ყვავილები სააბაზანოში

სააბაზანო ერთერთი ის ადგილია, სადაც ადამიანი საკუთართავთან რჩება მარტო, სადაც შეიძლება მოეშვას, დაისვენოს. სტანდარტული ქალაქის ბინების სააბაზანო არც ისე დიდია და შიგ მხოლოდ აუცილებელინივთების ადგილია თითქოს. მაგრამ იქაც შეიძლება პატარა ადგილი დაუთმოთ მცენარეებს,რომლებსაც ჰაერის ასე მაღალი ტენიანობა არ შეაწუხებთ.
2 მოსაზრება არსებობს ამ საკითხზე: ზოგს მიაჩნია, რომ სწორედ ესაა ადგილი, სადაც მცენარის გაზრდა შეიძლება, რადგან იქ სითბო და ტენია,როგორც ტროპიკებში, მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ სააბაზანოში მცენარეები იხუთებიან და იქ მათი ყოფნა დაპატიმრების ტოლფასია. თუმცა ორივე წინადადებაში არის სიმართლისმარცვლები.
უარყოფითი მხარე: სააბაზანოში ტემპერატურულირეჟიმი არასტაბილურია. ბანაობისას იქ ძალიამნ თბილა, მაგრამ როცა ცხელ წყალს არ რთავთ,საკმაო სიგრილეა, ასევე თუ ხმარობთ სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებს სააბაზანოსთვის, აეროზოლებს, საპნებს, ასაქაფებლებს, ეს ყველაფერი მაინც ქიმიაა, აორთქლებული კონდესირდებამცენარის ფოთლებზე და შეიძლება ამან მცენარე დააზიანოს.
დადებითი მხარე: აქ პრაქტიკულად ყველატროპიკული მცენარე მშვენივრად იგრძნობს თავს, გარდა იმათი, რომლებსაც მზის პირდაპირისხივები სჭირდებათ.
ვურჩევთ ადგილს: მცენარეებს არ დებენ უშუალოდონკანის სიახლოვეს, რომ წყლის წვეთები არ მოხვდეს ფოთლებს. თუ სააბაზანოს ფანჯარა აქვს,ოპტიმალური ადგილი ფანჯრის რაფაა, ხვიარა მცენარეებისდადება თაროზეც შეილება, ან სარკესთან ჩამოკიდება.
ვუვლით მცენარეს სააბაზანოში:
იქ მცენარეს მეტი ყურადღება დასჭირდება. ყოველკვირეულად უნდა გაიწნმინდოს მისი ფოთლები. ხაოიან მცენარეებს საანაზანოში არ დებენ, რადგან მათიფოთლების გაწმენდა ძნელია, წყლის მოხვედრა კი მათზე  არ შეიძლება. თუ შემთხვევით ფოთოლზე მოხვდა კბილისპასტა, გელი, შამპუნი, სასწრაფოდ უნდა გაწმინდოთ. რეგულერულად უნდა შეატრიალოთ იგისინათლის წყაროსკენ, რომ თანაბრად გაიზარდოს მცენარე. თუ ხედავთ, რომ მცენარემ მოიწყინა,ან დაავადების ნიშნებს ნახავთ. სწრაფად გაიტანეთ სააბაზანოდან და დადეთ სტაბილურ პირობებში. საერთოდ, სააბაზანოში სჯობს ხშირად ცვალოთ მცენარეები - დიდხანს ნუ გააჩერებთ ერთ მცენარესიქ. თუ ფანჯარა არ აქვს, იზრუნეთ ხელოვნურ განათებაზე მცენარისთვის. სააბაზანოში ტენიანობა მაღალია, ამიტომ ნათურას პატრონა ჰერმეტული უნდა იყოს. ასეთები იყიდება აკვარიუმებისთვის.
სააბაზანოში მცენარეებს ზომიერად რწყავენ. მორწყვამდე უნდა შემოწმდეს მიწა რამდენად მშრალია, კვება და გადარგვა იგივენაირად სჭირდებათ ამ მცენარეებს, როგორც სხვებს
რომელი მცენარეები სჯობს სააბაზანოსთვის:იქ უკეთ გრძნობენ თავს - ფილოდენდრონი, სპატიფილუმი, ყოჩივარდა, (დიდხანს - არა), მონსტერა,ფაცია, წვრილფოთოლა სურო, აგლაონემა, ქრიზანთემა. თუ ასე დიდ მცენარეებს ვერ მოუძებნითადგილს პატარა სააბაზანოში, ნუ მოიწყენთ, - ერთი პატარა ქოთანიც საკმარისია  ოთახის გასაცოცხლებლად და თქვენი განწყობის ასამაღლებლად.
03 October 0 2 015
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно