ბრიოფილუმი და არა - კალანჰოე

უნიკალური სუკულენტური მცენარე განსხვავებული ფორმისფოთლებით - ბრიოფილუმი სულააც არაა სინამდვილეში კალანჰოეს ნაირსახეობა, როოგორც მასხშირად ყიდიან მაღაზიებში. იგი დამოუკიდებელ კულტურას წარმოადგენს, გვარს, რომელშიცგაერთიანებულ მცენარეებს საინტერესო თვისება გააცნიათ - ცოცხალმშობიარობა და ასევე საინტერესო ფორმის ფოთლებიაქვთ. მათი მაძღარი ფერი, ფოთლის კიდეებზე შვილეული მცენარეების არშია და მეგობრულიხასიათი მცენარეს კოლექციის მნიშვნელოვან საგნადაქცევს, მისი უპირატესობაა ასევე უპრეტენზიოობა, და ამის გამო გამოუცდელ მოყვარულებსაცშეუძლიათ მისი გაზრდა. სწორედ ეს მცენარე და არა კალანჰოეა ოჯახის მკურნალი. ასევეიგი იმ მცირერიცხოვან მცენარეთა შორისაა, რომლებსაც ცოცხალმშობიარობა და ასე გამრავლებაშეუძლიათ. რატომ  ვერ შეეჩვივნენ მის ნამდვილ სახელს და რატომ დაარქვესამ მცენარეს კალანჰოე, გაურკვეველია. ასეთი სახელითაა იგი ცნობილი სამედიცინო და სამეცნიეროსფეროშიც. ასე, რომ თუ კამათის შემსწრე გახდით, რომელი უფრო მეტადაა „ოჯახის მკურნალი“- ფრთისებრი კალანჰოე თუ „გოეთეს ყვავილი“ - დეგრემონის ბრიოფილუმი, უნდაიცოდეთ. რომ ორივე ბრიოფილუმის გვარს მიეკუთვნება და პირველი - კალანჰოე არაა.
აღწერა: იგი კრასულასებრთა ოჯახს ეკუთვნის,და ცოცხალმშობიარეთა კატეგორიაში შედის. იგი უნიკალურ მცენარეა, ფოთლის კიდეებზე წარმოიქმნებაუამრავი პატარა მცენარე, რომლებიც მიწაში მოხვედრისას დამოუკიდებელ მცენარედ ყალიბდებიან.  ბრიოფილუმი ბუჩქია, ბუნებაში 2 მ მდე იზრდება. ზოგსახეობას სწორმდგომი ტოტებიანი ღერო აქვს, ზოგს ნიადაგმფენი ან მცოცავი ან კიდევ ხვიარა.ფოთლები ღერზე მოპირდაპირედაა განლაგებული ან 3 -3  ერთ მუხლზეა, მათი გამოყენებაც შეიძლება გასამრავლებლად. განსხვავებულია ფოთლების ფორმა და  შეფერილობაც. მუქი მწვანე, მტრედისფერი, მოწითალოან მოყავისფრო ფოთლები ფორმით შესაძლოა იყოს ოვალური, ლანცეტისებრი, სადა ან დაკბილულიკიდით, პრიალა ან დაბურული ზედაპირით,  გვვხვდებაასევე  რთულ ფრთისებრ ფოთლიანი სახეობებიც.
მცენარის ყვავილებს ძირს დახრილი თავი აქვს, შეკრული ქოლგა ან საგველა ყვავილედებადმკვეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით და 8 მტვრიანით, მილისებრ-ზანზალაკისებრი ფორმააქვს და შეფერილია ვარდისფრად, წითლად ან ლილისფრად. მცენარე ყვავილობს ზამთარში ანადრე გაზაფხულზე და ერთ თვეს გრძელდება. ყვავილობის მერე რჩება მრავალთესლიანი ფურცლები.

 სახეობები:ბუნებაში 2 ათეულამდე სახეობაა, ძირითადად, მადაგასკარზე, მშრალ ქვიან ნიადაგზე, კულტურაშიკი მხოლოდ 6 სახეობაა ცნობილი:
დეგრემონის ბრიოფილუმი- კომპაქტური ბუჩქია, როზეტისებრი, საკმაოდ დიდი ფართო ფოთლებისადა ზედაპრით და დაკბილული კიდით, მუქი მწვანე ფერის ზედა მხარეს და  მონაცრისფრო ქვედა მხრით, რომელზეც მოყავისფრო მცირეზომის ზოლებია, თითქოს დაშტრიხულია. კბილებს შორის ამოსდის ახალი შვილეული კვირტები,რომლებიც ადვილად სცვივა, ფოთლის კიდეზე ისინი აჟურულ არშიას ქმნიან. ყვავილიც განსხვავებულადლამაზი აქვს. დიდი მოიისფრო-მოვარდისფრო  ზანზალაკებიეფექტურად გამოიყურება, შეკრულია საგველა ყვავილედად და გვირგვინის ფორმა აქვს. ესმცენარე დღეს თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. ხალხური მედიცინა ამ მცენარეს იყენებსტუბერკულოზის, კუჭის წყლულის, გაციების სამკურნალოდ.
ფრთისებრი ბრიოფილუმი - მსხვილი ბუჩქებია სწორი, მაგარი ტოტებით და ღია მწვანე ფოთლებით,რომლებსაც ძირში ოვალური ფორმა აქვთ, წვეროში კი ლანცეტისებრი . ფოთლის კიდეები დაკბილულიადა მთელი წლის განმავლობაში მათზე ახალი შვილეული მცენარეები იზრდება.  მცენარე ადვილად მრავლდება ასევე დიდი ფოთლის ტენიანმიწაზე დადებითაც.  იგი სახლის პირობებში ადვილადყვავილობს მუქი წითელი ყვავილებით, მასაც აქვს სამკურნალო თვისებები, - გამოიყენებაჭრილობის შესახორცებლად, ყურის ანთების, დამწვრობის სამკურნალოდ, სტომატოლოგიაში, გინეკოლოგიაში.

ფედჩენკოს ბრიოფილუმი -  შედარებით ნაკლებ გავრცელებულისახეობაა. ბუჩქის ფორმით ჰგავს დეგრემონის ბრიოფილუმს. ფოთლებს ვარდისფერი ან წითელიზოლი გასდევს კიდეზე და ხაზს უსვამს შვილეულ არშიას. ყვავილობს მოყვითალო ნარინჯისფერიყვავილებით, მოყვავილების შემდეგ მძინარე კვირტებიდან ახალი ტოტები იზრდება.
ბუვარდის ბრიოფილუმი - ამპელური სახეობაა, მას წვრილი გრძელი ტოტები აქვს, მაგრამ ბუნებაშიმზარდი სახეობისგან განსხვავებით, ადვილად მტვრევადია. ფოთლები წვრილი მუქ ფერებში, წააგავს წვრილ მილებს და კლანჭებივით ძირს იხრება.  მუქი იისფერი ლაქებიანი ყვავილები კიდევ უფრო ალამაზებსმცენარეს.  
მილისებრყვავილა ბრიოფილუმი - წვრილი ხაზოვანი ფოთლები შეკრულია ერთ მუხლზე უყუნწოდ.ფოთლის წვერებში აქვს მუქი ფერის ლაქები . შვილეულ მცენარეს ივითარებს მხოლოდ ფოთლისწვერზე. მთავარ სილამაზეს კი ყვავილი წარმოადგენს, რომლებიც ალისფერი, დიდი ზანზალაკებია,შეკრული საგველა ყვავილედად.

ოვლა:  ერთერთი ყველაზე უპრეტენზიო სუკულენტია, არ საჭიროებსზედმეტ ყურადღებას. ყოველ წელს მშვენივრად ყვავილობს  მცირე მოვლის პირობებშიც.  კარგი ყვავილობისთვის ესაჭიროება გრილი გამოზამთრებადა რეგულარული კვება.
განათება: სინათლისმოყვარულია და ყვავილობსმხოლოდ კარგი განათების პირობებში. იდეალურია მზიანი ადგილი, მხოლოდ შუადღეზე სჭირდებაჩამოფარება, რომ ფოთლებო არ დაეწვას. მაგრამ რაც უფრო მეტი მზის სხივი მოხვდება, მითუფრო მიმზიდველი იქნება მცენარე,. განათების ნაკლებობისას მას ტოტები ეწელება, ამიტომ უკეთ გრძნობს თავს აღ. ან დას. რაფაზე. სამხ.მხარეს კი ბუნებრივთან ძალიან მიახლოებულ პირობებში აღმოჩნდება. ზაფხულში შეიძლებამისი გარეთ გატანაც.
ტემპერატურა: ზაფხულში სითბო, ზამთარშიკი სიგრილე სჭირდება. თუმცა ზამთარი მოსვენების პერიოდი კი არა, ყვავილობის დროა.  ზაფხულში ოპტიმალურია 20-27გრ.  18 გრ ზე დაბლა ტემპერატურა არ უნდა დაეცეს ზაფხულში.იდეალურ პირობებში ზამთარში 12-14 გრ უნდა იყოს. მაგრამ თუ ასე ვერ მოხერხდა, ნუ ინერვიულებთ,ყვავილობა არ იქნება ისე უხვი, მაგრამ  არცმცენარის დეკორატიულობა დაზარალდება ამით დიდად. კარგია, თუ შემოდგომაზე ცოტას მაინცდაწევთ ტემპერატურას 15-18გრ მდე.  ზამთარში18 გრ ზე მეტი თუა, შესაძლოა, არც იყვავილოს და თუნდაც კოკრები ჰქონდეს, ისინი არ გაიშლება.

მორწყვა: სხვა სუკულენტების მსგავსი მოთხოვნილებააქვს. იგი კარგად იკავებს ტენს ფოთლებში, რის გამოც ზომიერი მორწყვაც საკმარისია. ზაფხულშიმას რწყავენ  მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე.ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდეა დაყვანილი - თვეში 1-2 ჯერ.  იგი გვალვაგამძლეა დამიწის სრულ გამოშრობასაც კარგად იტანს კალანჰოეს მსგავსად, ეს ზოგჯერ აუცილებელიც კიამცენარის ნორმალური ზრდისთვის. თუ იგი ზედმეტად მორწყეთ ან უხვად, მომდევნო მორწყვამდედააცადეთ მიწის კარგად გაშრობა.  კიდევ ერთისაყურადღებო მომენტი - მორწყვისას წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლებზე.  
ჰაერის მაღალი ტენიანობა მას არ სჭირდება, არ მოსწონს გამათბობლებთან ახლოს ყოფნა დავერც კონდიციონერს ეგუება, თუმცა იტანს ორპირს, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, ამიტომკარგად გრძნობს  თავს სამზარეულოსა და  სააბაზანოში. მცენარე კარგად იზრდება სრულიად დახშულ სივრცეშიც,  ორანჟერეებსა და ტერასებზეც და  აივანზეც.
კვება: მას კვება სჭირდება მხოლოდ ზაფხულში,2 კვირაში ერთხელ, სპეციალური ნარევით სუკულენტებისთვის. თუ უნივერსალურ სასუქს იყენებთ,გააზავეთ ორჯერ. ეფექტური ყვავილობისთვის კი გააგრძელეთ მისი კვება ზამთარშიც თვეშიერთხელ და ორმაგად გაზავებული სასუქით. 

გასხვლა:  გულისხმობს გამხმარი , გაყვითლებული დაზიანებულიფოთლების და საყვავილე ღეროს მოშორებას ყვავილობის შემდეგ.  თუ მან დაკარგა დეკორატიულობა და ძალიან გაიწელა,მას არ სხლავენ, არამედ ახალი მცენარით ცვლიან. ფორმისმიმცემი გასხვლა ამ მცენარესარ წაადგება.
გადარგვა: მისთვის გამოდგება ნებისმიერიმსუბუქი მიწა სუკულენტებისთვის, გამოდგება ფოთლოვანი, კორდის მიწის, ტორფის და ნეშომპალისნარევი თანაბარი პროპორციით.  ახალგაზრდა მცენარეებსრგავენ ყოველ წელს, დიდებს - საჭიროებისას. გადარგვა არაა რთული, მცენარე ადვილად იტანს და არ სჭირდება მიწიანად გადატანა,სწრაფი ადაპტირების წყალობით მალე იწყებს ზრდას ახალ ქოთანშიც. მცენარეს პატარა ფესვიაქვს, ამიტომ ქოთანიც შესაბამისი უნდა იყოს ზომით. მისი დიამეტრი უნდა აღემატებოდესსიმაღლეს. ძირში ყრიან დრენაჟს - დამტვრეულ კრამიტს ან კერამზიტს.
დაავადებები: ადვილად აზიანებს ბუგრი.  აბლაბუდა ტკიპა კი იშვიათად სტუმრობს მას. თუ გვერდითმცენარეს ესევა მწერები, მასზე შეიძლება გადავიდეს  ფარიანაც, მწერებს ებრძვიან საპნიანი წყლით, ბალახების ნაყენით ან ასხურებენ ინსექტიციდებსშორსწასულ შემთხვევაში.  თუ მცენარე დაბალ ტემპერატურაზეადა უხვად ირწყვება, შესაძლოა დაავადდეს ნაცრისფერი ობით, მასვე იწვევს წყლის მოხვედრაფოთლებზე.
გამრავლება:  სხვა სუკულენტების მსგავსად, ისიც ადვილად მრავლდებატოტის ზედა ნაწილით ან ფოთლის შვილეული წარმონაქმნებით. შეიძლება ახალი მცენარეებისგარზდა თესლიდანაც. მას თესავენ გაზაფხულზე ნოყიერ ნიადაგში და ასათბურებენ 20-23 გრზე და მუდმივი ტენიანობის პირობებში. იგი მალე ამოვა და სწრაფადაც გაიზრდება. მომდევნოზამთარში იყვავილებს კიდეც.
ფოთლებიც და ტოტებიც ადვილად ფესვიანდება ტენიან მიწაში, პერლიტში, ქვიშაში ან წყალში.მათი ზრდის სტიმულატორებით დამუშავების შემთხვევაში დაფესვიანება 95 % ით ხდება.  ფესვის გამოსვლის მერე მათ რგავენ პატარა ჭურჭელში.მოვლის წესები ყველა სახეობისთვის მსგავსია.
ფოთლებზე მზარდი შვილეული მცენარეები  გარკვეულიზომის მიღწევის შემდეგ ცვივა მიწაზე და ადვილად ფესვიანდება.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/102-kalanhoe-1.html

27 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно