ტიტების საშემოდგომო გადარგვა

ტიტა ისეთი უნიკალური და ძლიერი მცენარეა, რომ მას ნებისმიერ პირობებში შეუძლია იყვავილოს და ამიტომ „ბაღის ჯარისკაცსაც“ ეძახიან ხოლმე. თუმცა, თუ გვინდა, რომ მისი ყვავილობა იყოს მდიდარი და უხვი, უმჯობესია არ დავტოვოთ ბუნებრივი კლიმატური პირობების ანაბარა. ლამაზი ყვავილობის ერთ-ერთი საიდუმლო ტიტის ბოლქვების საშემოდგომო დარგვაში მდგომარეობს.
ნაბიჯი 1: დარგვის ოპტიმალური დროს შერჩევა თუ ბოლქვების ჩარგვა დაგვაგვიანდა, მაშინ ფესვთა სისტემა ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს.
ამ შემთხვევაში ბოლქვები უბრალოდ გაფუჭდება. ვადაზე ადრე დარგვის შემთხვევაში მცენარე დაიწყებს ადრე გაზაფხულზე გაღვივებას, გამოიტანს
ფოთლებს და პირველივე ყინვების შემთვევაში მოიყინება. როგორც აღმოჩნდა, ტიტის ბოლქვების საშემოდგომო დარგვის ყველაზე კარგი პერიოდი არის სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცვებამდე. თუმცა, პერიოდი დამოკიდებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე არსებულ კლიმატურ პირობებზე. თუ ზამთარი თბილი გამოდგა, ბოლქვების დარგვა შეიძლება დეკებერშიც. ამიტომ, თუ გვინდა, რომ მცენარე გადარჩეს და კარგად იყვავილოს, ორიენტაცია უნდა მოვახდინოთ ნიადაგის ტემპერატურაზე: 10სმ სიღრმეზე მიწის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს +7°-+8°C. არსებობს საინტერესო რეკომენდაცია ტიტის ბოლქვების დარგვასთან დაკავშირებით-დაამთხვიეთ ნივრის საშემოდგომო დარგვას, ამ შემთხვევაში შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს.
ნაბიჯი 2: ადგილის შერჩევა ადგილი უნდა იყოს ღია და მზიანი, და ამავე დროს ორპირისა და ქარისაგან დაცულიც. შესაძლებელია ოდნავი ჩრდილის ქვეს დარგვაც, მაგრამ მზე მცენარისათვის აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე გაიწელება, გაბაცდება, ყვავილი ექნება უსუსური და მქრთალი ფერის. ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის თვისებასაც, ტიტას ურჩევნია დაბალი მჟავიანობის, მსუბუქი, ჰაეროვანი, ზომიერად დატენიანებული გრუნტი. მიუხედავად იმისა, რომ ტიტებისათვის მიწის მაღალი საკვები ღირებულება მნიშვნელოვანია, გრუნტის გამდიდრება სასუქებითა და მინერალებით ბოლქვების უშუალოდ დარგვის წინ არ შეიძლება(!).
ნაბიჯი 3: ბოლქვების გადარჩევა აუცილებელია ბოლქვები გადაირჩეს ზომების მიხედვით: წვრილი, საშუალო და დიდი ზომის. ერთი და იმავე ზომის ბოლქვები ირგვება ერთად. სხვა და სხვა „კალიბრის“ ბოლქვების არევა არ არის საჭირო. ბუნებრივია, რომ გადარჩევის დროს ვაკვირდებით, არის თუ არა დაზიანებული, დაავადებული, დეფორმირებული და სუსტი. არ არის გამორიცხული, რომ დაწუნებული ბოლქვები გავუშვათ უტილიზაციაზე, ასე
დაიზოგება რესურსებიც და შემცირდება დავადებების გავრცელების რისკი.
ნაბიჯი 4: ბოლქვების დამუშავება ბოლქვები სასურველია დამუშავდეს დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. ამისათვის გამოიყენება ფუნგიციდის ან ინსექტოაკარიციდის სუსტი ნაზავი. საკმარისი იქნება 15-20წთ აბაზანის მოწყობა და შემდეგ გაშრობა.
ნაბიჯი 5: ბოლქვების დარგვა დარგვა შეიძლება მარტივად, რიგებად. ამ შემთხვევაში ითხრება ერთი გრძელი ორმო.მშესაბამისად გასაფხულზე გვექნება მოყვავილე სილამაზეების რიგი. შესაძლებელია ამ თემას მივუდგეთ უფრო კრეატიულად-შევქმნათ დეკორი, ბუჩქები, თაიგულები და ა.შ.
იმის და მიუხედავად, ჩავალაგებთ ბოლქვებს ჯარისკაცებივით თუ გამოვიყენებთ კრეატივს, ჩარგვის წესი ერთი და იგივეა: ბოლქვის დიამეტრი უნდა გამრავლდეს 3-ზე და ეს იქნება ჩარვის სირღმე, ასე მაგალითად: პატარა ზომისათვის საკმარისი იქნება 7-8სმ, დიდი 12-15სმ. თუმცა, მნიშვნელობა აქვს ნიადაგის თვისებასაც. თუ მიწა ფხვიერია, მაშინ ბოლქვები სასურველია ჩაირგას 2-3სმ უფრო ღრმად. ხოლო მძიმე მიწის შემთხვევაში, პირიქით 2-3სმ ნაკლებ სიღრმეზე. დარგვის სიღრმეს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბოლქვების შენარჩუნებისათვის, არამედ გამრავლებისთვისაც.
ღრმაც ჩარგული ბოლქვი არ იკეთებს „შვილებს“, ხოლო ზედაპირზე ჩარგული გაიყინება.
ნაბიჯი 6: ჩარგვის თანამიმდევრობის დაცვა -გააკეთეთ ორმო სასურველ სიღრმეზე;
-თუ ნიადაგი მშრალია და შემოდგომაც აღმოჩნდა ნაკლებ ნალექიანი, მორწყეთ ორმოები;
-ორმოში ჩაყარეთ ქვიშა, დრენაჟისა და ჰაერგამტარიანობის აწევისათვის;
-დრენაჟს ზემოდან დააყარეთ ფოსფორითა და კალიუმით მდიდარის სასუქის თხელი ფენა;
-ნიადაგის მჟავე რექციის დაკორექტირებისათვის ზემოდან დააყარეთ ნაცარი;
-დარგეთ ბოლქვები ისე, რომ მათ შორის დაშორება შეადგენდეს 8-10სმ-ს;
-ბოლქვს ოდნავ დააწექით, ჩასვით გრუნტში, იმისთვის, რომ არ წარმოიქმნას ე.წ. „ჰაერის ჯიბე“ ბოლქვის ქვეშ;
-დააყარეთ ბოლქვებს ჯერ ქვიშა და შემდეგ მიწა;
-მოწყეთ ბოლქვები სუსტად და ზედაპირულად.
 ნაბიჯი 7: დარგული ბოლქვების მოვლა თუ შემოდგომა მაინც და მაინც მშრალი არ გამოდგა, ტიტების ბოქვები მოვლას არ საჭიროებენ. თუ ნალექი მცირეა და წვიმა იშვიათად მოდის, მაშინ ნარგავები საჭიროებს პერიოდულ მსუბუქ მორწყვას. გვიან შემოდგომაზე-ზამთრის დასაწყისში ნარგავები საჭიროებენ დაბალი ტემპერატურისაგან დაცვას, მულჩირებას. მულჩირებისათვის შესაძლებელია ტორფის, ნაფოტების, ქერქის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა 4-5სმ გაიყინება. კარგი იქნება, თუ ბაღი დაიფარება თოვლის ფენით, რაც დამატებით დაიცავს ბოლქვებს და გაზაფხულისათვის უზრუნველყოფს მცენარეს საკმარის ტენით  აღმოცენებისათვის.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
19 September 0 466

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно