გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რომელი მცენარეები ირგვება საშემოდგომოდ

უმეტესი მცენარეებისა საგაზაფხულოდ ირგვება - ითესება, მაგრამ ზოგს საშემოდგომოდაც რგავენ.
საშემოდგომო დარგვის უპირატესობა:
 - არაფერია საჩქარო, გაზაფხულისგან განსხვავებით, როცა მისახედია ბოსტნეულის ჩითილებიც, მიწაც ბაღში და ყვავილებიც,,
 - შემოდგომაზე შედარებით დაბალ ფასად შეიძლება თესლის და ნერგის შეძენა.
 - თესლი ბუნებრივად გაივლის სტრატიფიკაციასდა არ სჭირდება დალბობა, მაცივარში შენახვა.
 - შემოდგომაზე მავნებლების და დაავადებებისრაოდენობა იკლებს გრილი ამინდების გამო, თუმცა მიწა ჯერ კიდევ თბილია და ფესვები ასწრებსზრდას მანამ, სანამ ყინვები დაიწყება. გაზაფხულზე კი მცენარე არ იზრდება, სანამ მიწაბოლომდე არ გათბება.
 - შემოდგომაზე დარგული მცენარე უკეთ ეგუებაგარემოს და გაზაფხულზე აღარ ეშინია საგაზაფხულო ყინვების. - გაზაფხულზე შედარებით ადრე იწყებს ზრდასდა ყვავილობას. - შემოდგომაზე წვიმა ხშირია, და მორწყვა ხშირადსაჭირო არცაა.
ბოლქვიანების დარგვა: ისინი შემოდგომაზეირგვება, რადგან მათ სიცივე სჭირდებათ მოსვენების პერიოდში მომავალი ყვავილობისთვს.
აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რგავენ:
ასტილბას, უცუნას, ყაზახას, ნარცისს, პუშკინიას, რუდბეკიას. სოლიდაგოს, ფლოქსს, ღვინას.
სექტემბრის ბოლოს კი - ტიტებს, შროშნებს, ყვითელშროშნებს.
ყიდვისას შეამოწმეთ ბოლქვების ხარისხი, ცუდი, დაობებული, დაზიანებული, დამპალი ბოლქვიარ გაიზრდება. ბოლქვების დარგვის სიღრმე სახეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ზოგადად, ბოლქვისსამმაგ დიამეტრს უნდა უტოლდებოდეს. საშუალოდ 15-17 სმ. ბოლქვებს შორის მანძილი კი 15-20 სმ უნდა იყოს. თუ მიწა მშრალია, კარგად უნდა მოირწყას, მერე კი მულჩა დაეყაროსზემოდან - ტორფი ან ჩამოყრილი ფოთლები.
ტიტები და სუმბული რგვება სექტემბრის ბოლოს, როცა საშუალო ტემპერატურა 5 გრ ია.  თუ ხშირად წვიმს, ბოლქვები რომ არ გაფუჭდეს, აფარებენცელოფანს ან გადაბრუნებულ ჯამს, გაზაფხულზე კი დროულად ხსნიან საფარს,
ტიტას არ სჭირდება დაფარება, არ ეშინია სიცივის და წვიმის. მის ბოლქვებს  შორის 10 სმ დასაშვებია.
მრავალწლიანების დარგვა: სექტემბერში ირგვება ზიზილა, სამფერა ია, კესანე. ამ მცენარეებსთესავენ აგვისტოს ბოლოს, ისინი ადვილად ამოდიან. ყინვებამდე კარგად იზრდება ყველა დაძლიერ ფესვებსაც ივითარებს. ზამთარში მწვანე ფოთლებით იმალება თოვლის ქვეშ, და გამოიზამთრებს,აპრილიდან კი უკვე ყვავილობასაც იწყებს.
ასევეე სექტემბერში კარგია ბუჩქების დაყოფაც - ასტილბა, ჰოსტა, ბრუნერა, ზამბახი, ხანჭკოლა, ყვითელი შროშანი.
დედა ბუჩქს ფრთხილად იღებენ მიწიდან ბევრი მიწით, ცოტა დაფერთხავენ და მერე ფრთხილადაცალკევებენ ბოლქვებს და ფესურებს, გადარგულ მცენარეებს მორწყვა ამინდის მიხედვით სჭირდებათ- თუ წვიმები ხშირია, არ უნდა.
სექტემბერში აკალმებენ ფლოქსს. წყალში ადვილად ფესვიანდება, ასევე ყოფენ გაილარდიას და რუდბეკიას ბუჩქებს. ორივე მცენარე უპრობლემოდეგუება გადარგვას.
იორდასალამის დაყოფა: ძველი ბუჩქების დაყოფააგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე შეიძლება და თუ კარგი ამინდებია, ნოემბრის დასაწყისამდეც კი.ამოღებულ ბუჩქს ისე ყოფენ. რომ თითო მხარეს 2-3 ზრდის წერტილი დარჩეს და ფესვიც 10სმ მდე, გადანაჭერს ამუშავენენ თიხიანი ხსნარით, რაც იცავს მცენარეს სოკოსგან და ლპობისგან.  მთავარია, თიხა კარგად ეწებებოდეს ფესვს. გადარგულმცენარეს რწყავენ და მულჩად ტორფს აყრიან.
ვარდის დაკალმება: შემოდგომა შესანიშნვიდროა ამისთვის. სექტემბერში ააჭრიან მოყვავილებულ ტოტებს, ყველაზე ძლიერს, რომელსაც3-5 კვირტი აქვს- მუხლთაშორისებით.  უმოკლებენფოთლებს, უტოვებენ 2-3 პატარა ფოთოლს და გაშრობის გარეშე, პირდაპირ რგავენ 45 გრ იანიკუთხით, მიწაში ურევენ ქვიშას და დარგულ კალმებს აფარებენ ქილებს. მათ უტოვებენ მომდევნოწლის ივნისამდე, მერე კი ხსნიან.
წყალიკრეფიას ბუჩქის დაყოფა: მცენარესცუდად გადააქვს ფესვების დაზიანება, ამიტომ ფრთხილად ამოაქვთ ბუჩქი მიწიანად, მერეკი წყლის ჭავილით აშორებენ მიწას ფესვებს. მას მძლავრი ფესვი აქვს, გრძელი, დაგრეხილიდა მისგან ბევრი წვრილი ფესვი გამოდის. მთავარი ფესვი უნდა გაიჭრას 2 ნაწილად ბუჩქისდაყოფისას. აშორებენ ფოთლებს და მხოლოდ რამდენიმეს უტოვებენ. გადანაჭერს აყრიან ნახშირსან კოლოიდურ გოგირდს. ეს აუცილებელია.  მცენარეძნელად ეგუება ამ პროცესს და დიდხანს უნდება სტრესიდან გამოსვლას.
შემოდგომაზე დასათესი მცენარეები: ბევრიმცენარის თესლს სჭირდება სტრატიფიკაცია - სიცივეში ყოფნა მინუს ტემპერატურაზე გაღივებისთვის.ზოგი ყიდულობს თესლს გაზაფხულზე და მაცივარში ინახავს, თუმცა შეიძლება შემოდგომაზეყიდვა და პირდაპირ გრუნტში დათესვა, საყურადრებო მომენტია ამინდი. სითბოში შესაძლოა, ამოვიდეს, მაგრამ მომდევნო ყინვას ვერ გაუძლოს და მოკვდეს. ამ პერიოდში კარგია დათესვაშემდეგი მცენარეების: ალისუმი, ასტრა, წყალიკრეფია, ღიღილო, გეიჰერა, ჩინური მიხაკი,დეზურა, დეკორატიული ხახვი, გულყვითელა, ცხრაფერა, კოხია, ქათმი, ლავანდა, დევისპირა,ტუხრტი, ყაყაჩო, სოინჯი, ფურისულა, იორდასალამი, რუდბეკია, სურნელოვანი თამბაქო, ფლოქსი,ქრიზანთემა, კალიფორნიული ყაყაჩო, ექინაცეა და სხვა.

29 September 0 23 966

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно