ჰორტენზია

დიდფოთოლა ჰორტენზია (Hidrangea macrophylla) ხელსაყრელი პირობების დროს მოზრდილ ბუჩქნარად ყალიბდება,მისი მეორე სახელიაჰიდრანგია, რაც ბერძნულიდან ითარგმნებაროგორც - წყლიანი ჭურჭელი.მისი სახელი იმას მიგვანიშნებს რომ ჰორტენზია ტენისმოყვარულიმცენარეა.მთელს მსოფლიოში ჰორტენზიას 80-მდე სახეობაა ცნობილი,რომლებიც გავრცელებულიაამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში.

XIXსაუკუნის დასასრულს ჰორტენზია იაპონიიდან  ევროპაში შეიტანეს,სადაც დაიწყო მისი აღზევებისხანა.საფრანგეთში იქნა გამოყვანილი დიდფოთოლა ჰორტენზიის ჯიშები.მაგრამ,სამწუხაროდამ ჯიშის ჰორტენზია ზამთარს უფრო ძნელად იტანს ვიდრე სხვა ჯიშები,მაგალითად ყუნწიანი ჰორტენზია.ამიტომ ცივი ზამთრის მქონეადგილებში დიდფოთოლა ჰორტენზია შეფუთვის გარეშე ვერ გამოიზამთრებს.

დიდფოთოლა ჰორტენზიას მოზრდილი,კვერცხისებური,საპირისპიროდგანლაგებული ფოთლები აქვს,რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში ნათელი მწვანე ფერისაა,შემოდგომითკი მოწითალო ფერს იღებს.ამის დამსახურებით ჰორტენზიის ბუჩქი მთელი წელი დეკორატიულადგამოიყურება.

ჰორტენზიის ყვავილები მოზრდილია,თვითოეული 3 სმ-მდე,ძირითადად ვარდისფერია,შეკრებილიამოზრდილ ფარისებურ ყვავილედებად 15-20 სმ. დიამეტრით.ჰორტენზიის ახალ ჯიშებს შესაძლოაქონდეთ თეთრი,ვარდისფერი და ცისფერი ყვავილებიც კი.მცენარე აყვავებას იწყებს ივლისში.ყვავილებიარ ჭკნება მომავალ გაზაფხულამდე,მხოლოდ მომწვანო ფერს იძენს.ჰორტენზია ძალიან დეკორატიულიმცენარეა,ის მრავალი მეყვავილის საყვარელი ყვავილია.

ადრე დიდყვავილა ჰორტენზიასძირითადად ზრდიდნენ როგორც ოთახის მცენარეს.მაგრამ ყინვაგამძლე ჯიშების მიღების შემდეგმისი მოშენება ბაღებშიც შესაძლებელი გახდა.

ნიადაგი - ჰორტენზიას სუსტი ან საშუალოსიმჟავის ნიადაგი სჭირდება (PH 5.5).გრუნტის  შემადგენლობაა: კორდის მიწა,ფოთლოვანი ტყის მიწა,ქვიშა,ტორფი და ნეშომპალა თანაბარი დოზებით 1:1:1:1:1.გახსოვდეთრომ ჰორტენზია ძნელად ეგუება და იტანჯება ნიადაგის კიროვანი ნალექებისგან,ამიტომ ყურადღებამიაქციეთ ნიადაგის მჟავიანობას.

ჰორტენზიას აქვს კიდევ ასეთითავისებურება: მან შეიძლება შეიცვალოს ყვავილის ფერი ნიადაგის მჟავიანობის მიხედვითდა თქვენ ადვილად მიხვდებით: თუ ყვავილები ვარდისფერია ნიადაგი სუსტად ტუტეა,თუ ცისფერიამ მოლურჯო - მჟავე.

შეგიძლიათ ჰორტენზიის დარგვისწინ ნიადაგს შეურიოთ ჩამოცვენილი წიწვები და გირჩები.

ადგილი

დიდფოთოლა ჰორტენზია სინათლისმოყვარულიმცენარეა,მაგრამ უმჯობესია მაინც ნახევრად ჩრდილში დარგათ,მათ არასოდეს რგავენ ხეებისქვეშ,რადგან დიდი რაოდენობით ტენს მოიხმარენ ნიადაგიდან.მზეზე შეიძლება ჰორტენზია ნიადაგისგამოშრობით გაწვალდეს,ჩრდილში გვიან იყვავილებს და ყვავილობა ნაკლებად უხვი იქნება,ყვავილებიკი მომცრო.ამიტომ შეეცადედ მოძებნოთ ოქროს შუალედი.

დარგვა - დიდფოთოლა ჰორტენზია ღია გრუნტშიგაზაფხულზე ირგვება,როგორც კი ყინვების საშიშროება გადაივლის.თუ რამოდენიმე მცენარისდარგვას აპირებთ,დაიცავით მათ შორის  დაახლოებით1 მეტრი მანძილი.თუ ჰორტენზიის ნერგი მოზრდილი არაა მისთვის საკმარისია არაღრმა ორმო:35x35x35 სმ.თუ მცენარე უკვე საკმაოდ მოზრდილია,ორმოც უფრო დიდიამოჭერით,არ დაივიწყოთ დრენაჟი,ორმო ამოავსეთ მზა მიწის ნარევით.

დარგვისას ხდება ორგანული დამინერალური სასუქის შეტანაც.ისინი მცენარეს დაეხმარება კვირტების უკეთ ჩამოყალიბებაში.მორწყვისშემდეგ ჰორტენზიის ქვეშ ნიადაგს მულჩირებაუნდა გაუკეთდეს,რაც ნიადაგს ხელს შეუწყობს ტენის შენარჩუნებაში,ეს კი ჰორტენზიისათვისმთავარი პირობაა.მულჩირებისთვის გამოდგება ფიჭვის წიწვები,ტორფი,ნახერხი.მულჩის სისქედაახლოებით 10 სანტიმეტრი უნდა იყოს.ზაფხულის განმავლობაში მულჩის ფენა 2-3 ჯერ უნდაგაფხვიერდეს.ნიადაგში ტენის შესანარჩუნებლად შესაძლებელია ჰიდროგელის გამოყენებაც.

მორწყვა - მოსარწყავი წყალი რბილი უნდა იყოს,რადგან მარილებს და კიროვან ნალექს ჰორტენზიავერ იტანს.იდეალურია წვიმის წყალი.თუ წვიმა დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება,ნადგომიდა შემთბარი წყალი გამოიყენეთ.მაგრამ იცოდეთ თუ მოსარწყავად დიდი ხნის განმავლობაში ონკანის წყალს იყენებთ,ფოთლები შეიძლებაქლოროზით დაავადდეს.ამიტომ წყლის დასარბილებლადდაუმატეთ მას ლიმონის წვენი,ძმარი ან ელექტროლიტები.ქლოროზს თავიდან აიცილებთ თუ გაზაფხულზენიადაგში შეიტანთ რკინის მარილებს,მაგალითად ფეროფიტი,რკინის სულფატი,ან რკინის ჰელატი.გახსოვდეთრომ ჰორტენზიას ძალიან უყვარს წყალი: ერთმაბუჩქმა კვირაში  არანაკლებ ორი ვედრო წყალიუნდა გამოიყენოს.წვიმების დროს და მულჩირებისას მცენარე უფრო იშვიათად ირწყვება.

კვება - როგორც უკვე ცნობილია ჰორტენზიისყვავილების შეფერილობა შეიძლება შეიცვალოს ნიადაგის მჟავიანობის მიხედვით.თუ თვეშიერთხელ ნიადაგში რკინის მარილებს და შაბს(კრისტალები) შევიტანთ,მაშინ ყვავილები ცისფერიან ლურჯი გახდება.სცადეთ ბუჩქის ერთი მხრიდან მოაყარეთ შაბი და მეორე მხარეს არ  მოაყაროთ.ასეთი მეთოდით ჰორტენზია სხვადასხვა ფერისყვავილებით აყვავდება.8-10 კრისტალი ნიშადუროვან-კალიუმიანიან ალუმინის შაბი გახსენით 2 ლიტრა წყალში.ეს ხსნარი საკმარისია ერთი ბუჩქისათვის.ყვავილებისცისფერი ფერის მისაღებათ შეიძლება სილურჯის მიმცემი ნივთიერების გამოყენებაც,რომლისშეძენა ყვავილების მაღაზიებში შეგიძლიათ.

ჰორტენზიასათვის სასუქად ნაცრისგამოყენებაზე ნურც იფიქრებთ.გაზაფხულზე მცენარე კარგად ეხმიანება ორგანიკის მიწოდებასმაგალითად გადამწვარი ნაკელის.შაბების და რკინის მარილების გარდა ჰორტენზიასათვის საკვებადშეიძლება როდოდენდრონების,აზალიებისა და მანანასებრთათვის განკუთვნილი სასუქების მიცემა,ანუმჟავე მინერალური სასუქების,როგორიცაა ამონიუმის სულფატი,კალიუმის სულფატი.

სასუქის შეტანის ფაზები:

გაზაფხულზე,ვეგეტაციურიზრდის დასაწყისში (ახალი ძლიერი ამონაყარებისათვის)

ივნისში,კვირტებისჩამოყალიბების პერიოდში (კვირტების სწორად და უხვად ჩამოყალიბებისათვის)

-ზაფხულში,ყვავილობისდროს (ხანგრძლივი ყვავილობისა და ახალი საყვავილე კვირტების განვითარებისათვის,მომავალიწლისთვის)

ჰორტენზიის დარგვიდან პირველწელს კარგია კალიუმპერმანგანატის სუსტი,ვარდისფერი ხსნარით მორწყვა,რომ ფესვებში სიდამპლეარ განვითარდეს.მის მაგიერ ნებისმიერი ფუნგიციდის გამოყენებაც შეგიძლიათ,მაგალითად- ფიტოსპორინის.

შეფუთვა ზამთარში - შემოდგომაზე დაიწყეთ ჰორტენზიისზამთრისათვის მომზადება.თუ მშრალი ამინდებია მორწყეთ.დაიმახსოვრეთ, რომ ჰორტენზია უკეთიტანს ზამთრის ყინვებს, თუ შემოდგომითსაკმარისი წყალი აქვს მიღებული.არ დაგავიწყდეთ ასევე მისი შეწამვლა ბორდოს ხსნარით,რათაშეფუთულ მცენარეზე არ განვითარდეს სოკვანი დაავადებები.

ოქტომბრის მეორენახევარში , როდესაც ღამითსაკმაოდ აცივდება,ჰორტენზიის ბუჩქებს ფუთავენ 30 სმ-ის სიმაღლეზე.ძლიერი ყინვების დაწყებამდეჰორტენზია შეიძლება შეიფუთოს საბაღე შესაფუთი მატერიით  - აგროსპანი,ან ლუტრასილი.ნოემბერში კი დახარეთმცენარის ტოტები მიწისკენ,დააყარეთ  გამხმარი,მშრალიფოთლები და წიწვოვანი ხის ტოტები.ზემოდან დააფარეთ მუყაოს კოლოფი.

გასხვლა - ჰორტენზიას გასხვლა ცოტაოდენსირთულეს წარმოადგენს.ზოგჯერ ყოველწლიური გასხვლის მიუხედავად,მცენარე მაინც არ ყვავის.პირველრიგში უნდა განიმარტოს,რომ დიდფოთლება ჰორტენზია გასხვლას არ საჭიროებს.ტოტების შეჭრამხოლოდ კოსმეტიკური მიზნებით ხდება.საქმე იმაშია რომ საყვავილე ყლორტები ჰორტენზიასწინა წლის ტოტებზე უნვითარდება.ამიტომ მთავარი ამოცანაა ჰორტენზიის ყველა ღეროსა დატოტის უვნებლად შენარჩუნება,რომ კენწეროებში საყვავილე კვირტის ჩანასახები არ მოიყინოსან არ ჩამოცვივდეს.ჰორტენზიის ზრდასრული ბუჩქები,თუ მათ არ გასხლავთ,უხვად ამოიყრისმოყვავილე ტოტებს.ხანდაზმულ ჰორტენზიის ბუჩქებს მხოლოდ ზოგიერთი ტოტი უნდა შეეჭრასრომ უკეთ დაიტოტოს და სტიმულაცია მიეცეს ახალ ყლორტებს.ყვავილედების გასხვლის  შესახებ ორი მოსაზრება არსებობს.ყვავილედები უნდაშეეჭრას შემოდგომით,რომ ისინი არ გახდნენ დაავადების წყარო შეფუთვის ქვეშ.თუ არ მოეჭრებაყვავილედები,მაშინ უნდა შეიწამლოს ბორდოს ხსნარით.გაზაფხულზე კი ფრთხილად მოაცილეთყველა ყვავილედი, რომ ყლორტები არ დაზიანდეს.

(ჰორტენზიის საგაზაფხულო გასხვლა.მოაჭერითძველი,გაშიშვლებული ღეროების ¼,ასევე წვრილი და სუსტი ტოტები,დარჩენილ ტოტებს მოაჭერითდაყვავილებული ყვავილედები )

( ჰორტენზიას საშემოდგომო სხვლა. უფრო ღონიერი ზედა კვირტები ყვავილობენ,ძირიდანიყრის ახალ ნაზარდს,რომელიც მომდევნო წელს აყვავდება)

ჰორტენზიასგამრავლება

ყველაზე ხშირად ჰორტენზიას ამრავლებენ მწვანეკალმებით და ახალი ტოტების გადაწვენით,ასევე ბუჩქის დაყოფით.კალმებს აჭრიან წინა წლისტოტებიდან და მინი სათბურში აფესვიანებენ.

ბუჩქის დაყოფით გამრავლება უმჯობესია გაზაფხულზე.ამისთვისამოიღეთ ბუჩქი მიწიდან და დაყავით,ისე რომ თვითოეულზე მომავალი ამონაყარის ჩანასახებიშეინიშნეოდეს.გადაჭრის ადგილზე მოაყარეთ დანაყილი ნახშირი.უკეთესი შედეგისათვის გამოიყენეთდასაფესვიანებელი სტიმულატორი.დაყოფილი ბუჩქები ირგვება წინასწარ ამოჭრილ ორმოში.შემოდგომისთვისახალი ჩარგული მცენარე ამონაყარებს განივითარებს,რომლებიც მომავალ წელს აყვავდება.

თუ არ გინდათ რომ ტრავმა მიაყენოთ ჰორტენზიის ფესვთა სისიტემას,შეგიძლიათის გადაწვენით გაამრავლოთ.ამისათვის ერთწლიანიტოტები დახარეთ მოწისაკენ,ისე რომ მისი შუა ნაწილი ნიადაგში მოექცეს კვირტებიანად.ტოტისამ ნაწილს რომელიც მიწას ეხება გაუქერცლეთ კანი მერქნამდე და დაამუშავეთ კორნევინით.მიაყარეთზემოდან მიწა,ტოტის კენწერო მიწის ზემოთ უნდა დარჩეს.მომავალ წელს დაფესვიანებული ტოტებიმოაჭერით დედა მცენარეს და ცალკე გადარგეთ.

დაავადებები და მავნებლები

ტუტე ნიადაგში ჰორტენზია ქლოროზით ავადდება.ფოთლებიღიავდება ძარღვები კი მწვანე რჩება.მორწყეთ რბილი წყლით,მიაწოდეთ რკინის მარილები.ჩაატარეთნიადაგის სიმჟავის მოსამატებელი პროცედურები.თუ ჰორტებზიას ფოთლები ძლიერად გაუყვითლდება,მორწყეთ იგი აზოტმჟავა კალიუმის ხსნარით,2-3 დღის შემდეგ კი რკინის სულფატის ხსნარით.

ცხელ და მშრალ ამინდებში შესაძლებელია აბლაბუდიანი ტკიპით დაავადება.ეს ადვილი მისახვედრიაფოთლის ქვედა მხარეზე აბლაბუდების გაჩენით.დაავადებული მცენარის ფოთლები კარგავს დეკორატიულობას,ხმებადა ცვივა.აბლაბუდიანი ტკიპის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აქტელიკი.

ზოგჯერ ჰორტენზიის ფოთლები და ღეროები ავადდებაცრუ ნაცრით,მისი პირველი ნიშნებია ზეთოვანილაქები რომლებიც შემდეგ ყვითლდება,დროთა განმავლობაში კი მუქდება და ზომაში მატულობს.დაავადებასხელს უწყობს თბილი და ნესტიანი ამინდები,მასთან გასამკლავებლად დაამუშავეთ მცენარეფუნგიციდებით,სპილენძის შემცველი პრეპარატებით.

ცივ და ნესტიან დღეებში კი ჰორტენზიას შეიძლებაგაუჩნდეს ჟანგი. მისი პროფილაქტიკისათვისჰორტენზია უნდა შეიწამლოს შაბიამანით. სეპტორიოზი  ასევე ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ჰორტენზიის ფოთლებზე,მისწინააღმდეგ მცენარე დაამუშავეთ ფუნგიციდებით,ან ბორდოს,ანდა ბურგუნდიული ხსნარით.

ზამთარში მცენარე შეიძლება დააზიანონ თაგვებმა.ამიტომშეფუთვამდე მცენარესთან დაალაგეთ მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებები.ეს დააფრთხობსმავნებლებს.

ჰორტენზია ასევე შეიძლება დაავადდეს პომიდვრის რგოლისებური ვირუსით.

 თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

17 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно