მინერალური სასუქი

სასუქის ძირითადი დანიშნულება მიწის გამდიდრებაა სასარგებლონივთიერებებით მოსავლიანობის ასამაღლებლად და მცენარეების უხვი ყვავილობისთვის. მაგრამეფექტი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უნდა იცოდეთ მისი სწორი მომზადება, დოზები, შეტანის  ვადები და მეთოდები.
 დაუფიქრებლად სასუქის შეტანას ხშირად გაუთვალისწინებელიშედეგი მოაქვს, ზოგჯერ საკმად ცუდი. ასე, მაგ. მომატებული კირის ან აზოტიანი სასუქისშეტანა მიწაში აღარიბებს ნიადაგს მაგნიუმით, რის გამოც მცენარეს ფოთოლი ცვივა, ზრდაფერხდება, ნაყოფი ფერმკრთალია ან მუქი ლაქებითაა დაფარული, ასეთი ლაქებია რბილობშიც.  ასეთივე შედეგს იძლევა მისი ნაკლებობაც - მცენარე სუსტდება, ვერ უძლებს არასასურველკლიმატურ პირობებს, დაავადებებს, მავნებლებს.
ორგანული და მინერალური სასუქი: ბაღ- ბოსტნისმოვლა წარმოუდგენელია ორგანული სასუქის გარეშე, რაც  ყოველწლიურად შეაქვთ, მინერალური სასუქი კი რატომღაცმუდამ გვერდზე რჩება. ბევრი იოლად გადის ქიმიის გარეშე და უპირატესობას ანიჭებს ნაკელისჟიჟას, სკინტლს, ნაცარს, სარეველების ნაყენს, მიწას კი ამდიდრებს სიდერატების დათესვით.
ორგანულ სასუქში დიდი ოდენობითაა მაკრო და მიკროელემენტები, - ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმიბორი, მოლიბდენი. მანგანუმი, აზოტი. სპილენძი, კალციუმი და სხვ. ამათ გარდა იგი წარმოქმნისნახშორორჟანგს, ორგანიკის დაშლის შედეგად, მას კი მცენარე ფოთლებიდან იღებს, როდესაცეს გაზი მიწიდან თავისუფლდება. ამიტომ არასასურველია მიწის დატკეპნა და საჭიროა მისიხშირი გაფხვიერება.
მინერალური სასუქი, ორგანულისგან განსხვავებით მეტ საკვებ ნივთიერებას შეიცავს მეტიკონცენტრაციით, მაგრამ ქიმიურად უფრო მარტივია.
მინერალური სასუქის სახეები : ორი ტიპისაა - მარტივი და კომპლექსური.
მარტივი პირობითად ჰქვია, რადგან იგი ძირითადი ნივთიერების გარდა შეიცავს დამატებითმცირე ოდენობით დანამატებსაც. კომპლექსურში კი 2,3 ან მეტი მოქმედი ნივთიერებაა მაღალიკონცენტრაციით, ასევე არის დანამატებიც. მინერალური სასუქი გამოშვებულია სპეც შეფუთვაში.მასზე მითითებულია დასახელება, ქიმიური ფორმულა და შემადგენლობა.
ისინი განსხვავდებიან არა მარტო შემადგენლობით, არამედ სხვა მახასიათებლებითაც. თუსასუქი სწრაფად იღებს ტენს, იგი კოშტდება, ეს რომ არ მოხდეს, მას დახურულ ჭურჭელშიინახავენ. იდეალურია პლასმასის ბოთლები.
შემადგენლობა: მისი კლასიფიცირება ასეცშეიძლება:
აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, კომპლექსური, მიკროსასუქი.
აზოტიანი: ნიტრატული ფორმა, ამიაკური,ამიაკურ-ნიტრატული, ამიდური - შარდოვანის სახით. მათი განსხვავება ძირითადი ნივთიერებისკონცენტრაციის გარდა მათი მიწის მიერ სხვადასხვაგვარადშთანთქმაა. ამიაკურ და ამონიუმიან ფორმას უფრო სწრაფად იწოვს, ძნელად  რეცხავს წვიმა და ხანგრძლივი ქმედება აქვს. ნიტრატულიცუდად ჩერდება მიწაში, ჩადის ღრმა ფენებში სიცივეში. ნიადაგის ტიპის მიხედვით ირჩევენსასუქს - მჟავე ნიადაგზე კარგია ნიტრატული - იგი აბალანსებს მჟავეობას. ტუტე და ნეიტრალურზე - ამონიუმიანი და ამიდური - ისინი ამჟავებენ მიწას.
 - ამონიუმის ნიტრატი - 34 % აზოტს შეიცავს,გამოშვებულია ფხვნილის სახით. იყენებენ გაზაფხულზე მძიმე მიწაზე. შეტანამდე ურევენკირს ან დოლომიტის ფქვილს.
 - კარბამიდი - 46 % აზოტი შედის. ეფექტურიახსნარის სახით, მაგრამ გამოშვებულია კრისტალების სახით, რასაც გამოყენების წინ ხსნიანწყალში. მიწას ამჟავებს, ამიტომ უმატებენ კირს.
 - ამონიუმის სულფატი - შეიცავს 20 % აზოტს,უშვებენ გრანულების სახით, რაც ადვილად იხსნება წყალში. მისი შერევა არ შიძლება ნაცართანდა კირთან. იგი ძლიერ მჟავე სასუქია და ჭირდება შეტანისას ცარცის დამატება.
ფოსფორიანი სასუქი: იყოფა - წყალშიხსნად,უხსნად და რთულად ხსნად ნივთიერებებად.
 - სუპერფოსფატი - 14-20 % ფოსფორია მასში,კარგად იხსნება, კარგი სასუქია ბოსტნეულისთვის, კენკროვნებოსთვის. შეაქვთ გაზაფხულზედა შემოდგომაზე. მცირედ ამჟავებს ნიადაგს.
 - ორმაგი სუპერფოსფატი - 50 % მდეა ფოსფორი,ასევე კარგად ხსნადია და ორჯერ ნაკლები დოზაა საჭირო.
 - პრეციპიტატი - 22-37 % ფოსფორი შედის. იხსნებალიმონმჟავა ამონიუმში და კარგად შეთვისება მცენარის მიერ. მიწას მცირედ ატუტიანებს.
 - სუპრეფოს -ნ ს. 25 % ფოსფორს შეიცავს, მისგარდა აზოტსაც, მიეუთვნება აზოტ-ფოსფორიან სასუქს, შეაქვთ ნებისმიერ ნიადაგზე.
 - ძვლის ფქვილი - მასში 30-35 % ია ფოსფორი,იგი ეფექტურია მეტად, ვიდრე ფოსფორიტული, იყენებენ ნიადაგის გასაკულტურებლად, შეაქვთადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, უმეტესად მჟავე ნიადაგზე.
კალიუმიანი სასუქი: მხოლოდ კალიუმს სუფთასახით არ შეიცავს, კიდევ არის 2-3 ელემენტიც, რომელიც მის მიმართულებას განსაზღვარვს.  
 - კალიუმის ქლორიდი,- ქლორის შემცველობის გამოარ გამოდგება კარტოფილის. ყურძნის, ხახვის, კომბოსტოს, წიწიბურას სასუქად.  ზოგი ბოსტნეულის მოთხოვნა კალიუმზე მაღალია - კარტიფილი,ჭარხალი, სტაფილო. ხეხილი, . მათთან დიდი ოდენობის სასუქია საჭირო.  მათ ასევე სჭირდებათ ნატრიუმიც, რაც ხელს უწყობსნახშირწყლების გადაადგილებას ზემოდან ფესვებისკენ. ამიტომ კარგია კალიუმიანი სასუქინატრიუმის შემცველობით.  იგი შეიცავს 54-62% კალიუმს, კარგად იხსნება წყალში, ნიადაგს ამჟავებს. შეაქვთ კირის შეტანის მერე შემოდგომაზე.
 - კალიუმის სულფატი - 46-48 % კალიუმია მასში,არ შეიცავს ქლორს, კარგად ხსნადია, და საუკეთესო სასუქად ითვლება ბოსტნეულის და კენკრისთვის.შეაქვთ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. მისი შერევა სხვა სასუქთანაც შეიძლება
 - კალიმაგნეზია - 28-30 % კალიუმს შეიცავსდა კიდევ 9 % მაგნიუმ. .კარგად იხსნება წყალში. იყენებენ მაგნიუმით ღარიბ ნიადაგზე ბოსტნეულის, კენკრის, ხეხილის საკვებად.
 - ნაცარი - შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს,სილიციუმს,, ბორს, რკინას, გოგირდს,, არ შედის აზოტი. კალიუმის შემადგენლობა დამოკიდებულიახეზე, რაც დაიწვა. იგი შეაქვთ  მძიმე ნიადაგზეშემოდგომაზე და გაზაფხულზე. მსუბუქ ნიადაგზე - მხოლოდ გაზაფხულზე. იგი საუკეთესო სასუქიაბოსტნეულისთვის, კენკრისთვის. მისი არევა არ შეიძლება აზოტიან მინერალურ სასუქთან,სუპერფოსფატთან, ნაკელთან, სკინტლთან. ჯერ შეაქვთ ნაკელი, ურევენ მიწას, და მერე მოაყრიანნაცარს. მის შემადგენლობაში 16 % კალიუმია.
მარტივი სასუქის დოზის გამოთვლა: უნდაიცოდეთ თითოეული მცენარის საჭიროება მინერალური ნივთიერებების მიხედვით. და სასუქშიმათი % შემცველობა. თუ მაგ, ამონიუმის სულფატი შეიცავს 20 % აზოტს და მცენარეს სჭირდება80 გრ, 80*100/20= 40. ესე იგი 1 კვ მ ზე საჭიროა 40 გრ ის შეტანა.
კომპლექსური მინერალური სასუქი: იყოფაორ და სამკომპონენტიან სასუქებად, შემადგენლობაში ძირითადი ნაერთების რაოდენობის მიხედვით.
სამკომპონენტიანი: 
 - ნიტროფოსკა - აზოტს, ფოსფორს და კალიუმსშეიცავს 12-17 % ს, იგი შეაქვთ მსუბუქ ნიადაგზე გაზაფხულზე, მძიმეზე - შემოდგომაზე.ნორმაა 15-20 გრ 1კვ მ ზე.
 - ამოფოსკა - 12 % აზოტი, 15 - ფოსფორი,15 - კალიუმი, 14 - გოგირდი. შეაქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ნიადაგზე.
 - დიამოფოსკა - 10 % აზოტი, 26 - ფოსფორი,26 - კალიუმი. იყენებენ ბოსტნეულის და ხეხილისთვის ყველა ტიპის ნიადაგზე.
ორკომპონენტიანი: ასეთი ბევრია:
 - აზოტოფოსფატი - 33 % აზოტი, 3-5 - ფოსფორი.გამოდის გრანულების სახით. შეაქვთ გაზაფხულზე, ჩითილების დარგვისას.
  -ამოფოსი - 11-12 % აზოტი, 44- 50 ფოსფორი, კარგად ხსნადი გრანულებია, უპირატესად იყენებენროგორც ფოსფორიან სასუქს. შეაქვთ ნებისმიერ კულტურასთან.  - ნიტროამოფოსფატი - 21-23 % აზოოტი, 21 ფოსფორი.გრანულები კარგად იხსნება წყალში.
  -მონოკალიფოსფატი - 23 % ფოსფორი, 28-33 კალიუმი. მაღალკონცენტრირებული უაზოტო სასუქია.იხსნებაწყალში. შეაქვთ ნებისმიერ კულტურასთან ღია გრუნტში ან სათბურში.
 - კალუმის ნიტრატი - 13-15 % აზოტი, 36-38კალიუმი, 0,9 – 1,3 ფოსფორი. გამოდგება ნებისმიერ ნიადაგზე, შეაქვთ ყველა კულტურასთან.
 - ნიტროამოფოსი - 32 -33 % აზოტი, 1,3-2,6ფოსფორი, კარგად ხსნადი სასუქია წყალში, შექვთ მძიმე ნიადაგზე შემოდგომაზე, მსუბუქზე- გაზაფხულზე. ხეხილის და ბოსტნეულისთვის.

16 October 0 6 653
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно