ყვავილების თესლის შეგროვება

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე ჯერ ისევ ბევრი მცენარე ყვავის, ზოგიერთმა მათგანმა უკვე გაიკეთა და მოიმწიფა თესლი და შეგროვების დროც დადგა.
თესლის შეგროვების უპირატესობები ყველაზე დიდი უპირატესობა შეგროვებული თესლისა არის ის, რომ უფრო მეტია მისი აღმოცენების შანსი. შეძენილი თესლი, მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ  არის შეფუთული და მარკირებული, მაინც ვერ იქნება ისეთი კარგი ხარისხის, როგორ ჩვენი ხელით შეგროვებული. ასე თესლი უფრო ეკონომიურია, რადგან რაოდენობრივად საგრძნობლად აჭარბებს მაღაზიაში შეძენილ შეფუთვაში არსებული თესლს. ეკოლოგიურობის თვალსაზრისითაც აქვს თავისი უპირატესობა, რადგან არ მუშავდება ქიმიით.
შეგროვების სათანადო დრო, არსებობს შეგროვების დროის სწორად შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი:
-ყვავილობის დროის დაფიქსირება. საშუალოდ, თესლის შეგროვების ოპტიმალური დრო ყვავილის დაჭკნობიდან 2 კვირის შემდეგ დგება. შეგროვების შემდეგ, უკვე სახლის პირობებში უნდა მოხდეს თესლის საბოლოოდ დამწიფება.
-ვეგეტაციის ვადები. ერთწლიანი მცენარეების თესლი მწიფდება ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. ორწლიან და მრავალწლიან მცენარეებს თესლის მომწიფების უფრო მოკლე პერიოდი სჭირდება იმის და მიხედვით, თუ როდის დაასრულეს ყვავილობა.
-ვიზუალური მახასიათებლები. ყველაზე ხერხი-მცენარის ვიზუალური დათვალიერებაა, სათესლე თავთავი, ან კოლოფი მომწიფებისას იცვლის ფერს. უმეტეს შემთვევაში ჯერ მუქი მწვანე ხდება, შემდეგ ან ალისფერი, ან ყავისფერი.
-სწორი დრო. ვადაზე ადრე აღებულ თესლს შეიძლება ჯერ აქ ქონდეს გაღვივების უნარი, ხოლო დაგვიანებისას არსებობს კოლოფის გახსნისა და თესლის მიმოფანტვის საფრთხე.
თესლის აგროვების წესები
1. თესლი საჭიროა შეგროვდეს მშრალ, მზიან ამინდში. დატენიანებული თესლის შეგროვება ჯერ ერთი, ცოტა უფრო რთულია და ასე და ამგვარად თავს ავარიდებთ სათესლე მასალის ზედმეტად დატენიანებას, დაობებასა და ლპობას.
2. თესლი უნდა აგროვდეს ჯიშებიდან. ჰიბრიდების თესლი არ გამოდგება, რადგან არ აქვს გაღვივების უნარი ან და თუ მაინც აღმოცენდა, ვერ ექნება დედა მცენარის თვისებები შენარჩუნებული.
3. არ გახსნათ სათესლე კოლოფები და თავთავები. როცა თესლი საბოლოოდ მომწიფდება, თავისით დაიწყებს გახსნას და ცვენას.
თესლის შენახვის პირობები შენახვისათვის საუკეთესო საშუალებაა ქაღალდის კონვერტი. კარგი იქნება, თუ მოვახდენთ კონვერტის მარკირებას, დავაწეროთ: მცენარის დასახელება, ფერი, ჯიში, ზომა, სხვა მახასიათებლები და აუცილებლად შეგროვების თარიღი.
კონვერტი უმჯობესია განთასდეს გრილ, ბნელ და მშრალ სათავსოში. თუ რაოდენობრივად ბევრი სხვა და სხვა კონვერტი დაგვიგროვდა, უმჯობესია მათი მუყაოს ან ხის ყუთებში ჩაწყობა. არ გამოიყენოთ პლაქტიკური კონტეინერი ან სხვა რამ-თუ ეს მასალა არ სუნთქავს, თესლი შეიძლება დაგვილპეს. არ ვარგა თესლის შენახვა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე და არც მაღალი ტენიანობის გარემოში. სათესლე მასალის სწორი შეგროვება და შენახვა მისი მაღალი ხარისხისა და კარგი აღმოცენების უნარის შენარჩუნების გარანტიაა.
ჩვენი გუნდი ყველა კითხვაზე გიპასუხებთ facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
02 September 0 1 157

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно