კამელია
მიეკუთვნება ვარდისებრთა გვარს და მოიცავს 80 მდე სახეობას, იზრდება აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში,იაპონიაში, კორეაში, იავაზე და ფილიპინებზე. ევროპაში პირველად შეიტანა ნატურალისტმა მღვდელმა გ.კამელიუსმა, რის გამოც ეს სახელი ეწოდა.საშუალო ზომის მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. აქვს მარტივი ფოთლები კვერცხისებრი ან ელიფსის ფორმის, ტყავისებური,პრიალა. ყვავილი ერთეული ან წყვილად მზარდი, წითელი, ვარდისფერი ან თეთრი, ზოგჯერ-ჭრელი, ზოგ სახეობას აქვს დეკორატიული ღირებულება ფოთლის გამოც, სახლის პირობებში კარგად ხარობს, ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა, მაგრამ დამწყებებს უჭირთ მისი გახარება არასწორი მოვლის გამო -არასაკმაო განათება, ნიადაგის არასწორი ნარევი, სიცხე და მშრალი ჰაერი.
განათება - კარგად ხარობს აღ. და დას. მხარეს, ვინაიდან მოსწონს გაბნეული სინათლე. ჩრ.მხარეზე არასაკმარისი განათება ექნება, ს. მხარეს კი მზის სხივებისგან დაცვა დასჭირდება. იმისთვის, რომ მცენარე პროპორციულად გაიზარდოს ქოთანში, პერიოდულად ატრიალებენ, მაგრამ მხოლოდ კოკრების გამოტანამდე, მერე შეიძლება კოკრები დასცვივდეს. ზაფხულობით გააქვთ გარეთ, ოღონდ მზისგან დაცულ ადგილზე.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში 20-25გრ, კვირტების გამოსატანად საკმარისია 18გრ მდე, დეკემბერ-თებერვალში ყვავილობისას კი - 8-12გრ. მეტ ტემპერატურაზე სცვივა კოკრები დეკორატიულობასაც კარგავს. ამ პერიოდშიც სჭირდება სუფთა ჰაერი.
მორწყვა - ირწყვება რეგულარულად , უხვად მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. რწყავენ რბილი, ნადგამი წყლით. თუ ზამთარში გრილადაა. ფრთხილად რწყავენ, რომ მიწა არ ამჟავდეს. ასეთ შემთხვევაშიც კოკრებს იცვენს, ფოთლები კი მურა ფერის გახდება. ზედმეტად გამოშრობისას კი ფოთლები დასცვივდებ.
შესხურება - მოსწონს ტენიანი ჰაერი, ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე, ფოთლებს კი უნამავენ რბილი წყლით. თუ ყვავილობს, ისე ასხურებენ წყალს, რომ ყვავილებს არ მოხვდეს.
კვება - სასუქი სჭრდება მთელი წლის განმავლობაში 3კვირაში ერთხელ - სრული მინერალური სასუქი-1გრ 1ლ წყალზე
გასხვლა -კვირტების უკეთ გამოსატანად და გასაზრდელად მცენარეს სხლავენ შემოდგომის დასასრულს.
გადარგვა - იგი ყოველ წელს უნდა გადაირგას. თუ მცენარე ყოველ წელს ყვავის, მაშინ 2წელიწადში ერთხელ. ირგვება გაზაფხულზე და თან ტოტებს თავებსაც აწყვეტენ უკეთ დასაბუჩქად. მიწა უნდა იყოს მჟავე - 4,5 -5 PH -ით. თუმცა იზრდება PH = 4 ზე, უფრო ნაკლებზეც სხვა სუბტროპიკული მცენარეებისგან განსხვავებით. ნიადაგის შემადგენლობა ასეთია - ტორფი, კორდის, ფოთლოვანი მიწა და ქვიშა 2-1-2-1.დიდ კონტეინერებში მზარდ მცენარეებს კარგი დრენაჟი სჭირდებათ და სასუქშერეული მიწის დამატება ყოველწლიურად.
დათესვა - ითესება 5სმ იან ქოთნებში სათითაოდ. როცა ნათესს 2 ფოთოლი ამოუვა, ხდება პიკირება მოზრდილ ქოთანში. ასე გაზრდილი მცენარე ჯიშის თვისებას კარგავს. ამის გამო ხშირად ტოტით ამრავლებენ.
გამრავლება ტოტით - ასე ხდება ივლისში და იანვარში. იღებენ 6-8სმ სიგრძის ტოტებს, გაუხევებელ ნაწილს ,3-5 ფოთლით, რგავენ ყუთებში, ტორფნარევ ქვიშაში, დებენ 20-23გრ ზე, ზაფხულში დაფესვიანებას სჭირდება 2 თვემდე, ზამთარში უფრო მეტი. მიწას ხშირად ნამავენ. დარგვამდე კი ტოტებს ავლებენ ფესვის სტიმულატორში.როცა ფესვები გამოუვა, გადააქვთ 7სმ იან ქოთნებში ტორფის, კორდის, ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევში 2-2-1-1. თავიდან შედარებით უხვად რწყავენ, მერე კი ამცირებენ, რომ ტოტი სწრაფად გახევდეს.
გამრავლება მყნობით - თუ რომელიმე ჯიში ცუდად ფესვიანდება, მიმართავენ მყნობას, ეს ხდება იანვარში ,ამისთვის იყენებენ განვითარებულ კვირტს ტოტის წვეროდან, 20 გრ ზე, 2 თვეში დამყნილი კვირტი გაიზრდება. ახალგაზრდა მცენარეს რწყავენ, ნამავენ, ტოტებს სხლავენ, აკონტროლებენ ტენიანობას, მეორე წელს გადააქვთ 9სმ იან ქოთნებში. მესამე წელს კი 11-14სმ იანში, სადაც სუბსტრატის შედგენილობა ასეთია - ფოთლოვანი, კორდის, ტორფიანი მიწა და ქვიშა 2-2-2-1
დაავადებები - ცვივა კოკრები - ამჟავებული ნიადაგის გამო
ფოთლებზე ყავისფერი ლაქებია - მზის სხივებით დამწვრობის შედეგად.
ფოთლები ცვივა - თუ ხანგრძლივად არ იყო მორწყული
მცენარე კვდება -მიზეზი რამდენიმეა -ცუდი განათება, დაბალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა,ნიადაგის არასწორი შედგენილობა
მავნებლები - ძირითადად აზიანებს აბლაბუდა ტკიპა
სახეობები -1. მიაგის კამელია - მისი სამშობლოა ოკინავას კუნძული. იზრდება 3-5მ ბუჩქი წვრილი ტოტებით, შებუსულია წითელი ბეწვით, ფოთლები 7სმ მდე სიგრძისაა, ელიფსის ან კვერცხის ფორმის, დაკბილული,ზედა ნაწილი მუქი მწვანე და პრიალა, ქვედა მხარეზე კი ცენტრალური ძარღვი ხაოიანია. აქვს მარტივი 7სმ სიგრძის სურნელოვანი ყვავილი ერთეული ან 2-3 ერთად, წითელი, ვარდისფერი ან თეთრი. ყვავის ნოემბერ-იანვარში, კარგად იზრდება სიგრილეში.2. ჩინური კამელია-ჩინეთში, მთეზე, ხევებსა და ტყეებში გვხვდება, 15 მ მდე ხეებია, 10სმ სიგრძის მუქი წვანე პრიალა ელიფსისებრი ფოთლებით და თეთრი მოკლეყუნწიანი ერთეული ან 2-3 ყვავილით ერთად. 3.იაპონური კამელია - იაპონიის,ჩინეთის და კორეის ტყეებში ცხოვრობს, 1მ სიმაღლის ხეებია ტყავისებრი დაკბილული მწვანე პრიალა ფოთლებით და მარტივი 4სმ სიგრძის ხუჭუჭა ან ნახევრადხუჭუჭა წითელი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით, ყვავის დეკემბერ-აპრილში.