გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

გვიმრა დავალია (Davallia, კურდღლის თათი)

მიუხედავად იმისა, გვიმრის ყველა სახეობა გამოირჩევა თავისი დახვეწილობით, დავალიას მაინც ბევრი ჩამორჩება ელეგანტურობაში. თავისი ხასიათის გამო დავალია უფრო ხშირად ორანჟერეებში გვხვდება, და ზოგიერთი სახეობის ქონა დიდ სიამაყედაც კი ითვლება.
დავალია წარმოადგენს დავალიასებრთა (Davalliaceae) ოჯახის უნიკალურ გვიმრას თავისი საოცარი ფორმისა და ფესვების გამო.
ფესვებს ხან კურდღლის თათებს, ხან ირმის რქებს ადარებენ და აქედან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა დასახელებითაც შეგვხვდეს.
დავალიებს, როგორც წესი, აქვთ ბრტყელი, ორ რიგად ამოზრდილი ფოთლები, კვერცხის ან სამკუთხედის ფორმის ხუჭუჭა დაბოლოებებით.
ფოთლების ფერი მერყეობს სალათისფრიდან მუქ მწვანემდე. დავალლიების ყველა სახეობას სჭირდება მორგებული
გარემო, ფლორარიუმი, ორანჟერეა, ზამთრის ბაღი და ა.შ. საყურადღებოა ის, რომ ეს არის სიგრილის მოყვარული მცენარე!
განათება. დავალიას გააჩნია თითქმის ყველა სხვა გვიმრისაგან განსხვავებული თვისება, უპირატესობას ანიჭებს სტაბილურ ხელოვნურ განათებას. ამიტომ, ზამთარში მცენარეს ძალიან გაუჭირდება. გამოსადეგია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები, თუმცა შემოდგომიდან ხელოვნური განათების დამატება უკვე აუცილებელია.
ტემპერატურული რეჟიმი. დავალიას უყვარს სიგრილე. ზაფხულშიც კი ტემპერატურა არ უნდა გაიზარდოს +23-ზე მეტად. იდეალური იქნება მცენარის +18 - +22 დიაპაზონში განთავსება. თუ ტემპერატურა უფრო მაღალია მაშინ მოგვიწევს შესაბამისად ჰაერისა და სუბსტრატის ტენიანობისა ამაღლება.
ზამთარში დავალიასათვის ხელსაყრელი ტემპერატურული დიაპაზონი არის +15 - +18, ამ პარამეტრებით მცენარე იტანს სინათლის უკმარისობას.
დავალიებს შეუძლიათ გაცილებით დაბალ +2 ტემპერატურამდე არსებობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მცენარე იცვენს ფოთლებს და გადადის სრული მოსვენების პერიოდში. ეს გვიმრა ვერ იტანს ორპირს.
მორწყვა და ტენიანობა. დავალიას სჭირდება უხვი, მაგრამ არა ხშირი მორწყვა. წყლის დასხმა უმჯობესია ქოთნის კიდიდან.
შესაძლებელია მცენარისათვის შხაპის მოწყობა. კარგად რეაგირებს ქოთნის ჩაძირვაზე წყალში (ორქიდეას მაგვარად). 
გრილ სეზონებზე საკმარისია დავალიას კვირაში ერთჯერადად, ხოლო ზაფხულში ორჯერადი მორწყვა,  თუმცა ვითვალისწინებთ სუბსტრატის გამოშრობის ხარისხს. დავალია ვერ გუობს სუბსტრატის ზედმეტ გამოშრობას, დამარილებას, ამიტომ მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ან წვიმის, გაფილტრული ან გადადუღებული. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60%, თუმცა კარგი მოვლის პირობებში გვიმრა ეგუება
უფრო დაბალ მაჩვენებელსაც. მცენარისათვის აუცილებელია პერიოდულად წყლის შესხურება, ფესვები ჰაერიდან იღებენ ტენს, ფესვი არ უნდა
გამოშრესმაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება დღეში რამდენიმეჯერ შევასხუროთ წყალი. რაც შეეხება შხაპს, ამ დროს გვიმრის ფესვები
არ უნდა დაგვისველდეს.
კვება და სასუქის შემადგენლობა. მცენარის გამოკვება შესაძლებელია ტრადიციულად, ფესვებიდან და ასევე, ფოთლებიდანაც, მონაცვლეობით.
სასუქების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქტიური ზრდის ფაზაში, როცა მცენარეს ვიზუალურადაც ეტყობა დინამიკა. 
გვიმრა იკვებება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ფესვიდან და ფოთლიდან კვება მონაცვლეობით ჯობია განვახორციელოთ. 
დავალიასათვის უმჯობესია გამოვიყენოთ გვიმრების ან დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქები.
გადარგვა. ამ გვიმრისათვის ვერ გამოვიყენებთ ჩვეულებრივ უნივერსალურ გრუნტს. საჭიროა ეპიფიტებისათვის, ორქიდეებისთვის განკუთვნილი გრუნტისმომზადება  (ფიჭვის ქერქი, ხავსი სფაგნუმი, ტორფი, პერლიტი, ნახშირი და ა.შ.),ისე,რომ იყოს გრუნტი ჰაეროვანი და მჟავე რეაქციის 
pH 3.0 – 6.0. დავალიას გაზრდა შესაძლებელია როგორც ქოთანში, ასევე ბლოკზე, კალათებში. 
თუმცა, გადარგვისაგან თავი უნდა შევიკავოთ, სანამ მცენარე არ გადაავსებს ქოთანს და გაიჭედება. გადარგვისას ვმოქმედებთ ფრთხილად, თავისი გრუნტიანად მცენარე გადააქვთ ახალ ქოთანში და სიცარიელეს ავსებენ. რაც შეეხება ფესვებს-კურდღლის თათებს, მათი გრუნტში ჩაბრუნება დაუშვებელია, ისინი თავის ნებაზე უნდა მივუშვათ და განვითარდნენ სივრცეში. გადარგვისას შეგვიძლია ჩავატაროთ სანიტარული გასხვლა-მოვაჭრათ
დაზიანებული ფოთლები ძირში, ისე რომ არ შევეხოთ ფესვს.
გამრავლება. გვიმრა მრავლდება დაყოფით. ანუ, ამონაყარი მოვაჭრათ ისე, რომ ჰქონდეს ზედ ფოთოლი, გადავრგათ ახალ სუბსტრატში და მოვათავსოთ სათბურში მანამ, სანამ არ დაიწყებს მცენარე გაზრდას.
დაავადებები და მავნებლები. მცენარე ცუდად რეაგირებს მოვლის პირობების, განსაკუთრებით მორწყვის რეჟიმის დარღვევაზე. მავნებლებიდან ყველაზე ხშირად ჩნდება ფარიანა, შეიძლება გაუჩნდეს ფრთათეთრა, ბუგრი. ხუჭუჭა ფოთლებიდან მათი მოცილება შეუძლებელია, ამიტომ უნდა მოვიხმაროთ ინსექციდები.
ოთახის დავალიას სახეობები: Davallia mariesii - მინიატიურული, 20 სმ-მდე, ულამაზესი, სამკუთხედი ფორმის, კარგად დაჭრილი
ფოთლებით. Davallia canariensis – 50სმ-მდე სიმაღლის, ულამაზესი გვიმრა, ტყავისებური, რომბის ფორმის, დაკბილულ
სეგმენტიანი ფოთლებით. Davallia solida - დიდი ზომის, 1მ-დე სიმაღლის მასიური ფოთლებით.
გადადით facebook-ჯგუფში და დაგვისვით კითხვები ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები 
07 January 0 1 918

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно