როზარიუმი საკუთარი ხელით

არაფერია ვარდებში ჩაფლულ სახლზე უკეთესი სანახავად.აგარაკზე ყველა ცდილობს გაახაროს სხადასხვა ჯიშის ვარდი - შტამბური, ხვიარა, ნიადაგმფენი,ბუჩქოვანი,რამდენიმე ვარდის მოვლა არც ისე რთულია, მაგრამ სხვა საქმეა ნამდვილი როზარიუმი, რომლისმოვლას უკვე დიდი დრო და მოთინება სჭირდება. როზარიუმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
რას ნიშნავს როზარიუმი: ეს მრავალმხრივიმცნებაა, მის გამარტებებში ნახავთ კათოლიკური ეკლესიის ატრიბუტს - კრიალოსანს, რომელშიც 50 პატარა და ერთი დიდი  სხვადასხვა ფერის მარცვალია.ლოცვანის დასახელებას  და საყვავილეს ვარდებისთვის,თუმცა ესეც კათოლიკურ ეკლესიას უკავშირდება - ეკლესიის გარშემო რგავდნენ ვარდებს ისეთივერიგით, როგორც ფერადი მარცვლები იყო კრიალოსანში - ანუ ფერთა გამა ემთხვეოდა ერთმანეთს,თანდათან ასეთი  მნიშვნელობა დაიკარგა და დღესტერმინი მხოლოდ სავარდედ განკუთვნილ ადგილს აღნიშნავს.
კლასიკური როზარიუმი: მხოლოდ ვარდები ირგვება და სხვა ყვავილებს ვერ ნახავთიქ, ფონს ქმნის მარადმწვანე მცენარეები - ბზა, კვიდო, თუმცა დღეს ასეთი როზარიუმებიციშვიათია. ვარდთან ერთად რგავენ სხვა მცენარეებს, რომელთა ფონზეც ისინი კარგად ჩანან.  საჭიროა იცოდეთ, როგორ უნდა შეათანხმოთ ეს მცენარეები, რომ ვარდმა არ დაკარგოს თავისი კუთვნილი პირველი ადგილი,
 
პირველრიგში უნდა  შეირჩეს ადგილი როზარიუმისთვის,დაიხატოს გეგმა, მერე კი უნდა შეიძინონ  მცენარეებისათანადო ფერის და ფორმის. ადგილი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, როგორიზრდება ესა თუ ის მცენარე და რა ფართს იკავებს. ხშირად ჩარგულ მცენარეებში ადვილადვითარდება დაავადებები, სწრაფად მრავლდება მავნე მწერები, მცენარეებიც ცუდად იზრდებაუადგილობის გამო. 
მნიშვანელოვანიაფერთა შეხამებაც. ბუნებაში ყველა ფერი არ ეხამება ერთმანეთს - ასე მაგალითად - ლურჯხვიარა ვარდს არ მოუხდება მუქი წითელი ვარდი გვერდით. ლურჯი  კარგად ეხამება ნარინჯისფერს, თეთრს და ყვითელს. ფერთა შეხამებას სწავლობს მეცნიერება - კოლორისტიკა.

ვარდის ბუჩქის ფორმა: ვარდის შერჩევისასგასათვალისწინებელია ბუჩქის სიმაღლე ფორმადა ფერი.
ბუჩქოვანი ვარდები: არსებობს ინგლისური ანუ ბუჩქოვანი ვარდები - მრავალწლიანიმცენარეები 2 მ მდე სიმაღლის. სრულყოფილი ყვავილობა მხოლოდ მოზრდილ ბუჩქებს ახასიათებთ.როზარიუმში გამოდგება ის ჯიშები, რომლებსაც ტოტები ეზრდება 1-1,5 მ მდე სეზონზე. თუ მცენარე უფრო მაღალია- 3 მ, მას რგავენ კედელთან ან უკეთებენ საყრდენს ცხაურის ფორმით. ზოგადად, ბუჩქოვანმცენარეებს რგავენ უკანა ფონზე, მაგრამ თუ პანორამული როზარიუმის გაკეთებას აპირებთ,ასეთ ვარდებს როზარიუმის ცენტრში რგავენ.  
ინგლისური ვარდების საუკეთესო ჯიშებია «CottageRose», «Claire Rose» ვარდისფერი ყვავილებით «William Shakespeare»  წითელი, «Evelyn», «English Garden» ყვითელი, «Abraham Darby» - ნარინჯისფერ-ვარდისფერი.
ხვიარა ვარდები: პოპულარული ფორმის ვარდები,როზარიუმში  გარკვეულადგილს იკავებენ. სახლის კედელთან ან ღობის გასალამაზებლად ირგვება რამდენიმე ბუჩქი,მაგრამ პატარა ნაკვეთში მხოლოდ 2 სახეობის მცენარის დარგვა შეიძლება, დიდში კი-  3. საყვავილე ადგილზე ერთ ჯიშს ზრდიან მხოლოდ და მას მყარ საყრდენს უკეთებენ, რომ დიდმა ტოტებმა სუსტი კონსტრუქცია არ წააქციოს.ხვიარა ვარდებს რგავენ უკან ფონზე ან ცენტრში, თუ პანორამული როზარიუმია. საყრდენი შეიძლება გაკეთდეს თაღის, მარაოს ან პირამიდისფორმის. თაღს ახვევენ ვარდის ტოტებს. მასთან შეიძლება კატაბარდის დარგვაც, მოშორებითკი - წიწვოვანი მცენარეების. მშვენიერი მოსასვენებელი კუთხე გამოვა.
ხვიარა ვარდების საუკეთესო ჯიშებია - თეთრი - ალბა პლენა, ლონგ სილვერს, მაუნთინ სნოუ,
ვარდისფერი - დოროთი პერკინს, მანიტა, ამეთვისტო, ნიუ დაუნ
ყვითელი - ყვითელი წვიმა, გლორია, დეი ლუტეა პლენა.
ნიადაგმფენი ვარდები: დაბალი ჯიშებისთვის არჩევენ ყველაზე გამოსაჩენ ადგილს როზარიუმში და რგავენ წინა რიგებში, მოსავლელად საკმაოდადვილია, მინიმალური მოვლით საკმაოდ დიდხანს ყვავილობენ. ამ ნიადაგმფენ ვარდებს რგავენრამდენიმე ჯიშს ერთმანეთის გვერდზე, ლამაზი ჯიშებია: თეთრი - ესკიმო, ავორი, ასპირინ როუზ, ვარდისფერი - სვითი ფრითი, მაქს გრაფტ, წითელი - ჰეიდეტრაუმ, რეზიდენს, ნარინჯისფერი - ეპრიკოთ კლემენტინ, ჯაზ, ნინეტ
შტამბური ვარდები:  ასეთი ვარდები გამოდგება მათთვის, ვისაც პატარა ნაკვეთიაქვს, შტამბური ვარდები უამრავია გამოყვანილი დღეს და განსხვავდება ფერით, ფორმით,სიმაღლით. არის ვერტიკალური ჯიშები, რომლის სიმაღლე 2 მ ს აღწევს, ასევე მტირალა ფორმაც,- შესახედად ულამაზესია.  სხვა ჯიშებთან შედარებითუპირატესობა აქვთ - ყვავილობენ მეორე იარუსზე, მაღლა ანუ დაბლა ადგილი თავისუფლდებასხვა მცენარეებისთვის. პირველ სართულზე შეიძლება ნიადაგმფენი ვარდების განთავსება ანდაბალი მრავალწლიანი მცენარეების დარგვა. ასეთ როზარიუმს მოუხდება ლავანდაც. შტამბურვარდებს შორის ძნელია რომელიმეს გამოყოფა, ყველა გამორჩეულად ლამაზია, თუმცა არსებობსერთი ჯიში - 
«Flammentanz».
 მას შტამბურ ხვიარავარდსაც ეძახიან. ტოტების სიგრძე 2 მ ს აღწევს. გაზრდილი ტოტები კასკადურად ეცემა ძირსდა ლამის მიწას ედებიან. ყვავილობს ვარდისფერი, მუქი წითელი ან თეთრი საკმაოდ დიდიყვავილებით.
მინი ვარდები: ეს ვარდები უკვე იმათ გამოადგებათ,ვისაც ძალიან პატარა ეზო აქვს, ასეთი მინი ვარდებით როზარიუმს აივანზეც აწყობენ - მცენარეებს  რგავენ დიდ ქოთნებში და დებენ ტერასაზე, ლოჯში ანსახლისკენ მიმავალი გზის გაყოლებაზე. კომპაქტური როზარიუმების მოწყობის 2 ვარიანტიარსებობს:
ვარდები ქოთანში. ეს არ იკავებს დიდადგილს, ადვილი მოსავლელია, მინიმალური შრომა სჭირდება და შესაძლებელია ქოთნების გადაადგილებით კომპოზიციების შეცვლა. ასეთი ვარდებისთვის საჭიროა 40 სმ და მეტი სიმაღლის ქოთანი. ვარდს არ მოსწონს ჩამდგარიწყალი, ამიტომ ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტს.
ჯუჯა ვარდები მინი - როზარიუმებისთვის. ჯუჯა ვარდები ჰგავს ბუჩქოვან ვარდებს, მაგრამ ზომაშირამდენჯერმე შემცირებულია. ასეთი ვარდებით შეიძლება საყვავილე ადგილის გალამაზება.არის კიდევ ყინვაგამძლე ჯიშებიც. მათ რგავენ აივანზე. სახლის პირობებშიც შეიძლება როზარიუმისმოწყობა ფანჯრის რაფაზე ოთახის ვარდების  გამოყენებით.მაგრამ ამ ვარდებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ძალიან ფაქიზი მცენარეები არიანდა მხოლოდ დიდი ყურადღებით, მოთმინებით და შრომით შეიქმნება სურნელოვანი და ლამაზიროზარიუმი.

 

15 November 0 5 914
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно