კალანჰოე

ბროსფელდის კალანჰოეს ერთერთ სახეს სხვაობას წარმოადგენს კალანდივის კალანჰოე,რომელიც სელექციით გამოიყვანეს. მშობლისგან განსხვავდება კომპაქტურობით და ყვავილების სიუხვით. 25-30 სმ მცენარე დახუნძლულია ხუჭუჭა კაშკაშა ფერის ყვავილებით.
მცენარე სუკულენტია, აქვს სწორმდგომი მრავალრიცხოვანი ტოტები, მუქი,ხორციანი კვერცხის ფორმის ფოთლები 4-6სმ სიგრძის,  მოპირდაპირე განლაგებით, კიდეები დაკბილულია. 1-1,5სმ დიამეტრის ხუჭუჭა ყვავილები ფარისებრ ყვავილედადაა შეკრული. მცენარე დიდხანს ყვავის ,დაახლოებით 8 თვე.
სახეობები - დღეისთვის ეს მცენარეები იყიდება მააღაზიებში, საკმაოდ ბევრი, არსებობს „მინი-„ და „მიქსი-„. პირველი აღნიშნავს   პატარა ზომის, 15 სმ  ის კომპაქტურ მცენარეს , მეორე კი აერთიანებს 3-5 მცენარეს სხვადასხვა ფერის ყვავილებით. გავრცელებულია თეთრი და ვარდისფერი, თუმცა კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება ალისფერი, ყვითელი, ატმისფერი და ლილისფერი.
რეკომენდაციები სწორი მიკროკლიმატის შესაქმნელად - მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა, მისი ყვავილობისთვის ზამთარში მოსვენების პერიოდის მოწყობა სჭირდება, ამიტომ სეზონის მიხედვით განსხვავებული მოვლა სჭირდება. ზაფხულ-გაზაფხულზე -კაშკაშა გაბნეული სინათლე ან დას.მხარეს გამავალი ფანჯარა. 8-9სთ იანი დღის პერიოდით. ტემპერატურა 18-30გრ, საკმაოდ დიდი დიაპაზონია.  პერიოდულად ძალიან დიდი სიცხის დროს უწყობენ თბილ შხაპს, ეს ერთგვარი პროფილაქტიკაა დაავადებების და მავნებლებისგან დასაცავად. ზამთარ-შემოდგომაზე - მცენარეს დებენ ნახევარჩრდილში. ამ პერიოდში ყალიბდება მომავალი ყვავილების კოკრები, ამისთვის საჭიროა 14-16გრ. ჰაერის ტენიანობა ახლაც ჩვეულებრივია. თუმცა ჯობს ქოთნის დადება გამათბობლიდან მოშორებით.
დარგვა -გადარგვა - 3წლამდე მცენარე ყოველწლიურად ირგვება ადრე გაზაფხულზე, მოზრდილი კი 3-4 წელიწადში ერთხელ. ყვავილობის და მოსვენების პერიოდში მას არ აწუხებენ.ყოველი მომდევნო გადარგვისას იღებენ 1-2 სმ ით მეტ ქოთანს, მოზრდილი მცენარისთვის საკმარისია 18სმ იანი ქოთანი.
ნიადაგი-კალანჰოესთვის გამოდგება მაღაზიის სუბსტრატი კაქტუსების და სუკულენტებისთვის,მიწა უნდა იყოს ნეიტრალური და კარგი ჰაერგამტარი. ქოთნის ძირში იყრება დრენაჟი 1-2სმ სისქით.
გადარგვისას მცენარეს რწყავენ, 10წთ-ში ამოაქვთ ქოთნიდან მიწიანად.ათავსებენ ახალ ქოთანშიმ  სადაც დრენაჟია,მერე კი ყრიან მიწას და ოდნავ ტკეპნიან. ზომიერად რწყავენ და დებენ 3-4 დღე ნახევარჩრდილში. მიწის ზედაპირზე ყრიან წვრილ კენჭებს ,რაც ინახავს ტენს და მიწას დაობებისგან იცავს .ნაყიდი მცენარე სახლში მოტანისთანავე უნდა გადაირგას,თუ იგი არ ყვავის.  
მორწყვა - მცენარე უპრეტენზიოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი სულ უნდა დაივიწყოთ. რწყავენ თბილი, ნადგამი წყლით,კვირაში ერთხელ.  თუ ძალიან ცხელა, მაშინ 3-4 დღეში ერთხელ.მომდევნო მორწყვა მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე სჭირდება. ზედმეტი მორწყვით ფესვები ულპება, მხოლოდ ეს  იწვევს მცენარის უეჭველ სიკვდილს. ზამთარში მას 2კვირაში ერთხელ რწყავენ. ყურადღება უნდა მიექცეს ფოთლებს -მოწყენილი, ტონუსდაკარგული დაჭმუჭნული ფოთლები მიუთითებს მორწყვის აუცილებლობაზე.
სასუქი - ნატურალური ორგანული სასუქი მცენარეს არ გამოადგება. აზოტი იწვევს ფოთლის მასის ზრდას, და ყვავილობა არ იწყება. მცენარეს სასუქს აძლევენ თვეში 2ჯერ აქტიური ზრდის დროს. მოსვენების პერიოდში სასუქი არ სჭირდება.
ყვავილობა - სწორი მოვლის დროს მცენარე უხვად ყვავის ზამთრის ბოლოდან ივნისამდე ან შემოდგომამდეც კი. ამისთვის უქმნიან შესაფერის პირობებს - საშუალო ტემპერატურით, ზომიერი მორწყვით და განათებით. ნოემბერში ბუჩქზე ტოტებს თავს აწყვეტენ, ამის მერე ვითარდება კოკრები. თუ მაშინ არ გამოიტანა, პროცედურას მარტში იმეორებენ. ზოგჯერ ამ მცენარეს ერთჯერადს უწოდებენ, რადგან ხშირად  ყვავილობის მერე იგი ხმება. ასეთ შემთხვევაში მის ტოტებს აფესვიანებენ და ახალი მცენარე მომდევნო ზამთარში ისევ იყვავილებს კარგი მოვლის შემთხვევაში.
მოსვენების პერიოდი -ყვავილობის დასრულების მერე იგი ისვენებს დაახლოებით 2 თვე. ამ პერიოდში მას იშვიათად რწყავენ,და აქვთ 14-16გრ ზე ნახევრადჩრდილში. ამ პერიოდის დასრულების მერე უკან განათებულ ადგილას აბრუნებენ და თანდათან უმატებენ რწყვასაც.
გასხვლა - კალანჰოე სწრაფად იზრდება, ერთ წელიწადში  30სმ დიამეტრის ბუჩქი ყალიბდება. ამიტომ სხლავენ. ახალგაზრდა მცენარეს ტოტის თავებს აწყვეტენ, ზემოთა 20 ფოთლით. ზრდის დროს ზოგ ტოტს აჭრიან, რომ მიიღონ სასურველი ფორმის ბუჩქი . ასევე აჭრიან მოყვავილებულ ტოტებსსაყვავილე ნაწილის ძირი. ასე ახალ ტოტებს გამოიტანს. ერთ ჯერზე  არაა საჭირო მწვანე მასის მეოთხედზე მეტის შეჭრა, შეიძლება მის შტამბურად გაზრდაც ანუ ერთ ტოტად.ამისთვის ირჩევენ ყველაზე ძლიერ ტოტს, სხვებს აცლიან .როდესაც ეს ტოტი სასურველ სიმაღლეს მიაღწევს, თავს აწყვეტენ  და ასე უვითარებენ ვარჯს. ქვევით 10-15სმ ღერო ცარელია, და თავზე ხესავით ექნება ვარჯი.
პრობლემები მისი მოვლის დროს - მოვლისას დაშვებულ შეცდომებზე მცენარე ნეგატიურად რეაგირებს, უფუჭდება დეკორატიული შესახედაობა, არ ყვავის, შეიძლება დაავადდეს კიდეც.პრობლემები ბევრგვარია, ლპობა-მიზეზი ზედმატი რწყვაა, განსაკუთრებით ცუდია დაბალი ტემპერატურის დროს. უნდა მოშორდეს ყველა მომპალი ნაწილი, დამუშავდეს გააქტივბული ნახშირით და თავიდან ჩაირგას ახალ მიწაში. ფესვების ლპობის შორსწასულ შემთხვევაში მცენარეს არაფერი შველის.
ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები და ცვივა - ამას იწვევს ტენის, საკვების და განათების ნაკლებობა. მცენარე ხშირად უნდა მოირწყას, რეგულარულად სჭირდება სასუქი და უნდა დადგათ უკეთეს განათებულ ადგილზე.
ფოთლები ყვითლდება -განათების და ტენის ნაკლებობის გამო, უნდა მოუმატოთ მორწყვას და დადგათ მეტად განათებულ ადგილზე.
ფოთლებზე შავი ლაქები - სოკოს გამო ჩნდება. უნდა გადარგათ ახალ მიწაში და დაზიანებული ფოთლები მოაჭრათ.
ფოთლების დაჭმუჭვნა და ტურგორის დაქვეითება - იშვიათი მორწყვის და ჰაერის დაბალი ტენიანობის გამოა. მორწყვას უმატებენ დამცენარეს ნამავენ ან ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე. 

       

ბუგრი -ვითარდება ახალგაზრდა ფოთლებზე, ტოტებზე და კოკრებზეც.იგი ხშირად სხვა მცენარიდან გადადის. საჭიროა იზოლირება, მერე სარეცხი საპნიანი ხსნარით დაბანა ან ინსექტიციდების  გამოყენება.
გამრავლება - მრავლდება ტოტით, ფოთლით, ინტენსიური დატოტვის გამო მასალის დეფიციტი არ არის, უნდა შეირჩეს საღი ტოტი ან ფოთოლი. დეზინფიცირებული ბასრი დანით აჭრიან 5 სმ მდე ტოტს ან ფოთოლს, ჭრილობას ამუშავებენ ნახშირით, დარიჩინით. აშრობენ ტოტებს 3-4სთ , მერე ამოავლებენ ფესვის სტიმულატორში, მერე კი რგავენ 2სმ სიღრმეზე, ზოგჯერ აფესვიანებენ წყალში, ეპინის ხსნარში,,სითხეს ცვლიან ყოველ  2დღეში. კონტეინერებს ასათბურებენ, მაგრამ ყოველდღე ანიავებენ 5-10 წთ, მცენარეს დებენ 25გრ ზე გაბნეულ სინათლეზე, პერიოდულად ნიადაგს ნამავენ.დაახლოებით ერთ კვირაში ამოსდის ფესვები. კიდევ 10-12 დღის მერე კი ირგვება პატარა ქოთნებში. შეიძლება მისი გამრავლება თესლითაც , მაგრამ სახლის პირობებში იშვიათად მიმართავენ ამ ხერხს. ასე გახარებული მცენარე ვერ ინარჩუნებს ჯიშის თვისებებს.
მცირე ყურადღების გამოჩენით მის მიმართ, კალანჰოე მოყვარულ მეყვავილეებს აჯილდოებს უხვი ხანგრძლივი ყვავილობით.


           

08 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно