ირეზინე
მიეკუთვნება ჯიჯლაყასებრთა ოჯახს და მოიცავს 80 სახეობას.ბუნებაში გავრცელებულია ამერიკაში, ავსტრალიაში,ანტილიის და გალაპაგოსის კუნძულებზე.ბალახოვანი მცენარეა, არის ბუჩქოვანიც და ხეებიც ხვიარა ტოტებით.ფოთლები ელიფსურია,ან მრგვალი, კიდეები არასწორი, წვრილად დაკბილული. ყვავილედი ჰგავს თავთავს.სახლის პირობებში აქვთ ჰერბსტის და ლინდენის ირეზინე დეკორატიული ფოთლების გამო. მას იყენებენ გაზონის გასალამაზებლად ბორდიურების გასწვრივ.
განათება - ჩრ. მხარის გარდა ყველგან კარგად იზრდება,მოსწონს კაშკაშა სინათლე,მაგრამ ცხელ დღეებში შუადღეზე ს ფანჯარასთან მაინც უფარებენ თხელ ფარდას,რომ ფოთოლი არ დაეწვას.თუ ფლუორესცენტული ნათურის ქვეშაა, მაშინ მას 14 სთ იანი განათება უნდა,
ტემპერატურა - დიდ როლს არ თამაშობს მცენარის განვითარებისთვის, ზაფხულში კარგადაა 15-25გრ ზე, ზამთარში -15-20 ზე, 12 ზე დაბლა თუ დაეცა, ფოთოლს იცვენს და მცენარე კვდება, მაღალი ტემპერატურა კი ფოთლის ტურგორს აქვეითებს.
მორწყვა - რწყავენ ნადგამი ,თბილი წყლით, უკეთესია წვიმის წყალს თუ გამოიყენებთ მისთვის. გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში მას მერე რწყავენ, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება, ზამთარში ნაკლებად რწყავენ , მაგრამ მიწის ბოლომდე გახმობა არ შეიძლება.. მორწყვის მეტობაც და ნაკლებობაც ცუდად აისახება მცენარეზე . თუ ტემპერატურა ზამთარში 15 გრ ზე დაბლა ეცემა, მორწყვას კიდევ უფრო აიშვიათებენ.
შესხურება - მცენარე იტანს ოთახის მშრალ ჰაერს, მაგრამ ზოგჯერ კარგი იქნება მისი დანამვა.
კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში 4ჯერ აძლევენ მინერალურ ან ორგანულ სასუქს. ზამთარში თვეში ერთხელ და ორჯერ გაზავებული სასუქით კვებავენ
გასხვლა - კარგად რომ დაიბუჩქოს, ყოველწლიურად ტოტებს აწყვეტენ თავებს. თებერვალში კი კარგად სხლავენ,ეს იწვევს გაზაფხულზე მის სწრაფად დაბუჩქვას.
გადარგვა - თუ მას გაზრდით, როგორც მრავალწლიან მცენარეს, 2-3 წელიწადში ერთხელ გადარგვა დასჭირდება სუსტ მჟავე ნიადაგში ასეთი შემადგენლობით -1წილი ტორფი, 1წილი ქვიშა, 4-4 წილი კორდის და ფოთლოვანი მიწა და 2წილი ნეშომპალას მიწა. აუცილებელია დრენაჟი კერამზიტით ან დატეხილი აგურით.
გამრავლება ტოტით - ზამთრის ბოლოს გაზაფხულამდე შეიძლება მოჭრილი ტოტით გამრავლება, მათ დებენ ქვიშაში, აქვთ 17-20 გრ ზე, ასე კვირა-ნახევარში ფესვი გამოუვა, მერე რგავენ პატარა ქოთნებში ფოთლოვან-ნეშომპალიან-კორდის მიწის და ქვიშის ნარევში - 2-2-2-1. დასაფესვიანებლად იყენებენ ახალგაზრდა ტოტებს.
დაავადებები - ფოთლის ცვენა - ახალგაზრდა მცენარეს ტოტები უშიშვლდება მაშინ, თუ არასაკმარისი განათებაა ან დროულად არ გაისხლა. მოზრდილ მცენარეებში კი ეს ბუნებრივი მოვლენაა.ფოთოლცვენის მიზეზი ასევე მორწყვის უკმარისობის ან ზედმეტობის შედეგადაც შეიძლება დაიწყოს, ასეთ შემთხვევაში არეგულირებენ მორწყვას.
ტოტები ეწელება - ასევე არასაკმარისი განათების გამო.
მავნებლები - მცენარისთვის საშიშია ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფრთათეთრა.
სახეობები -1, ლინდენის ირეზინე - სამშობლო ეკვადორის ტროპიკებია. ეს ბალახოვანი მცენარე 50სმ ზე ცოტა მეტი იზრდება, მუქი წითელი ფოთლები ჟოლოსფერი ძარღვებით ოვალურ-ლანცეტისებრია, 6სმ სიგრძის, გასხვლის მერე კარგად იტოტება. მერე თუ აღარ გასხლავთ, კარგ ჟოლოსფერ-წითელ ხალიჩას მიიღებთ სახლის წინ ამ მცენარისგან. 2. ჰერბსტის ირეზინე - ეს ბალახოვანი მცენარე ბუნებაში გვხვდება ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში. წითელი ტოტები იზრდება 40სმ მდე. აქვს მრგვალი, ზედა ნაწილში გულისებრად შეჭრილი მეწამულ-წითელი ფოთლები მუქი წითელი ძარღვებით.