თოვლის კენკრა (Symphoricarpos)

მაშინ,როცა უმეტესი დეკორატიული და კულტურული მცენარე  თავის თვისებასა და სილამაზეს  სრულფასოვნად ზაფხულის სეზონზე, ან შემოდგომაზე ავლენს,არსებობს უიშვიათესი გამონაკლისი, რომელიც ზამთარში წარმოგვიდგება მთელი თავისი სილამაზით.
თოვლის კენკრა (Symphoricarpos), ასევე შეიძლება შეგვხვდეს ძალიან უცნაური სახელით, მგლის კენკრა, მიეკუთვნება ცხრატყავასებრთა ოჯახს. თოვლის კენკრა ევრაზიის კონტინენტზე გავრცელდა სამხრეთ ამერიკიდან, სადაც ამ კულტურის 15 მდე სახეობა არსებობს. სახეობისა და მიხედვით ბუჩქი სხვა და სხვა სიმაღლის იზრდება. სხვა და სხვა ფერის შეიძლება ჰქონდეს კენკრაც:თეთრი, ვარდისფერი, მეწამული წითელი. ამასთან ერთად, სხვადასხვანაირად რეაგირებენ მცენარის სახეობები ყინვაზეც. ყველაზე პოპულარული და გამძლე გამოდგა თეთრი ფერის კენკრა (Symphoricarpos albus), რომელსაც ხშირად ვნახავთ უკვე საქართველოს ბაღემშიც.
მცენარის დახასიათება თეთრი თოვლის კენკრას ბუჩქი არც თუ ისე მაღალი იზრდება 1,5მ. აქვს მცირე ზომის,ელიფსური ფოთლები,დრეკადი ღეროები,რომლებიც კარგად უძლებენ მაღალ თოვლის საფარს. მცენარის მცირე ზომის, ზანზალაკების ფორმის ყვავილები დიდი სილამაზითა და არომატულებით არ გამოირჩევიან. როგორც წესი,ყვავილების აქვს თეთრი, უფრო იშვიათად ნაზი ვარდისფერი შეფერილობა,იზრდება ფოთლის კიდეებიდან, ჯგუფებად და ყვავის ზაფხულის მეორე ნახევრიდან. ყვავილობა არც თუ ისე ხანგრძლივია, საშუალოდ ერთი თვე.  მაგრამ,როგორც კი იწყებს ნაყოფი დამწიფებას,ბუჩქი გარდაიქმნება.
თოვლის კენკრა,საერთო ზამთრისწინა ლამდშაფტის ფონზე საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. თავად კენკრა დიდი ზომის არ არის-1 სმ,დიამეტრში და როგორც ყვავილები,ჯგუფად და მიჯრით არის ღეროზე დასმული.მცენარე უპრეტენზიოა, იტანს ხალხმრავალ ადგილებს,ღარიბ ნიადაგს, დროებით უნალექობას ან ზედმეტ ნალექს,ყინვას,მზეს,ჩრდილს,გასხვლას და ნებისმიერ სხვა მანიპულაციას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს,რომ ეს მცენარე ტოქსიკურია,მისი ნაყოფი საზიანოა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის.
თოვლის კენკრის მოვლა მცენარის ნერგის გადატანა ღია გრუნტში შესაძლებელია როგორც გაზაფხულზე,ასევე შემოდგომაზე.უმჯობესია ბუჩქი იყოს 2 წლის მაინც. საგაზაფხულო დარგვისათვის უმჯობესია ორმო მომზადდეს შემოდგომაზე, ხოლო თუ დარგვა შემოდგომაზე მოხდება,მაშინ ორმო უნდა გამზადდეს ერთი თვით ადრე.განსხვავებულად მზადდება ორმოები იმ შემთხვევაში, თუ მცენარეებისაგან ცოცხალი ღობის ფორმირებაა დაგეგმილი. ითხრება სულ ცოტა 0,4მ სიგანისა და 0,5-0,6მ სიღრმის ტრანშეა, და ჩარგვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ 1მეტრ სიგრძეზე 4-5 ნერგი განთავსდეს. რაც შეეხება ერთეულ დარგვებს,ორმო სასურველია იყოს 0,6მX0,6მ და ნერგებს შორის დაშორება არაუმცირეს 1,2-1,4მ.ორმოში/ტრანშეაში აუცილებლად კეთდება სადრენაჟე ფენა კერამზიტის ან აგურის ნამტვრევებისაგან, რომელსაც ზედ ეფინება თანაბარი პროპორციებით გაზავებული მსხვილი ქვიშის,ტორფისა და ნეშომპალას ნარევი.ასევე ამატებენ 200გ სუპერფოსფატის, 100გ კალიუმის სულფატისა და 0,5-0,6 კგ ხის ნახშირის ნარევს.ნერგი უნდა გადაირგოს მაშინ,როცა ორმოს შიგთავსი დაჯდება.დარგვისას მცენარის ფესვის ყელი ზომაზე მეტად არ უნდა ჩაღრმავდეს.დარგვის შემდეგ მცენარე უხვად ირწყვება და აუცილებლობის შემთხვევაში გრუნტი იფარება მულჩით.ახლად გადარგული მცენარე პირველი კვირის მანძილზე ყოველდღიურ მორწყვას საჭიროებს.უკვე გამაგრებულს ნერგს ასეთი უხვი მორწყვა აღარ სჭირდება,თუმცა ცხელი ზაფხულის პირობებში კვირაში 1-2 ჯერ საჭირო იქნება ლამის 2 ვედრო წლის დასხმა.წვიმიანი ამინდების შემთხვევაში მორწყვა კორექტირდება.
თოვლის კენკრა კარგად რეაგირებს დამატებით კვებაზე.ამისათვის გაზაფხულზე სასურველია ბუჩქს ძირში დაეყაროს ნეშომპალა,ხოლო ზაფხულში თვეში ერთხელ ირწყვება ნებისმიერი კომპლექსური სასუქის ნაზავით.შემოდგომაზე გრუნტი მუშავდება 100გ სუპერფოსფატისა და 50-70გ კალიუმის სულფატით.აუცილებელი იქნება მცენარის გარშემო გრუნტის მოვლა-გასუფთავება, გაფხვიერება, მულჩირება.მცენარე იტანს -35⁰ ყინვას და ზამთარში ბუჩქის შეფუთვა არ არის საჭირო.თუნდაც რომ მოეყინოს მიწისზედა ნაწილი,მცენარე იმდენად გამძლეა,რომ ადვილად ამოიტანს ახალ ნერგებს. ბუჩქის დეკორატიული ღირებულების გაზრდისათვის აუცილებელია მისი ფორმირება.ეს პროცედურა ტარდება ადრეულ გაზაფხულზე.მცენარეს ახასიათებს „დაბერება“ და 8 წლის შემდეგ უმჯობესია გავაახალგაზრდაოთ.ლამის დეფორმირებული მცენარე კარგავს ვარჯის სიხშირეს.არ არის გამორიცხული,რომ საჭირო გახდებს მიწის ზედა ნაწილის 0,5მ-ზე გადაჭრა და მხოლოდ რამდენიმე კარგად განვითარებული ღეროს დატოვება.გადანაჭერი ადგილები მუშავდება და ილუქება.
გამრავლება გარდა მოვლის სიმარტივისა, თოვლის კენკრა უმარტივესად მრავლდება.შესაძლებელია მცენარე გამოვიყვანოთ თესლიდან-გვიან შემოდგომაზე მომწიფებული კენკრიდან უნდა გამოვიღოთ თესლი, გავაშროთ და შემდეგ დავთესოთ კონტეინერში. ჩაღრმავების სიმაღლე მინიმალურია, ნათესს ზემოდან ეფინება ქვიშის თხელი ფენა. კონტეინერს უნდა დაეფაროს ან შუშა, ან ცელოფანი და დარჩეს გარემოს ტემპერატურაზე, ღია აივანზე,ან ბაღში. მთელი ზამთრის მანძილზე ნათესი უნდა იყოს ღია ცის ქვეშ, ხოლო გაზაფხულზე შესაძლებელია ოთახში შეტანა. ჩითილები გვიან შემოდგომამდე იზრდება კონტეინერში და შემდეგ, უკვე გაზრდილი მცენარე ზამთრის პირზე დაირგვება ღია ცის ქვეშ.გაცილებით მარტივია გამრავლება დაკალმების ან გადაწვენის მეთოდით. თავად მცენარე უხვად ამოიყრის ხოლმე ახალ ძირებს, თან არ არის გამორიცხული, რომ მცენარე ამოიზარდოს დედა ბუჩქიდან მოშორებით. ამიტომ, გასხვლისას უმჯობესია, რომ ზედმეტი ამონაყარი მოშორდეს. შესაძლებელია ტოტის გადაწვენა, გადაწიდვნა და ისე დაფესვიანება ტენიან მიწაში, ან დაკალმების მეთოდის გამოყენება. ადრე გაზაფხულზე ან ზაფხულში იჭრება კალმები, ისე, რომ დარჩეს 4-5 წყვილი მუხლი და დაფესვიანდეს ფხვიერ ნიადაგში. ჯანმრთელი, ახალგაზრდა მცენარე შეგვიძლია გადავრგოთ წინასწარ მომზადებულ ან ორმოში ან ტრანშეაში.
დაავადებები და მავნებლები ეს მცენარე იშვიათად ავადდება. იშვიათად შეიძლება შეეყაროს ფქვილსებური ნადები, ან ნაცრისფერი ლპობა.
ამ შემთხვევაში სტანდარტული ფუნგიციდი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.
პოპულარული სახეობები თეთრი თოვლის კენკრა (Symphoricarpos albus var. laevigatus) - ვარდისფერი ყვავილებით და თეთრი ნაყოფით;
ჩვეულებრივი თოვლის კენკრა (Symphoricarpos orbiculatus) - ვარდისფერი ყვავილებით და წითელი ნაყოფით; დასავლური თოვლის კენკრა (Symphoricarpos occidentalis) – ზანზალაკების ფორმის ყვავილებით და თეთრი, ან მოვარდისფრო ნაყოფით; მთის თოვლის კენკრა (Symphoricarpos oreophilus)-თეთრი, მოვარდისფრო ზანზალაკების ფორმის ყვავილებითა და თეთრი ნაყოფით; დორენბოზის მთის კენკრა (Symphoricarpos doorenbosii)-მოვარდისფრო ყვავილებითა და ვარდისფერი (Mather of Pearl), მელნისფერი (Amethyst)  ან წითელი (Magic Berry) ნაყოფით.
ჩვენი გუნდიf acebook_ზე გიპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე.შემოგვიერთდით ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
18 September 0 348

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно