ჰორტენზიას დარგვა შემოდგომის სეზონზე

ჰორტენზიას საშემოდგომო დარგვის ზუსტი დროის განსაზღვრისათვის უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ იმ რეგიონის კლიმატური თავისებურება 

სადაც ვცხოვრობთ, თუმცა ერთი ძირითადი წესი დროის შერჩევისათვის მაინც არსებობს-მცენარის დარგვა უნდა მოხდეს 3-4 კვირით ადრე ყინვების დაწყებამდე.

მცენარის შერჩევა საშემოდგომო გადარგვას უფრო კარგად იტანს წვრილფოთლიანი ჯიში, და ბევრი რამ დამოკიდებულია ნერგის შერჩევაზე. აუცილებელია მცენრეს  ქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რადგან:

- მალე ადაპტირდება ახალ გარემოსთან;

- მისი ჯანსაღად გაყვავების ალბათობა მეტია შემდეგ წელს;

- ძლიერი ფესვები დაცულია მავნებლებისა და დაავადებებისაგან.

დარგვის პირობები წესით მცენარემ არ უნდა განიცადოს დისკომფორტი, რადგან შემოდგომაზე ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა სრულიად დამაკმაყოფილებელია მისთვის. ჰორტენზიებს უყვართ კარგად განათებული, მზიანი და ქარისაგან 

დაცული ადგილი. თუმცა, ახალგაზრდა მცენარის დარგვა უმჯობეია სხვა ხეებით გარემოცულ ადგილებში.

გრუნტის მომზადება ჰორტენზიას ურჩევნია ნაყოფიერი და მდიდარი ნიადაგი. მიწა უნდა იყოს ოდნავ მჟავე რეაციის და კარგი წყალგამტარი. ნეირტალური და ტუტე რეაციის ნიადაგი არ გამოდგება. შეუსაბამო ნიადაგის პირობებში მცენარე დაავადდება და საბოლოოდ არ ექნება კარგი ხარისხის ყვავილობა. ამიტომ, უმჯობესია ნიადაგის „დამჟავება“. დარგვის პროცდურების დაცვაზე დიდად არის დამოკიდებული შემდგომში  მცენარის მდგომარეობა-საკმარისი ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ადგილის მომზადებას:

1. უნდა ამოითხაროს საკმარისად დიდი ორმო. მისი ზომა უნდა აჭარბებდეს ნერგის ფესვების ზომას;

2.ორმოს სიღრმეში უნდა გაკეთდეს სადრენაჯე ფენა. დრენაჯად გამოდგება ნებისმიერი მასალა: კენჭები, კერამზიტი და.შ.;

3. დრენაჟის ზემოდან ეფინება წიწვოვანი ხეების წრილი ტოტები, ქერქი და წიწვები. ასევე კარგი იქნება თუ ამ ფენაში აირევა წიწვოვანი ხის ქვეშ 

მოგროვებული მიწა. ასეთი ნარევი ზრდის ნიადაგის მჟავე რეაქციას;

4. თუ ნიადაგის ბუნებრივი რეაქცია ტუტე რეაქციასთანა ახლოა, მაშინ აზრი აქვს მის დამუშავებას მჟავიანობის გაზრდის მიზნით სხვა აგროქიმიური 

საშუალებებით;

5. მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის კარგი იქნება, რომ ორმო დამუშავდეს სუპერფოსფატით. ამისათვის საკმარისი იქნება 60 გრ სასუქი 

მოვახმაროთ ერთ საშუალო ზომის ნერგს;

6. ორმოში უკვე არსებულ ფენებს ზემოდან უნდა მოეყაროს კომპოსტი, რომ დაიფაროს ქვედა ფენები. კომპოსტის ფენა არ მისცემს ფესვებს საშუალებას უშუალოდ შეეხოს ორმოში სასუქებს;

7. ორმო და მიმდებარე ადგილი კარგად უნდა მოირწყას, და წყალი დაიწრიტოს.

მცენარის ჩარგვა მას შემდეგ რაც ორმო მომზადდება და ნიადაგი კარგად შეიწოვს წყალს, შესაძლებელია ჩაირგას მცენარე. ჩარგვისათვის საჭროა დავიცვათ შემდეგი ეტაპები:

1. მცენარის ფესვები აკურატულად უნდა გაიშალოს;

2. ნერგი უნდა მოთავსდეს უკვე მომზადებული ორმოს ცენტრში. ღერო ფესვების 

დასაწყისამდე უნდა მოექცეს ორმოს თავზე, გრუნტის ზემოთ;

3. დარგვის შემდეგ მიწა იტკებნება და ირწყვება;

4. ნერგის ძირში უნდა მოეყაროს მულჩა, რომ ტენი არ აორთქლდეს. 

ჰორტენზიის ნერგის მოვლა მცენარის სრულფასოვანი განვითარება დამოკიდებულია მის სრულფასოვან მოვლაზე. მოვლის ხერხები რთული ნამდვილად არ არის, თუმცა, საჭიროა მცირედი ნუანსების გათვალისწინება.მორწყვა. შემოდგომაზე ჰორტენზია, თუ ძალიან მშრალი ამინდები არ არის, 

მორწყვას არ საჭიროებს. ზედმეტი მორწყვა აზიანებს ფესვთა სისტემას და მცენარის ქერქს, რაც დაავადებებს იწვევს. დაავადებების წინააღმდეგ დამუშავება. კარგი იქნება პროფილაქტიკური დამუშავების ჩატარება, რომ მომავალში თავი ავარიდოთ დაავადებების გავრცელებას. ასეთი პროცედურა უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მცენარეს დაცვივა ყველა ფოთოლი. დამუშავებისათვის კარგია ბორდოს ნარევის 3% ხსნარის, ან სპილენძის შემცველი ნებისმიერი ფუნგიციდის გამოყენება. სიცივისაგან დაცვა. ჰორტენზია ისეთი მცენარეა, რომელსაც კარგად გადააქვს ზამთარი. მაგრამ, შეიძლება საჭირო გახდეს ახალგაზრდა ბუჩქის შეფუთვა და მიწის მულჩირება უშუალოს სიცივეების დაწყების წინ. ზრდასრულ მცენარეს 

სიცივეებისაგან დაცვა არ სჭირდება. 

ჩვენი ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

19 September 0 1 309

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно