იის მორწყვა
ყველა ცოცხალ ორგანიზმს არსებობისთვის სჭირდება წყალი, მათ შორის მცენრეებსაც, როგორ უნდა მოირწყას სწორად მცენარე, ბევრს ეშინია მცენარის გახმობის და მას მუდმივად რწყავენ და არ იციან, რომ ეს ხშირად ხდება მისი სიკვდილის მიზეზი; როდესაც მცენარეს ფესვები ულპება, ფოთლები დაბლა ეშვება, რბილდება, წვერები უყავისფრდება. მცენარეს იღებენ ქოთნიდან და ფესვებს უთვალიერებენ. მათი ლპობისას ფესვები რბილი, სლიპინა, ყავისფერია და კანი ადვილად სცილდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მცენარის გადასარჩენად დამპალი ფესვების მოჭრა ბასრი ინსტრუმენტით, ცოცხალი და საღი ფესვების ჩადება „მარგანცოვკის’ სუსტ ხსნარში, 30 წთ ით, მერე კი ახალ მიწაში ჩარგვა. გადარგვის მერე უცებ არ შეიძლება იის მორწყვა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ.იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ლპობით მცენარის სიკვდილი, უნდა იქნას გათვალისწინებული მცენარის ჯგუფი, რომლებსაც მიეკუთვნება, ქოთნის ზომა, ტიპი,სუბსტრატის ხარისხი, ოთახში ტემპერტურა. ამ მხრივ მცენარეები სამ ჯგუფად იყოფა მორწყვის სიხშირის მიხედვით -1. ჯგუფს ეკუთვნიან ჭაობის მცენარეები, რომელთა ფესვები წყალშია , ციპერუსი, ირეზინე, ასპლენიუმი, ფიტონია, ნერტერა და სხვ. მათ ხშირად რწყავენ, რომ მიწა სულ ნესტიანი იყოს. 2. მცენარეები, რომლებსაც იშვიათად რწყავენ. ეს სუკულენტებია, მათ მთელი წელი იშვიათად რწყავენ, ზომიერად, მოსვენების პერიოდში კი ზოგს სულაც არ რწყავენ. 3. ყველაზე დიდი ჯგუფი -მათ ზომიერად რწყავენ, მიწის გაშრობის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში, ზამთარში კი ,კიდევ უფრო შეზღუდულად.მორწყვის გარდა ასევე მნიშვნელოვანი მომენტებია - ქოთნის ზომა, -არ ივარგებს მცენარის გადარგვა პატარა ქოთნიდან უცებ -დიდში, რადგან დიდ ქოთანში მორწყვისას დასხმული წყალი გროვდება, მიწის ჰაერგამტარი კაპილარები წყლით ივსება და ფესვებს ჰაერი ვერ მიეწოდება, წყალსაც ასე დიდი ოდენობით ვერ იწოვს და ფესვები ლპობას იწყებს. უნდა გახსოვდეთ - ზედაპირულად განლაგებული ფესვებიანი მცენარეებისთვის უნდა შეარჩიოთ დაბალი და განიერი ქოთანი. ქოთნის ტიპი -ანუ მასალა, რისგანაც დამზადებულია იგი. პლასმასთან შედარებით თიხას უპირატესობა აქვს ჰაერ -და წყალგამტარობაში, რის გამოც ასეთ ქოთნებში ფესვები ნაკლებად ლპება. მაგრამ მისი ფორიანობის შედეგად მიწა ადვილად შრება, ამიტომ მცენარის ხშირი რწყვაა საჭირო. პლასმასის ქოთნები ფესვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და აქ მეტი დრენაჟის ნახვრეტის გაკეთებაა საჭირო არა მხოლოდ ძირზე, არამედ ქოთნის კედლებზეც ძირიდან 1 სმ დაშორებით. სუბსტრატი - უნდა გვახსოვდეს, რომ მიწა არა მარტო ნოყიერი უნდა იყოს, არამედ კარგი ჰაერგამტარიც. ამიტომ იგი ფხვიერი უნდა იყოს, რომ ფესვებამდე მეტი ჟანგბადი ჩავიდეს. ასეთ მიწაში წყალიც კარგად აორთქლდება, არ დაგროვდება, მძიმე და დატკეპნილ ნიადაგში კი წყალი კარდაგ არ ორთქლდება და მორწყვა ასეთ მცენარეებს ნაკლებად დასჭირდებათ. გადარგვისას ასეთ მიწას ურევენ პერლიტს, ვერმიკულიტს, ქოთნის ძირში კი ყრიან კერამზიტს, ტემპერატურა-მაღალი ტემპერატურის დროს წყალი მალე ორთქლდება მიწიდან, და ხშირ მორწყვას საჭიროებს მცენარე, ვიდრე სიგრილეში .თუმცა ხშირი მორწყვა ნიადაგის ამჟავებას იწვევს, და ფესვებიც მალე ლპება.
28 January
0
0