ვენერას თმა

სამშობლო - ს ამერიკა, აღ აზია, გვარში 200 მდე სახეობაა,იგი გვიმრაა მიწისზედა მხოხავი ქერცლოვანი ფესურით. ყველაზე ლამაზი გვიმრაა ნაზი მწვანეფრთისებრი ფოთლებით წვრილ ღერებზე, სწორედ ამის გამო ეძახიან ვენერას თმას, ფოთლისფერი სახეობის მიხედვით განსხვავებულია - მოყვითალო მწვანიდან ღია წითლის ან მტრედისფერისჩათვლით. ფოთლის ფორმაც განსხვავებულია - რომბისებრი ან სამკუთხა ტალღოვანი კიდით,აქვს ასევე ვაიებიც, სახლის პირობებში იზრდება 50-60 სმ.
ბუნებაში გვხვდება ტროპიკულ ან ზომიერ სარტყელში, სადაც ტენიანობა მაღალია და ხშირიანისლი, იზრდება ქვიიან ან თიხნარ ნიადაგში, ზოგადად, კარგად გავრცელებული მცენარეა,მაგრამ აშშ ს ზოგ შტატში გაქრობამდეა მისული, ადგილობრივი ინდიელები მცენარეს სამკურნალოდიყენებდნენ ნაყენის სახით რევმატიზმის სამკურნალოდ.
ტემპერატურა: აქტიური ზრდისას - 26 გრ,მოსვენების ფაზაში 15 გრ, ვერ იტანს ცივ ორპირს, კარგად იზრდება ჩრ ფანჯრის რაფაზე.სახლში კარგად გადააქვს ზამთარი, თუ მისი ფოთლები გამათბობელზე არაა გადმოკიდებული,ზოგადად, უპრეტენზიო მცენარეა.
განათება: მსუბუქი ნახევრადჩრდილი ზაფხულშიიცავს მის ფოთლებს პირდაპირი მზის სხივებისგან, მაგრამ თუ ფანჯრიდან შორს დევს, ვაიებიფერმკრთალდება. იდეალური ადგილი აღ ან ჩრ -დას მხარეა. არაუშორეს 1მ ისა ფანჯრიდან.
მორწყვა: უნდა იყოს რეგულარული, მაგრამარა - ჭარბი, ვერ იტანს ვერც წყლის ნაკლებიბას, ვერც მეტობას, რწყავენ, როცა მიწისზედა ფენა შეშრება. წყალი უნდა იყოს ნადგამი, ოთახის ტემპერატურის. შეიძლება აკვარიუმისწყლის გამოყენებაც, სიხისტეზე არ რეაგირებს, მაგრამ ვერ იტანს ქლორს.
კვება: არ სჭირდება ჭარბი რაოდენობა სასუქის.ამიტომ კვებავენ მაისიდან სექტემბრამდე თვეში ერტხელ  კომპლექსური მინერალური სასუქით, მაგრამ განახევრებულიდოზით, ვიდრე მითითებულია, სასუქი არ უნდა შეიცავდეს კირს.
ჰაერის ტენიანობა: მოსწონს მაღალი ტენიანობა,დაახლოებით 60%. ზამთარში გამათბობელთან ტენიანობა 20 % ია, მცენარეს ფოთლები უხმება,ვაიები კვდება, ამის ასაცილებლად ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე, მას შესხურებაარ სჭირდება
გადარგვა: მოსწონს ფხვიერი მიწა სუსტადმჟავე რეაქციის - 2 წილი ტორფიანის, 0,5 წილი ნეშომპალიანი მიწის და 1 წილი ქვიშისან ვერმიკულიტის ნარევი. ზოგჯერ უმატებენ ფიჭვის ხის ქერქსაც, ქოთნის ძირში აუცულებელიადრენაჟი.თუ მცეარე ძალიან გაიზრდება, ფესვების ნაწილს აჭრიან, რაც ქოთნის ნაპირთანააახლოს. მას ყოვეწლიურად რგავენ. ქოთანი არ უნდა იყოს ძალიან დიდი. ბუნებაში იგი იზრდებაკლდეზე, ნაპრალებში, როგორც ლითოფიტები. ამიტომ არ სჭირდება თიხა, ტორფი, მიწა კარგადუნდა ისრუტავდეს წყალს და სწრაფად არ უნდა შრებოდეს.
გამრავლება: ძირითადად ხდება ძველი დიდიბუჩქის დაყოფით  გადარგვისას, მას აჭრიან ფესურისნაწილს რამდენიმე ვაიით, ძალიან პატარა ზომის ნაწილებად დაჭრა არ ივარგებს - მცენარედიდხანს იავადმყოფებს და დრო დასჭირდება მოსაშუშებლად.
პრობლემები: -  ფოთოლი ყვითლდება და ყავისფერი ლაქები უჩნდება- მაღალი ტემპერატურის დროს. ასეთ დროს მაღლა სწევენ ჰაერის ტენიანობასაც. სხვა მიზეზებიაარარეგულარული მორწყვა.
 - მცენარე ცუდად იზრდება და ფოთოლი უყვითლდება- ჰაერის სიმშრალის დროს, ხშირად ზამთარში, გამათბობლიან ოთახში.
 - ფოთოლი ფერმკრთალი, გამჭირვლე და მომჭკნარია- მზის კაშკაშა სინათლის დროს.
ფოთლის ბოლოები ყვითელი ან მუქი ფერისაა, მცენარე არ იზრდება  - არ ჰყოფნის საკვები, უჭერს ან პირიქით, ძალიანფართოა ქოთანი.
 - ფოთოლი ყვითელი, ყავისფერი, დახვეულია დაცვივა - ოთახში დაბალი ტემპერატურის დროს, ან მოხვდა ორპირში, მორწყეს ცივი წყლით ანწყალი ქლორირებული იყო.
მწერებიდან ეტანება აბლაბუდა ტკიპა, რასაც ებრძვიან საპნიანი წყლით ან აკარიციდებით.ფარიანა და ცრუფარიანა - მათ წინააღმდეგ იყენებენ აქტარას. ხსნარში დებენ მცენარესმთლიანად, ფოთლებით ქვემოთ. ერთი წთ ის მერე იღებენ და მიწასაც ამ ხსნარით რწყავენ,მერე ჭარბი წყალი გარეთ გამოვა დრენაჟის ხვრელებიდან. მომდევნო მორწყვა მიწის კარგადგაშრობის მერეა საჭირო. ერთი კვირის მერე ისევ იმეორებენ პროცედურას.
02 October 0 2 553
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно