერო, ფოთლები ხმლისებრია, იზრდება ძირიდან, რომელიც რაღაც შუალედურია ფესურასა და ბოლქვს შორის.ყვავილი ზანზალაკისებრია, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, წითელი, შეკრული ქოლგა ყვავილედად. ყვავილობს მრავალი წელი,თუმცა ლამაზი ფოთლებითაც მშვენიერია მის გარეშე.იგი ზამთარში ყვავის,სხვადსხვა ჯიში კი სხვადასხვა ფერის ყვავილებით გვახარებს, თუ მას არ გავყოფთ, მალე გამრავლდება ერთ ქოთნში და საკმაოდ დიდი გახდება.
განათება - ოპტიმალური მდებარეობაა აღ. ან დას. მხარის ფანჯრებზე, ჩრ.მხარეს შედარებით ნელა იზრდება და შესაძლოა არ იყვავილოს განათების ნაკლებობის გამო.ს.მხარეს კი ზედმეტი განათების გამო თხელი ფარდის ჩამოფარებაა საჭირო.ზაფხულში იგი გარეთ გააქვთ ქარის, წვიმის და მზისგან დაცულ ადგილზე.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში მცენარეს სჭირდება 20-26გრ, ოქტომბერ-ნოემბერში ამცირებენ 13-14 გრ მდე,როცა საყვავილე ღერო გამოუვა, მაღლა სწევენ - 20გრ მდე.მოსვენების პერიოდში მაღალი ტემპერატურა მას არ მოკლავს, მაგრამ იმოქმედებს მომავალ ყვავილობაზე და ზრდაზე.
მორწყვა - ირწყვება რბილი ნადგამი წყლით. მორწყვებს შორის მიწა ცოტა უნდა გამოშრეს.ზედმეტ წყალს სადგამიდან ღვრიან. როცა საყვავილე ღერო გამოჩნდება, მორწყვას უმატებენ.
შესხურება - აუცილებელი არაა, მაგრამ ზაფხულში ზოგჯერ კარგია მისი დანამვა და ფოთლების გაწმენდა სველი ღრუბლით.
კვება - პირველი პიკირებიდან იწყებენ თვეში ორჯერ სრული მინერალური და თხევადი ორგანული სასუქის მონაცვლეობით. მოსვენების პერიოდში კვება არ ესაჭიროება.
მოსვენების პერიოდი - სრულყოფილი და უხვი ყვავილობისთვის მცენარეს ასვენებენ შემოდგომის შუიდან. რაც უფრო ასაკოვანია მცენარე, მით ხანგრძლივი მოსვენების პერიოდი სჭირდება. მას არ რწყავენ ,მაგრამ უყურებენ, რომ ფოთოლი არ დასცვივდეს. თუ ფოთოლცვენა დაეწყება, ცოტაოდენ წყალს უსხამენ.
ყვავილობა - საყვავილე ღეროს ამოსვლის შემდეგ , როცა სიმაღლეში 15სმ ს მიაღწევს, ტემპერატურას ოდნავ მაღლა სწევენ, მეტჯერ რწყავენ და კვებავენ. წინაააღმდეგ შემთხვევაში ღერო არ გაეზრდება, ამ დროს მცენარეს არ გადაადგილებენ. აუცილებლობის შემთხვევაში იმავე მიმართულებით დებენ, როგორც პირველად იდგა. აქტიური ზრდის დროს მას 10მდე ახალი ფოთოლი ამოსდის. კოკრები გაშლას თებერვალში იწყებს , გრძელდება თვემდე. ერთ საყვავილე ღერზე 30მდე ყვავილი იშლება.ნაყოფის მისაღებად ყვავილს ხელოვნურად მტვერავენ. ნაყოფი თავიდან მწვანეა, მერე ერთ წელიწადში წითელ-ნარინჯისფერი ხდება. როცა ნაყოფი დარბილდება, წყვეტენ და თესლს იღებენ. თუ თესლი არ სჭირდებათ, ნაყოფს აჭრიან, რადგან მათ დიდი ენერგია მიაქვთ.
გადარგვა - როცა ფესვები გამოვა ქოთნიდან, მცენარე უნდა გადაირგას. ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს რგავენ, მოზრდილს - 2-3 წელიწადში ერთხელ - ორივე შემთხვევაში ყვავილობის შემდეგ. გადარგვა ხდება ფრთხილად, რომ ფესვები არ დაზიანდეს.. თუ ფესურა გადატყდა, უნდა მოაყარონ ხის ნახშირი. თუ არ გადარგავენ, მიწის ზედა ფენას მაინც შეუცვლიან, დაახლოებით 5სმ სიღრმეზე. ქოთანი ოდნავ უნდა უჭერდეს, ძირში ყრიან დრენაჟს. სუბსტრატი შედგება კორდის, ტორფის და ნეშომპალის მიწისგან 2-1-1. შეიძლება ფოსფორიანი სასუქის დამატებაც. -2ჩ.კ -3ლ წყალზე.
დათესვა - ითესება ოქტომბერ-აპრილის შუალედში 2-2სმ დაშორებით ერთმანეთისგან.თესავენ სუბსტრატში, რომელიც შედგება კორდის მიწის, ტორფის და ქვიშისგან პროპორციით 2-2-1. ნახევარ წელიწადში ნათესი ამოვა, პირველი ფოთლის ამოსვლის მერე რგავენ ცალკე ქოთნებში 7სმ დიამეტრით. პირველ 6 თვეში მას 6 ფოთოლი ამოუვა, მომდევნო 2 წელში კიდევ 2ჯერ გადააქვთ მცენარე 3-3სმ ით დიდ ქოთნებში. მესამე წელს უკვე საშემოდგომოდ მოსვენების პერიოდისთვის ამზადებენ, ვინაიდან ამ ასაკში იგი იყვავილებს, თუ ასე არ მოხდა, პროცედურას იმეორებენ.
გამრავლება ამონაყრით - დედა მცენარეს შვილეულ ნაწილებს აშორებენ გადარგვის დროს, როცა მთ 4ფოთოლი მაინც ექნებათ. მათ 7სმ იან ქოთნებში რგავენ, ამ დროს ფესვი არ უნდა დაზიანდეს. რადგან მათ ლპობისკენ აქვთ მიდრეკილება. ამონყარს რგავენ ქვიაში დასაფესვიანებლად და დებენ 18გრ ზე. რწყავენ ფრთხილად. დაფესვიანების მერე გადააქვთ სუბსტრატში, რომელიც შედგება სასათბურე, კორდის და ფოთლოვანი მიწისგან.
შხამიანობა - ფოთლები შხამიანია ,მასთან მუშაობის მერე ხელები უნდა დაიბანონ. ფოთლები კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს ფაღარათს და ღებინებას.
დაავადებები - საყვავილე ღერო არ იზრდება - მოკლე ღერო მიუთითებს არასაკმარის მორწყვაზე, დაბალ ტემპერატურაზე აქტიური ზრდის პერიოდში. ფოთლები ფერმკრთალდება - საკვების უკმარისობის გამო .ასევე ამ მიზეზით არ ამოდის საყვავილე ღერო.
ფესვები ლპება - ზედმეტი მორწყვით, ეს ასევე იწვევს მურა ლაქების გაჩენას ფოთლებზე.
არ ყვავილობს - მაღალი ტემპერატურის, სინათლის უკმარისობის ან ხანმოკლე მოსვენების პერიოდის გამო. ფოთლებზე თეთრი ლაქები - მზით დამწვრობის შედეგად ჩნდება,
მავნებლები - ადვილდ ზიანდება ფარიანათი, ბუგრით, ცრუფარიანათი.
სახეობები - 1. გარდენის კლივია -იზრდება 50სმ მდე,ფოთლები ხმლისებრია, წვერში ვიწროვდება, მაღალ საყვავილე ღერზე 16 მდე ვიწრო ყვავილია ზანზალაკის ფორმის.გვირგვინი ფურცლები ლანცეტისებრია 3სმ მდე სიგრძის, ყვავილობს ზამთარში. 2. ულამაზესი კლივია - იზრდება 30 სმ მდე, ფოთლები ხმლისებრია,საყვავილე ღერზე 50-60 მკრთალი ვარდისფერი ყვავილი აქვს ძაბრისებრი ფორმის.სიგრძით 2სმ ია, გვირგვინის ფურცლები ბოლოში წაწვეტებული და მომწვანო ფერისაა.
თარგმანი თ. სუპატაშვილის