მასაი ტკიპის საწინააღმდეგო
კონტაქტურ - სისტემური მოქმედების ახალი სპეციფიკური აკარიციდი. პრეპარატი მაღალეფექტიანია ძირითადი სახეობის ტკიპების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც აზიანებენ ხეხილს, ვაზს, თხილს, ციტრუს
მასაი-ინსექტიციდის დახასიათება
მოქმედი ნივთიერებები | ტრებუფენპირატი (200გ/კგ) |
პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
მოქმედება | კონტაქტური და სისტემური |
მოქმედების მექანიზმი | მეტი-ინჰიბიტორი (ერევა მავნებლების მიტოქონდრიალურ სუნთქვაში); მცენარეში შეღწევის უნარის გამო მავნებლებს ფოთლის ქვედა მხარესაც თრგუნავს; ახასიათებს მაღალი საწყისი ტოქსიკურობა პათოგენების მიმართ და ხანგრძლივი დამცავი მოქმედება |
გამოყენების ვადები | საგაზაფხულო - გამოჩეკილი მატლების 70-80% საზაფხულო - მავნებლების საზაფხულო პოპულაციის გაჩენისას |
დამუშავების ჯერადობა | არა უმეტეს 2-ჯერ სეზონზე |
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა | 200-400ლ/ჰა |
შეფუთვა | 0,1 კგ თვითხსნადი პაკეტები |
პრეპარატი მოქმედებს ტკიპების (მატლების, იმაგო) განვითარების ყველა მოძრავ სტადიაში და ახასიათებს ძლიერად გამოხატული ოვიციდური მოქმედება (საზაფხულო კვერცხდება).
მასაი - აკარიციდის დამატებითი მოქმედება ვრცელდება ისეთ მავნებლებზე, როგორიცაა შლეხტენდალის ტკიპა (Aculus schlechtendali ), ვაზის ფოთლოვანი (კუზიანი) ტკიპა ( Calipitrimerus vitis ), ჭიჭინობელები ( Empoasca vitis )
მასაი - პრეპარატის უპირატესობანი:
· ეფექტიანია ტკიპების განვითარების ყველა სტადიაში, აქვს ძლიერი ოვიციდური მოქმედება (საზაფხულო კვერცხდება)
· გამოირჩევა მაღალი შერჩევითობით, არ მოქმედებს მტაცებელ ტკიპებზე
· ძალიან მაღალი საწყისი ეფექტიანობა და ხანგრძლივი დამცავი მოქმედება
· ეფექტიანია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში
· შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში გამოყენება (უვნებელია ფუტკრებისათვის)
· არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე
· საავზე ნარევებში შეთავსებადია მეტ წილ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან (მაგალითად , დელანი, აკრობატ მც, პოლირამ დფ, კუმულუს დფ, სტრობი და სხვა.)
· შესაძლებელია გამოყენება დაცვის ანტირეზისტენტულ პროგრამებში (არ აქვს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა აკარიციდებთან)