შარდოვანა - კარბამიდი და მისი გამოყენება

შარდოვნა ძალიან პოპულარული სასუქია. იგი გრანულების სახით გამოდის, შეიცავს 46 % აზოტს ანუ მეტად კონცენტრირებულია. უსუნოა და კარგად იხსნება წყალში. დადებითი თვისებები:  მას სწრაფად ითვისებს მცენარე. არაფესვური კვება ამ პრეპარატით არ იწვევს ფოთლების დამწვრობას, 48 სთ ის შემდეგ  არაფესვური კვებიდან მცენარის ცილაში აზოტის შემცველობა იზრდება
ადრე გაზაფხულზე შარდოვანას ხსნარით მცენარის შესხურება ხელს უწყობს ნაადრევად ყვავილობისშეფერხებას, რომ გაზაფხულის ყინვებზე არ დასცვივდეს. იგი ებრძვის მავნებლებსაც ბაღ-ბოსტანში ხეხილის და ბოსტნეულის მოსავალი იზრდება მისი გამოყენების შემდეგ.
უარყოფითი თვისებები: თესლის ამოსვლის უნარიანობა ქვეითდება. ნიადაგში მისი მაღალი კონცენტრაციისას ქიმიური რეაქციის შედეგად არასწორად შეტანილი სასუქის გამო წარმოიქმნება აიროვანი ამიაკი,რაც აზიანებს ახალ ყლორტებს
მას არ ურევენ სხვა სასუქს.
როგორ „მუშაობს“ შარდოვანა: მიწაში მოხვედრისას შარდოვანა შედის რეაქციაში მიწაში მყოფ ფერმენტებთან და ბაქტერიებთან. ჰაერთან შეხებისას წარმოიქმნება ამიაკი. ამიტომ თუ მას მიწას კარგად არ აურევთ, ნაწილი სასუქის ტყუილად დაიკარგება. თუ მიწა ტუტე ან ნეიტრალურია, დანაკარგი უფრო დიდია. ამიტომ მისი გრანულებისმიწაზე მოყრის მერე საჭიროა ღრმად ჩაფარცხვა - 6-8 სმ ზე.
ეს სასუქი ხელს უწყობს ვეგეტატიური ნაწილებს ზრდას, ამიტომ მისი შეტანა მცენარის კოკრობისასმოსავლის შემცრებას იწვევს. ამიტომ სჯობს სასუქი მისცეთ მწვანე მასის ფორმირებისას.
შემოდგომაზე მისი შეტანა ხშირად არ იძლევა სასურველ ეფექტს, რადგან ბაქტერიები იმ დრიოისთვისიხრწნება და გამოყოფილი ამიაკიც სწრაფად იშლება. გაზაფხულზე კი აზოტი მიწაში ღრმადჩადის, სადაც ფესვები ვერ წვდება. საშემოდგომოდ ეს სასუქი უკუ ნაჩვენებია მრავალწლიანი მცენარეებისთვის და დასაშვებია მხოლოდ ქვიშიანი მიწისთვის. იგი შეაქვთ ნიადაგში მცენარეებისდარგვა-დათესვამდე, უშუალოდ ორმოებსა  და კვლებში.ზემოდან მიწის თხელ ფენასაც აყრიან, რომ პირდაპირი კონტაქტი აიცილონ თავიდან ფესვისა ან თესლისა სასუქთან.
აიროვანი ამიაკის მავნე ზემოქმედების ასაცილებლად შარდოვანა  შეიძლება შეიტანოთ კალიუმის სასუქთან ერთად. მასარ ურევენ სუპერფოსფატს, კირს, ცარცს, დოლომიტის ფქვილს. ორგანულ სასუქთან ერთად მისიშეტანისას დოზა მცირდება 1/3 ით.
არაფესვური კვება შარდოვანით: ასე კვებავენმცენარეებს აზოტის ნაკლებობისას და ნაყოფის დაცვენისას. მწვანე მასას ასხურებენ მისხსნარს, რომელიც ასე მზადდება: 5-10გრ იხსნება 1ლ წყალში. ეს პორცია ჰყოფნის 20კვ,მ ს. სასუქი შეაქვთ დილით ან საღამოს.  ვეგეტაციისპერიოდში სასუქი უნდა შეიტანონ 100კვ.მ ზე 3ლ ხსნარის ანგარიშით. ოთახის მცენარეებისთვის10ლ წყალში უნდა გაიხსნას 50-80გრ შარდოვანა. თუ მცენარეს ფოთლები უყვითლდება, ამ ხსნარსამატებენ 1ლ ზე 3გრ მაგნიუმის სულფატს.
აზოტის სიჭარბე-ნაკლებობა: აზოტი ხელს უწყობს მცენარის ტოტების და ფოთლებისზრდას, მისი დახმარებით ხდება ქლოროფილის სინთეზი.  თუ მცენარეს ჰყოფნის აზოტი, ფოთლები ხასხასა და მაძღარიმწვანე ფერისაა.  მისი ნაკლებობისას კი ტოტებიგვიან იზრდება და ფოთლებიც ხშირად ყვითლდება. რაც უფრო ძლიერი იქნება მცენარე, მით მეტ საყვავილე კვირტებს გაივითარებს დამეტი ნაყოფიც ექნება.
აზოტის ნაკლებობის ნიშნები: მცენარე ნელა ვითარდება. ფოთლები უწვრილდება, უფერმკრთალდება
ფოთლები ნაადრევად ცვივა: ახალი ტოტები სუსტი, წვრილი და უფოთლოა.
ცუდად იტოტება, ტოტებზე ცოტა კვირტები ვითარდება.
აზიტის სიჭარბის ნიშნები: ზრდის საწყისეტაპზე  მცენარის გავითარების შეფერხება
მწვანე მასის უხვი გავითარება ზრდასრულ მცენარეზე
დიდი მუქი მწვანე ფოთლები.
ვეგეტაციის პროცესის გახანგრძლივება და მსხმოიარობის ვადების გადაწევა მოგვიანო პერიოდში.
შარდოვანა დაავადებების და მავნებლებისწინააღმდეგ: თბილი სეზონის დადგომისას აქტიურდება მავნე მწერები ბაღში - გრძელცხვირა, ბუგრი. ისინი ვნებს მცენარეებს. მათთან საბრძოლველად იყენებენ შარდოვანას ხსნარს - 500-700გრ გრანულებს ხსნიან 10 ლ წყალში და ასხურებენ მცენარეებს.
იგი გამოიყენება ქეცის, მეწამული ლაქოვნების და სხვა დაავადებების წინააღმდეგაც. მცენარეს ასხურებენ ხსნარს ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე და შემოდგომაზე ფოთლების დაცვენისმერე. ეს დაიცავს მცენარეებს მომავალი წლისთვის და მიწაც განოყიერდება.
ეს სასუქი არა მარტო კვებავს მცენარეს, არამედ სხვა პრობლემების გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ.

 
07 February 0 3 767
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно