გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ფილოდენდრონი შავი კარდინალი (Black Cardinal)

ფილოდენდრონის ეს სახეობა „შავი კარდინალი“ გამოირჩევა მუქი ბორდოსფერი, თითქმის შავი შეფერილობის ფოთლებით, რომელსაც თან დაკრავს მოვერცხლისფრო, მეტალის ელფერი. ოვალური ფორმის დიდი ფოთლები მორიგეობით ლაგდება ღეროს გარშემო და შავ-წითელი მეტალის მცენარის შთაბეჭდილებას ტოვებს. შავი კარდინალი საშუალო სიდიდის მცენარეა და გამოირჩევა დინჯი ზრდის ტემპებით.
განათება. როგორც ყველა ფილოდენდრონს, შავ კარდინალსაც უყვარს განათებული, მაგრამ პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცული ადგილი. თუ
მცენარეს არ ეყოფა სინათლე, მისი ბურგუნდიის ღვინის ფერი გაბაცდება და დაკარგავს ფორმას. ხოლო პირდაპირი მზე დაწვავს ფოთლებს. კარგი
იქნება თუ ფილოდენდრონს მოხვდება ან დილის რბილი, ან საღამოს თბილი მზის სხივები.
მორწყვა. შავი კარდინალის მოწრყვის წესი იგივეა, როგორც ყველა ფილოდენდრონის. ნიადაგი უმჯბესია იყოს ოდნავ ტენიანი. მორწყვა უმჯობესია მაშინ, როცა გაშრება გრუნტის ზედა ფენა. მცენარე ირწყვება უხვად და ზედმეტი წყალი უნდა ჩამოიწუროს და გადაიღვაროს. კადრინალის ზედმეტი დატენიანება საშიშია, რადგან მცენარე შესაძლებელია დალპეს. ხოლო ზედმეტი გამოშრობაც გამოიწვევს მცენარის შესუსტებას. თუ მიწა ჰაეროვანი და წვალგამტარია, მაშინ საფრთხის რისკი დაბალია. ზაფხულში მცენარის მორწყვა მოგვიწევს ხშირად, ხოლო ზამთარში ვაცდით გრუნტს, რომ კარგად გამოშრეს. მოსარწყავად გამოიყენება ან დარბილებული, ან ნადგამი, ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყალი.
გრუნტი. შავი კარდინალისათვის უმჯობესია გამოვიყენოთ ჰაერგამტარი, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი გრუნტი. სუბსტრატი უნდა იყოს სუსტი
მჟავიანობის ან ნეიტრალური რეაქციის მქონე. გრუნტის ოპტიმალური შემადგენლობაა:
40% ქოქოსის ბოჭკო - აკავებს ტენს, ჰაერს;
20% ორქიდეას გრუნტი - სასარგებლო მიკრობების გამრავლების საუკეთესო საშუალება;
10% პერლიტი - აუმჯობესებს დრენაჟს, იწოვს და ანაწილებს სასუქებიდან ელემენტებს;
10% მწერის ნარჩენები - შეიცავს საკვები მასალის მთელ პალიტრას;
10% პემზა - ტენის შემაკავებელი და სადრენაჟე საშუალება;
10% აქტივირებული ნახშირი - გრუნტის მჟავიანობის განეიტრალების, სხვა და სხვა დაავადებებისა და დაბინძურების პრევენციის კარგი საშუალება. ტემპერატურა და ტენიანობა. საშუალო ტემპერატურა და საშუალო ტენიანობა
40%-50% ყველაზე ოპტიმალური მაჩვენებელია კარდინალისათვის (+23°-+28°C).
ზამთრის მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +16°. ხოლო ოპტიმალური დიაპაზონი არის + 18°-+22°. ეს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ორპირის
მიმართ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვარიდოთ ცივ ჰაერს. ასევე, უნდა მოვარიდოთ კონდენციონერსა და გამათბობელს.
შესაძლებელია მცენარის ღია ცის ქვეშ გატანა, მზის ჩასვლისას და ღამე უკან შემოტანა.
ტენიანობის უზრუნველსაყოფად კარგი იქნება დამატებითი წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა მცენარესთან ახლოს, ფოთლების გაწმენდა და წყლის
შესხურება, თბილი აბაზანების მოწყობა.
კვება. ოპტიმალურია მცენარის გამოკვება დეკორატიული, ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი  სუსტი სხნადი სასუქით. ეს დაეხმარება
ფოთოლთა სისტემას განვითარებაში. მოსვენების პერიოდში კვება უნდა შემცირდეს და თუ მცენარე კარგ ფორმაშია, და დგას გრილ გარემოში,
შესაძლებელია სრულიად შეწყდეს კიდეც. კვება რეკომენდირებულია ორ კვირაში ერთხელ, განახევრებული დოზით. ბუნებრივ პირობებში ფილოდენდრონი მთელი წლის მანძილზე სხვა და სხვა მასალით იკვებება, იქნება ეს მწერების ნარჩენები, ფრინველების ესქკრემენტები, გახრწლინი ხის ნაწილაკები და ა.შ. ამიტომ, საკვები უნდა შეიცავდეს თითქმის ყველა ელემენტს, განსაკუთრებით აზოტს. ვითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ კარდნალს არ მოსწონს კალცი. ამიტომ მისი შემადგენლობა სასუქში უნდა იყოს ძალიან მცირე. მცენარე კარგად რეაგირებს ორგანულ კვებაზე, ასე
მაგალითად, შესაძლებელია გამოვიყენოთ ნაკელის სუსტი ნაზავი. ნებისმიერ შემთხვევაში, მცენარე უნდა გამოიკვებოს უხვი მორწყვის
შემდეგ. პერიოდულად, შესაძლებელია გრუნტზე კომპოსტის ან ნეშომპალის თხელი ფენის მოყრა. დარგვა და გადარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე იზრდება ნელა, მაინც სჭირდება გადარგვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფესვთა სისტემა ვეღარ ეტევა ქოთანში. გადარგვისას უნდა გავითავლისწინოთ შემდეგი:
- მცენარე გადარვის წინ უნდა მოირწყას, ასე გამარტივდება პროცესი და
მცენარე მიიღებს ნაკლებ სტრესს;
- უნდა შემოწმდეს ფესვები კარგად და მოშორდეს დაზიანული ნაწილები;
-დაავადებული ფოთლები სასურველია მოეჭრას;
- უნდა გადაირგას ახალ, ოდნავ დიდი ქოთანში (++3-4სმ. დიამეტრში);
- უნდა გაკეთდეს სადრენაჟე ფენა, ქოთნის 1/3 და დაიფაროს გრუნტით;
- გადარგვის შემდეგ გრუნტი ოდნავ დაიტკეპნოს;
-გადარგული კარდინალი ირწყვება გულიანად და მეორე მორწყვამდე უნდა ვაცადოთ გრუნტს მთლიანად გამოშრობა. იქიდან გამომდინარე, თუ რა სისწრაფით იზრდება მცენარე, მოგწევთ გადარგვა 2-3 წელიწადში ერთხელ. გადარგვსათვის გამოყენება უფრო დიდი და უფრო ღრმა ქოთანი. მცენარე, თუ სრულიად ჯანმრთელია, თავისივე გრუნტით გადაგვაქვს. ვაცლით მხოლოდ ჩამოცვენილ მიწას და არ ვეხებთ ფესვთა სისტემას. სხვა შემთხვევაში
ხდება ფესვების დათვალირება და მოჭრა. გადარგვის, ან გადატანის შემდეგ მცენარეს არ კვებავენ მინიმუმ ერთი
თვის მანძილზე.
The repotting instructions are the same for all philodendron plants: გამრავლება. ფილოდენდრონი თავად ამოიყრის ხოლმე ახალ ყლორტებს. ხოლო
ღეროს დაფესვიანება შესაძლებელია როგორც წყალში, ასევე გრუნდში. წყალში დაფესვიანებისას აუცილებელია წყლის ხშირი ცვლა.
გასხვლა. შავ კარდინალს სჭირდება როგორც ჰიგიენური გასხვლა, ასევე მცენარის ფორმირება. ტოქსიკურობა. სამწუხაროდ ფილოდენდრონი შავი კარდინალი ტოქსინებს შეიჩავს. ამიტომ სახიფათოა  ბავშვებისა და ცხოველებისათვის. მისმა წვენმა შეიძლება გამოწვიოს ალერგიული რეაქცია.
გავრცელებული პორბლემები: ფოთლის ცვენა; ფოთლების გაყვითლება; ლპობა ან ჭკნობა. ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს:
ქოთნის შეუსაბამო ზომა; არასწორი მორწყვა; სინათლის რეჟიმის დარღვევა.
მავნებლები და დაავადებები. შავი კარდინალისათვის დამახასიათებელია ყველა ის პრობლემა, რომელიც გვხვდება სხვა ფილოდენდრონების
შემთვევაში. ამიტომ პრობლემების აღმოსაფხვრელად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ნაცადი წესებითა და მეთოდებით.
ჩვენი გუნდი ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

31 January 0 4 067

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно