ყვავილები აივნისთვის
ქალაქის არქიტექტურა ხშირად არ იძლევა ისეთი საყვავილე ადგილის მოწყობის საშუალებას, როგორიც გსურთ, თუმცა ნაწილობრივ, აივანზე ამის საშუალება არის,ლამაზი მცენარე ნებისმიერ აივანს უხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ მცენარის თავისებურები, მოთხოვნები გარემო პირობებისადმი, ერთმანეთთან დამოკიდებულება, გაზაფხულის დადგომის მერე სითბო და სინათლე იმატებს და სახლში გამომწყვდეულ ყვავილებს ნამდვილად არ აწყენთ სუფთა ჰაერზე გატანა. თუ ბეგონიების და ფუქსიის პატრონი ხართ, მათ სამხრეთ აივანზე ჩრდილი სჭირდებათ. ბაღში მზარდი ყვავილები სიხარულით იცხოვრებენ მზიან აივანზეც. ასეთ მცენარეებს ეკუთვნის: აბილილი, ფლოქსი, გოდეცია, ზიზილა, სურნელოვანი ბარდა, კანა, კვირისტავა, კობეა, სურნელოვანი თამბაქო, ასტრა,დედოფლის ყვავილი, ზოგი ადრე გაზაფხულზევე იწყებს ყვავილობას - ზიზილა, იაჟუჟუნა, მარად,მოყვავილე ბეგონია. ზოგიც გვიან, ყინვებამდე ყვავილობს - ასტრა, კობეა, პეტუნია, გაზანია.
დედოფლის ყვავილი არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ლამაზი ფოთლებითაც დაამშვვენებს აივნებს გვიან ზამთრამდე. ჩრ. მხარეს აივანზე თავს კარგად გრძნობს ჩრდილის მოყვარული ოთახის მცენარეები, ზიზილა და იაჟუჟუნა ყველაზე დაჩრდილულ ნაწილს გაალამაზებს. აივანზე შედარებით ნაკლებ მზეს იტანს ციცინო, ბეგონია, რეზედა, ლობელია, პეტუნია, ფუქსია, ხავერდა, კალცეოლარია, ნემსიწვერა. მათი ფერადი და სურნელოვნი ყვავილები დიდხანს გაგყვებათ, ზამთრის პირამდე.
მთავარი პრობლემა - ორპირია. შემინულ აივნებზე ეს საშიში არაა, ძლიერი ორპირი ვნებს მცენარეებს, განსაკუთრებით მაღალ სართულებზე. ამიტომ იქ უფრო ხშირად ნახავთ ზიზილას, მსუქანას, ბეგონიებს, გაზანიებს, ხავერდას და სხვა დაბალ ჯიშებს, რომელთა ყვავილებიც უძლებენ ქარს. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ფერთა შეხამებასაც. მრავალფეროვნება ხშირად აივნის ერთიან აღქმას აფუჭებს. სჯობს 2-3 ფერი შეარჩიოთ და ნახევარტონებით შეავსოთ მერე ფერთა გამა. ასე უფრო ჰარმონიული გამოვა თქვენი აივანი, რომელიც დიასახლისს წარმოაჩენს, როგორც ესთეტს, მზრუნველს სახლის მშვენიერებაზე.
თარგმანი თ. სუპატაშვილის