მდოგვის გამოყენება სასუქად

იგი ყველასთვის კარგად ცნობილი მცენარეა, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მას სხვა ბევრი ღირსებაც აქვს. სასუქად მას ძველი დროიდან იყენებდნენ ბალკანეთში, სადაც კლიმატი ჩვენსას ჰგავს. მისი ლათინური დასახელებაა sinapis. ცნობილია რამდენიმე სახესხვაობა ჯვაროსნების ოჯახის ამ სახეობიდან, ყველაზე სასარგებლო ბოსტნისთვის კი ქვესახეობა თეთრი მდოგვი ითვლება, მას უნიკალური თვისება აქვს - მიწიდან ათავისუფლებს ცუდად ხსნად ფოსფატებს და აგროვებს მათ. ღერო, ფოთოლი და ფესვი კი დიდი რაოდენობის აზოტს შეიცავს, რის გამოც  ეს მცენარე შესანიშნავი სიდერატია.
ჩვენთან მდოგვი ისეთი პოპულარული რატომღაც არ გახდა მებაღეებში. ფიქრობენ, რომ მას სითბო მეტად უყვარს და ჩვენი პირობები შეუფერებლად მიაჩნიათ მისთვის. სინამდვილეში იგი უპრეტენზიო მცენარეა და თუ თავის დროზე არ აიღებთ, მისგან საკმაოდ სიცოცხლისუნარიან და სწრაფად გამრავლების უნარის მქონე სარეველასაც კი მიიღებთ. ეს მცენარე ყველგან გვხვდება - ჩრ. ამერიკაში, ინდოეთში, იაპონიაში, ვერ ხარობს მხოლოდ მუდმივი სიცივის ზონაში.
რა სარგებლობა მოაქვს მდოგვს მცენარეებისთვის? - მდოგვის დათესვა ბოსტნის ნიადაგს ამდიდრებს აზოტით და ფოსფორით. მისი მწვანე მასის ჩამარხვა მიწაში სასარგებლო მიკროელემენტების გადაცემის საშუალებაა იქ მზარდი მცენარეებისთვის. გარდა ამისა მდოგვი:
- ასუფთავებს მიწას ფიტოფტორისგან, ლპობის გამომწვევი მიკროორგანიზმებისგან. ებრძვის აბრეშუმას. ლოკოკინებს და ლოქორებს,
- სწრაფი ზრდის გამო ხელს უშლის სარეველების გაზრდას.
- აუმჯობესებს მიწის  სტრუქტურას.
-ხელს უშლის ნიადაგის დატუტიანებას ბაღში და ბოსტანში მისი უნარის გამო - შეაკავოს აზოტი.
- ყინვის მერე გადაიქცევა მულჩად, მიწას იცავს გაყინვისგან და გაზაფხულამდე აკავებს მასში ტენს,
- კარგი სათაფლე მცენარეა.
-სხვადასხვა საბაღე-საბოსტნე მცენარეს კარგ მეზობლობას უწევს-კარტოფილს, ლობიოს, ყურძენს, ხეხილს, ვინაიდან იწვევს მათი ზრდის სტიმულირებას და იცავს მავნებლებისგან.
როგორ გავზარდოთ ეს მწვანე სასუქი?  
მდოგვი საკმოდ ადვილად ეგუება ნებისმიერ ნიადაგს და პირობებს, დათესვის მერე  2-3 კვირა ივიწყებენ მის შესახებ, იგი მაინც ამოვა, არ უშინდება ყინვასაც: ნათესი უძლებს -5გრ ყინვას   

მისი თესლი პატარა, მაგრამ მოცულობითია, ჰგავს ძალიან პატარა პარკოსნის თესლს, ამიტომ მას კი არ თესავენ, არამედ რგავენ კვლებში, დაშორება ერთმანეთიდან 10-15სმ, კვლებს შორის - 20სმ. ხელსაყრელ პირბებში იგი სწრაფად იქცევა მოზრდილ ბუჩქად. არაა საჭირო თესლის ღრმად დარგვა, ეს მცენარის ამოსვლას და ზრდას შეაფერხებს. მაქსიმალური სიღრმე ფხვიერ მიწაში 1-1,5სმ, თიხიანში კი - 1სმ უნდა იყოს. 3-5 დღეში ამოდის. თუ დრო ცოტაა, მას მიწის სასუქისთვის თესავენ თესლის უბრალო მიმოფანტვით წინასწარ მომზადებული ფხვიერი მიწის ზედაპირზე და შემდგომი ჩაფარცხვით მიწაში.
როდის ირგვება  მდოგვი მიწის გასაუმჯობესებლად?
გაზაფხულზე: თეთერი მდოგვი ირგვება აპრილში, როგორც კი ღამის ყინვები გადაივლის და ტემპერატურა 10გრ ს მიაღწევს.4-7 კვირაში იგი უკვე ისეთი ზომის ხდება, რომ მისი სასუქად გამოყენება მოესწრება.
არ შეიძლება მდოგვის შემდეგ ზოგიერთი ბოსტნეულის დარგვა - კომბოსტო, ბოლოკი, სალათი და სხვა წარმომადგენლები ჯვაროსნების ოჯახიდან ცუდი მეზობლები არიან მდოგვისთვის, და მათ არც მანამდე და არც მის შემდეგ არ რგავენ მდოგვის დარგვის ადგილზე, რადგან ყველანი მსგავსი დაავადებით ავადდებიან.
შემოდგომაზე: კულტურული მცენარეების მოსავლის აღების შემდეგ კიდევ რჩება თბილი დღეები, სწორედ მაშინ რგავენ მათ სიდერატებად. იგი აჯანსაღებს საკმაოდ დიდ ფართს, სადაც ადრე კარტოფილი ან მარცვლეული იყო. ზოგჯერ ზამთრის წინა პერიოდშიც რგავენ და ამ შემთხვევაში მდოგვი გაზაფხულზე ამოდის. თესლი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ცივ, წინასწარ გაფხვიერებულ მიწაში ისე, რომ არ გაიყინოს, მაგრამ დარჩეს მოსვენების ეტაპზე გაზაფხულამდე. ასეთ შემთხვევაში შედარებით ღრმად უნდა დაირგას. ეს ხელს შეუშლის ასევე დამდნარი თოვლის წყლით მიწის ზედა ფენის ჩარეცხვისას თესლის გადარეცხვასაც.
როგორ იყენებენ მდოგვს საკვებად? ეს საუკეთესო მწვანე სასუქია, რომელსაც დიდი არც ხარჯი აქვს და არც შრომა სჭირდება, მას გაზრდის ადგილზევე ფლავენ მიწაში, ანუ არ სჭირდება მოთხრა და  სხვა ადგილზე გადატანა. თუ მას სხვა სარეველებთან ბრძოლისთვის იყენებენ კარტოფილის კვლებში, მას გამარგვლისას მიწაში თოხითვე მარხავენ.
მდოგვი უნდა მოიჭრას ყვავილობამდე, რომ ღეროები არ გაუხეშდეს, რაც გადამუშავებისას ცუდად იმოქმედებს. 5-7 კვირის მცენარეს რბილი ღერები აქვს, ასეთი უნდა მოიჭრას. მანამდე მას ასხურებენ და რწყავენ „ბაიკალით“. ეს სიდერატის გადამუშავებას დააჩქარებს. არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ მშრალად გახრწნის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ეს ნაკვეთი პერიოდულად უნდა დასველდეს. თუ მიწა, რომელზეც აპირებთ მდოგვის დარგვას, დიდი ხნის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში,  მასში ცოტა მიკროორგანიზმი იქნება დარჩენილი, რომელსაც მწვანე მასის გადამუშავება შეეძლება. ამიტომ მოჭრილ მდოგვთან ერთად ნიადაგში შეაქვთ ვერმიკულტივირებული კომპოსტიც, რომელშიც სწრაფადგამრავლებადი მიწის ჭიებია.
სიდერატების მიწის საკვებად და გაჯანსაღებისთვის გამოყენებისას საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველი მომდევნო დარგული მცენარე მიწიდან იღებს მისთვის საჭირო და აუცილებელ ნივთიერებებს, მაკრო - და მიკროელემენტებს და მხოლოდ მდოგვი ვერ უზრუნველჰყოფს საკვები გარემოს სწორი ბალანსის შექმმნას. ამიტომ  ნიადაგის სრულყოფილი განოყიერებისთვის საჭიროა სიდერატული კულტურების ნარევის დარგვა.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

12 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно