ქვატეხია
მრავალწლიანი მცენარე, გვარში გაერთიანებულია 370 სახეობა, ზოგი მაათგანი ერთ და ორწლიანია. მას ქვაში ეზრდება ფესვები. და დროთა განმავლობაში ტეხავს კიდეც მას. გავრცელებულია ზომიერ სარტყელში.
სახლის პირობებში იზრდება ბწკალებიანი ქვატეხია, მას არ სჭირდება დიდი სითბო, არც ჰაერის ტენიანობა, ფოთლები მრგვალია, ფუძე გულისებრი, ყვავილედი მტევნისებრი ან საგველაა.მას ზრდიან ამპელურად, რამდენიმე ძირს ერთად რგავენ გარკვეული დროის მერე ტოტები გადმოეკიდება, მათზე კიდევ პატარა როზეტები ვითარდება, მერე ისინიც გამოუშვებენ ბწკალებს და მათ ბოლოში კვლავ ახალი როზეტები ჩნდება.
განათება - ოპტიმალური მდებარეობა დას. ან აღ. მხარეა. კარგად იზრდება ჩრ. მხარეზეც. ს. მხარეს სჭირდება ჩამოფარება ან დებენ ოთახის სიღრმეში.ჭარბი განათება ფოთოლს აფერმკრთალებს. ნაკლებობისას კი ძარღვები კარგავენ სიმკვეთრეს, ზაფხულში გააქვთ გარეთ, მზის და წვიმისგან დაცულ ადგილზე.
ტემპერატურა - აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება 20-24გრ,ზამთარში ჭრელფოთლიანები აქვთ 16-18გრ ზე, მწვანეფოთლიანები კი - 12-14გრ ზე.
მორწყვა - წყალი უნდა იყოს ნადგამი და რბილი. მარტ-ოქტომბრის პერიოდში რეგულარულად რწყავენ, მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. ზამთარში უფრო ფრთხილად, მაგრამ ისე,რომ მიწა ბოლომდე არ გახმეს.
შესხურება - ზაფხულსა და გაზაფხულზე სასურველია შესხურება მცენარეზე. ნამავენ ფოთლებს რბილი წყლით.
კვება - სასუქის გარეშე მცენარე იწელება, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სასუქი. გაზაფხულიდან შემოდგომამდე არაკონცენტრირებული თხევადი სასუქით კვებავენ თვეში 2ჯერ, ზამთარში კი 6-8 კვირაში ერთხელ.
ყვავილობა - ყვავის გაზაფხულიდან მთელი ზაფხული, ყვავილობის დროს დეკორატიულობას კარგავს, ამიტომ ყვავილებს აცლიან.
გადარგვა - როცა ფესვები ბოლომდე გაავსებენ მიწას, მას გადარგავენ.ძირში ყრიან კერამზიტს, ქოთანი არ უნდა იყოს ღრმა. ერთ ქოთანში რამდენიმე ძირს რგავენ, რომ მცენარე ამპელურად გაიზარდოს. ნიადაგი შედგება ქვიშის, ტორფის, ფოთლოვანი და ნეშომპალა ნიადაგისგან თანაბარი პროპორციით.
გამრავლება ტოტებით - ტოტის როზეტიან ნაწილებს პირდაპირ დედა მცენარიან ქოთანში აფესვიანებენ.დაფესვიანების შემდეგ აშორებენ დედას, რგავენ სუბსტრატში, რომელიც შედგება ნეშომპალის, კორდის მიწის და ქვიშისგან შედგება პროპორციით 2-1-1. ახალგადარგულ მცენარეს უხვად რწყავენ.
სამკურნალო თვისებები - მას იყენებენ დაჩირქების, ფურუნკულის სამკურნალოდ, სიცხის დამწევად. ფოთლების წვენს კი ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს გარედან კანის სამკურნალოდ.
დაავადებები - ფესვები ულპება - სიგრილეში და ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო.
მავნებლები - მას ემტერება ტრიპსები, აბლაბუდა ტკიპები, განსაკუთრებით სიცხეში.
სახეობები - ბწკალებიანი ქვატეხია - ბუნებაში გვხვდება იაპონიასა და ჩინეთში. ბალახოვანი მრავალწლიანია, იზრდება 0,5მ მდე სიმააღლის, ტოტები წითელი ფერისაა, წვრილი, ფოთლები როზეტებად შეკრული, ფოთლის ფორმა მომრგვალებულია, ფუძე გულისებრი ფორმის, ფოთლის ზედაპირი მწვანეა თეთრი ძარღვებით, ქვედა მხარე - წითელია. ფოთლები ხაოიანია. ყვავის გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. ყვავილი წითელი ან თეთრი ფერისაა, შეკრული მტევნებად.
თარგმანი თ. სუპატაშვილის